ლეგენდარული არგენტინელის აზრით, ბლატერის ხელში ფეხბურთი საფრთხეშია
ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერის წინააღმდეგ ღვაწლმოსილმა არგენტინელმა მწვრთნელმა სესარ ლუის მენოტიმაც გაილაშქრა.

მისი აზრით, მსოფლიოს ფეხბურთის მესაჭე აუცილებლად უნდა შეიცვალოს და რაც ყველაზე საინტერესოა, 73 წლის მენოტის ფიფას პრეზიდენტად გერმანული ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის ხილვა სურს.

"დროა, ფიფას პრეზიდენტი შეიცვალოს, რადგან ფაქტია, რომ ბლატერი მოვალეობებს თავს ვეღარ ართმევს. მას უკვე ზედმეტად ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა და რაც ყველაზე მთავარია, ეს კრიტიკა აბსოლუტურად ლოგიკური და გამართლებულია, - აცხადებს მენოტი გერმანულ სპორტულ ჟურნალ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში და დასძენს, - ვფიქრობ, ფიფას პრეზიდენტის რანგში იდეალური ვარიანტი დღესდღეობით ფრანც ბეკენბაუერია.

"კაიზერ-ფრანცს" მთელ მსოფლიოში უდიდეს პატივს სცემენ, ყველგან მიღებული და დაფასებული პერსონაა. ბეკენბაუერი წესიერებასთან და პატიოსნებასთან ასოცირდება. დარწმუნებული ვარ, რომ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის და თუ მსოფლიო ფეხბურთის მესაჭე გახდება, არასდროს დაივიწყებს იმას, რომ ერთ დროს თვითონაც ფეხბურთელი იყო".

მენოტის (და არა მარტო მისი) აზრით, ფეხბურთი ბოლო დროს უკიდურესად დაბინძურდა.

არგენტინელი მიიჩნევს, რომ სპორტის ეს სახეობა აუცილებლად და სწრაფად უნდა დაუბრუნდეს ფესვებს:

"დღესდღეობით ფეხბურთი მხოლოდ ბიზნესია, რის გამოც ხიბლს წლიდან წლამდე კარგავს. ფეხბურთში დიდი ხანია, ინფლაციაა დაწყებული და ამას მალე თუ არ ეშველა, სპორტის ეს გენიალური სახეობა შესაძლოა სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდეს," - მიაჩნია მენოტის, რომელმაც არგენტინის ნაკრებს 1978 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა.

მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში - ეს კოშმარია!

არგენტინელმა სპეციალისტმა ხსენებულ ინტერვიუში ფიფა ყველაზე მეტად ორი მუნდიალის გამო გააკრიტიკა: "პირველი ფატალური შეცდომა 2002 წელს იქნა დაშვებული - ვგულისხმობ მსოფლიოს ჩემპიონატის, ამ უდიდესი საფეხბურთო ზეიმის სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ჩატარებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო შემთხვევითი და გაუაზრებელი შეცდომა. ამით ბევრმა მოითბო ხელი.

სულ მალე კი მეორე კოშმარი გველის: მუნდიალი ყატარში, 2022 წელს. ეს იგივეა, ბერლინის სიმფონიურმა ორკესტრმა ბოლივიაში რომ დაუკრას," - აცხადებს მენოტი და ფიქრობს, რომ მუნდიალები მსოფლიოს მხოლოდ 9-10 საუკეთესო საფეხბურთო ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს.

ასეთებად მას, პირველ რიგში, არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი, ინგლისი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ჰოლანდია და ესპანეთი მიაჩნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა