მაგათს ბრაზილიელის სახელის გაგონებაც არ სურდა და მისი გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი
ამას მართლა ვერავინ იფიქრებდა! ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ 27 წლის ბრაზილიელი გამთამაშებელი დიეგო "ვოლფსბურგში" კარგად მიიღეს და მწვრთნელ-მენეჯერი ფელიქს მაგათი ამრეზით აღარ უყურებს. ამას ახლა ისიც დაემატა, რომ თანაგუნდელებმა "ატლეტიკოდან" დაბრუნებული გამთამაშებელი გუნდის მრჩეველთა საბჭოში აირჩიეს.

არადა, დიეგო 2011 წლის მაისში "ვოლფსბურგიდან" სკანდალურად წავიდა - გუნდი უმძიმეს პერიოდში მიატოვა და ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საერთოდ დააბრუნებდნენ. ახლა კი "მგლებში" უკვე წონადი სიტყვაც ეთქმის.

"დიეგო ხვდება, რომ მაშინ შეცდომა დაუშვა და ამას აშკარად ნანობს. უშეცდომო არავინაა და ვფიქრობ, მეორე შანსს ყველა იმსახურებს. მაშინდელი ინციდენტი ჩვენ უკვე დავივიწყეთ," - ეს "ვოლფსბურგის" ნახევარმცველ აშკან დეჟაგას სიტყვებია.

მაგათს მაშინ ბრაზილიელის სახელის გაგონებაც არ სურდა და მისი გაყიდვა ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ დიეგოში 10 მილიონი ევროს გადახდა არცერთმა კლუბმა არ ისურვა.

ამასობაში დრო გავიდა, ბრაზილიელი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. 59 წლის "დესპოტი ფელიქსიც" იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დიეგო უნდა შეეწყალებინა.

ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ თანაგუნდელებმა ბრაზილიელი ერთ-ერთ ვიცე-კაპიტნადაც კი აირჩიეს.

მასთან ერთად, გუნდში სხვა ფეხბურთელებზე მეტი კაპიტან დიეგო ბენალიოს (28 წლის), ლიდერ მარსელ შეფერს (28), ახალწვეულ ივიცა ოლიჩს (32) და ვეტერან საყრდენ ნახევარმცველ ჟოსუეს ეთქმით.

მაგათი ლაკიჩსაც აქებს...

მაგათს 28 წლის ცენტრფორვარდი სრდიან ლაკიჩიც ათვალწუნებული ჰყავდა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ უკანასკნელმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა, რადგან "დესპოტი ფელიქსი" ბოლო დროს მასაც აქებს.

"მოსამზადებელ შეკრებაზე ლაკიჩი ძალიან მონდომებული იყო და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორ გზას ადგას.

ასეთი ლაკიჩი ძალიან მომწონს და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ, - უთხრა მაგათმა "კიკერს" და იქვე დასძინა, - პატრიკ ჰელმესი მალე გამოჯანმრთელდება. გვყავს ოლიჩი და ბრწყინვალე გოლეადორი ბას დოსტიც. შესაბამისად, ახალი ცენტრალური თავდამსხმელის ყიდვაზე აღარ ვფიქრობ".

...და კიაერიც შეიწყალა

დიდი შანსია, რომ დიეგოს შემდეგ ფელიქსი დანიელ ცენტრალურ მცველ სიმონ კიაერსაც შეურიგდეს, რომელიც ასევე არ ეხატებოდა გულზე, რის გამოც 23 წლის უკანახაზელმა წინა სეზონი არენდის წესით "რომაში" გაატარა.

ჩვენი გერმანელი კოლეგები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მაგათი დიეგოსთან ერთად კიაერსაც გაყიდიდა, მაგრამ ვითარება დანიელი მცველის შემთხვევაშიც შეიცვალა.

"მისი გაყიდვა მართლაც მინდოდა, მაგრამ შესაბამისი წინადადებით არავინ მოგვმართა. სწორედ ამიტომ სიმონს კიდევ ერთხელ დაველაპარაკე და შემიძლია ვთქვა, რომ მის დატოვებას აღარ გამოვრიცხავ, რადგან მანაც ძალიან მოინდომა," - აცხადებს მაგათი.

სიმონ კიაერი "ვოლფსბურგში" 2010 წელს "პალერმოდან" გადაბარგდა და მაშინ "მგლებს" ეს ტრანსფერი 12 მილიონი ევრო დაუჯდათ.

იმხანად მაგათი "ვოლფსბურგის" თავკაცი არ იყო და ეს ტრანსფერი მის გარეშე განხორციელდა. "რომაში" თამაშის დროს კიაერმა თქვა, ფელიქს მაგათის სახელისა და გვარის გაგონებაც კი აღარ მინდაო, მაგრამ "ვოლფსბურგის" თავკაცი დანიელ უკანახაზელს ამასაც პატიობს:

"არ მაინტერესებს, რა თქვა კიაერმა მაშინ, როცა ჩემს განკარგულებაში არ იყო. ფეხებზე მკიდია, რას ფიქრობს ჩემს შესახებ. მთავარია, გუნდისთვის თავი არ დაზოგოს და თუ არ დაზოგავს, ვათამაშებ კიდეც, რადგან საქმე არც ფელიქს მაგათს ეხება და არც სიმონ კიაერს - მთავარი "ვოლფსბურგია"! - ასეთია "დესპოტი ფელიქსის" აზრი.

აღსანიშნავია ისიც, რომ "ვოლფსბურგის" დაცვის ცენტრში უდიდესი კონკურენციაა - ძირითადი შემადგენლობის წევრებად სადღეისოდ ავსტრიელი ემანუელ პოგატეცი ("ჰანოვერიდან" იყიდეს) და ბრაზილიელი ნალდო ("ვერდერიდან" შეიძინეს) მიიჩნევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა