პირველი წრის ცენტრალური შეხვედრა ვენუს უილიამსსა და მარია კირილენკოს შორის ძალიან დაძაბული გამოვიდა
ცინცინატიში ქალებს შორის სრულდებოდა პირველი წრე და პარალელურად, მეორე წრის ოთხი მატჩი გაიმართა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა მარიონ ბარტოლისა და იოანა ლარსონის მატჩი. შვედმა, რომელმაც კვალიფიკაცია გაიარა და ისე მოხვდა ძირითად ბადეში, 6:4, 6:2 გაანადგურა მსოფლიოს მე-11 ჩოგანი.

განთესვის სხვა ლიდერებმა გამარჯვებით დაიწყეს ტურნირი, თუმცა ზოგიერთს გაუჭირდა მერვედფინალში გასვლა.

ამერიკის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი სამანტა სტოსური ვეტერან ესპანელს ანაბელ მედინა გარიგესს ხვდებოდა. ავსტრალიელმა კარგად დაიწყო შეხვედრა და პირველი სეტი დამაჯერებლად აიღო - 6:3. სტოსურს პრობლემები მეორე სეტიდან დაეწყო, სადაც საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა და იქ ესპანელს გაუმართლა.

მესამე სეტის დასაწყისი კი სამანტასთვის კატასტროფული გამოვიდა. მედინა გარიგესი 4:0 დაწინაურდა და ორი გეიმი აკლდა მერვედფინალის საგზურამდე, მაგრამ აქ ავსტრალიელმა სასწაული ჩაიდინა - ზედიზედ ექვსი გეიმის მოგება შეძლო და დრამატულ მატჩში გამარჯვება გამოსტაცა ესპანელს.

გაუჭირდა ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტს - გერმანელ ანჟელიკ კერბერს, რომელიც 19 წლის უნგრელ ტიმეა ბაბოშს ხვდებოდა. ეს იყო მეორე წრის მატჩი. გერმანელმა წააგო პირველი სეტი, მაგრამ შემდეგ საბოლოოდ მოიპოვა ინიციატივა. დარჩენილ დროში კერბერმა მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო მსოფლიოს 62-ე ჩოგანს და საათსა და 31 წუთში სამ სეტში მოიგო.

პირველ წრეში ცენტრალური იყო შეხვედრა მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს ვენუს უილიამსსა და რუს მარია კირილენკოს შორის. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა.

პირველ სეტში ვენუსმა ერთადერთი ბრეიკი გააკეთა და ის პარტიის ბოლომდე შეინარჩუნა 6:3. მეორე სეტში კირილენკო მუდმივად მდევრის როლში იყო - მან სამჯერ დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი, შემდეგ კი ტაიბრეიკზე მიაღწია წარმატებას.

მესამე პარტიაში ვენუს უილიამსი კორტის სრული ბატონ-პატრონი გახდა. ის ბრწყინვალედ თამაშობდა საკუთარ მოწოდებაზე და რუსს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მისცა, თავად კი ორჯერ აიღო მეტოქის გეიმი და 6:2 მოიგო.

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ ცინცინატიში აღარ დარჩა შარშანდელი ტურნირის არცერთი ნახევარფინალისტი - მარია შარაპოვამ, ვერა ზვონარევამ და ანდრეა პეტკოვიჩმა ტრავმის გამო ვერ შეძლეს თამაში, ელენა იანკოვიჩმა კი დრამატულ ბრძოლაში წააგო თავისი მატჩი შუაი პენგთან.

სერბმა ხუთი მატჩბოლის განიავება მოახერხა და ამ წაგების გამო მომავალი ორშაბათიდან რეიტინგის საუკეთესო ოცდაათეულის მიღმა აღმოჩნდება.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 168 400 დოლარი

I წრე

კამილა ჯორჯი (იტა, WC)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 14) 6:1, 6:3; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ქსენია პერვაკი (ყაზ) 6:2, 6:4; შუაი პენგი (ჩინ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 13) 5:7, 7:5, 7:6(8); ვენუს უილიამსი (აშშ)-მარია კირილენკო (რუს, 12) 6:3, 6:7(5), 6:2; ეკატერინა მაკაროვა (რუს)-ნადია პეტროვა (რუს, 15) 7:6(8), 3:1 უარი; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 2:6, 7:6(1), 6:3; ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17)-კარლა სურაეს ნავარო (ესპ) 6:4, 6:0; იაროსლავა შვედოვა (ყაზ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 16) 6:3, 6:4.

II წრე

ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 3:6, 6:1, 6:2; სამანტა სტოსური (ავსტრა, 3)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ) 6:3, 6:7(6), 6:4; სერენა უილიამსი (აშშ, 2)-ელენი დანილიდუ (საბ) 6:3, 6:4; იოანა ლარსონი (შვედ)-მარიონ ბარტოლი (საფ, 8) 6:4, 6:2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა