ცინცინატის ტურნირში 34 წლის ტომი ჰაასმა არგენტინელ დავიდ ნალბანდიანს მოუგო
ამერიკის ქალაქ ცინცინატიში ორი დღეა მიმდინარეობს დიდი ტურნირი ქალებსა და მამაკაცებს შორის, თუმცა შეიძლებოდა კაცების მასტერსზე შემადგენლობა უფრო ძლიერი ყოფილიყო.

კვლავაც ვერ მოირჩინა ტრავმა რაფაელ ნადალმა, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ის ღია პირველობას გამოტოვებს. ფეხი აქვს დაზიანებული ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას. ასევე, ვერ ვხედავთ ცინცინატიში ნიკოლას ალმაგროს, გაელ მონფილსს, ფერნანდო ვერდასკოს, ჯონ ისნერსა და ჟილ სიმონს...

15 აგვისტოს მატჩებიდან ყველაზე დიდი ყურადღება ზაფხულის გმირისკენ, 34 წლის ტომი ჰაასისკენ იყო მიპყრობილი. გერმანელმა ბოლო თვეებში სამ ფინალში მოასწრო თამაში, მოიგო ჰალეს ტურნირი, გასულ კვირას კი ტორონტოს ტურნირის მეოთხედფინალამდე გააღწია.

ისევე, როგორც კანადაში, აქაც პირველ წრეში ჰაასს არგენტინელ დავიდ ნალბანდიანთან მოუწია შეხვედრა.

ეს იყო საწყისი რაუნდის ყველაზე დაძაბული შეხვედრა, რომელიც 3 საათი და 22 წუთი გაგრძელდა.

პირველ სეტში ჰაასს ექვსი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ მაინც დამარცხდა ტაი-ბრეიკზე. შემდეგ გერმანელმა მეორე პარტიის ტაი-ბრეიკზე მატჩბოლი მოიგერია და ბოლოს, ერთადერთი ბრეიკის წყალობით აიღო გადამწყვეტი სეტი.

სხვათა შორის, ეს ნალბანდიანის ზედიზედ მეოთხე წაგებაა ლონდონის ტურნირზე მომხდარი სკანდალის შემდეგ. მაშინ არგენტინელმა სარეკლამო ბარიერი დაამსხვრია და მსაჯი დააზიანა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო.

გრძელდება მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, ამერიკელი ენდი როდიკის კრიზისი. ახალი რეიტინგის მიხედვით, როდიკი აღარ არის ტოპ-ოცეულში. ახლა კი პირველივე წრის მატჩი წააგო ცინცინატის მასტერსზე. მან საათსა და 33 წუთში დათმო შეხვედრა ჟერემი შარდისთან.

ფრანგმა ორი ბრეიკი გააკეთა, როდიკს კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ის ვერ გამოიყენა.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 825 280 დოლარი

I წრე

ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 13) 6:1, 6:1; მარინ ჩილიჩი (ხორ, 12)-სერგეი სტახოვსკი (უკრ) 6:3, 4:6, 6:4; ბრაიან ბეიკერი (აშშ)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 15) 7:6(7), 7:6(3); ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა)-მიხაილ იუჟნი (რუს) 6:4, 6:4; ტომი ჰაასი (გერ)-დავიდ ნალბანდიანი (არგ) 6:7(0), 7:6(4), 6:3; ალექს ბოგომოლოვი (რუს)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 6:3; ჟერემი შარდი (საფ)-ენდი როდიკი (აშშ, 16) 7:6(4), 6:3; მერდი ფიში (აშშ, 10)-ფელისიანო ლოპესი (ესპ) 6:2, 6:3; მილოშ რაონიჩი (კან)-რიშარ გასკე (საფ) 7:6(4), 6:3.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა