საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
15 აგვისტოს ლუქსემბურგისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი მხოლოდ ინტერნეტით, ისიც ცუდი ხარისხით ვიხილეთ.

შეგახსენებთ, ქართველებმა ლევან მჭედლიძისა და ალექსანდრე ამისულაშვილის გოლებით 2:1 გაიმარჯვეს, მე-14 წუთზე კი ფრანგმა არბიტრმა მოედნიდან გურამ კაშია გააძევა.

იქიდან გამომდინარე, რომ ლუქსემბურგში ამ თამაშს არავითარი ინტერესი არ გამოუწვევია, იქაურ ინტერნეტ-სივრცეში საინტერესოს ვერაფერს წავაწყდით.

სამაგიეროდ, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცის, თემურ ქეცბაიას მატჩისშემდგომი კომენტარი:

"მატჩი ჩვენთვის კარგად დაიწყო, მაგრამ მსაჯმა თავისი გადაწყვეტილებით თამაში გააფუჭა. ჩემი აზრით, გურამ კაშია იმ ეპიზოდში წითელს კი არა, ყვითელ ბარათსაც კი არ იმსახურებდა.

თითქმის 80 წუთი კაცნაკლულებმა ვითამაშეთ, რაც ადვილი ნამდვილად არ იყო.

ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს. იმის მიუხედავად, რომ მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით ვიყავით, გატანა კიდევ შეგვეძლო.

გამარჯვება სასიამოვნოა, მაგრამ ისიც კარგად მესმის, რომ წინ ამაზე გაცილებით რთული მატჩები გველის, სადაც წარმატების მიღწევა გაცილებით ძნელი იქნება. იქ შედეგიანი თამაშისთვის უფრო ხარისხიანი ფეხბურთია საჭირო.

საქართველოს ნაკრების ახალწვეულებს თავის გამოჩენა გაუჭირდათ, რადგან რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისას ეს თითქმის შეუძლებელია.

ფეხბურთელთა ნაწილით კმაყოფილი ვარ, ნაწილით კი - უკმაყოფილო. ზოგადად კი, ჩემი ყველა მოთამაშისგან გაცილებით მეტს ვითხოვ, რადგან მათ მომატება ნამდვილად შეუძლიათ.

ახლა სეზონის სტარტია და ისინი ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან. იმედი მაქვს, მალე გაცილებით უკეთ ათამაშდებიან და სექტემბრის საშინაო შეხვედრებში ქართველ გულშემატკივრებს გავახარებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლუქსემბურგი-საქართველო 1:2 - გამარჯვება ათი კაცით და კლასის ხარჯზე [+VIDEO]

შოთა არველაძე: არა მგონია, თემურ ქეცბაია ზურაბ ხიზანიშვილზე გულმოსული იყოს

tijana513
ეხლა კარგად მისმინეთ თარგამაძემ რო თქვა 3 ქულა ავიღეთო ეგ რა შუაშია მითუმეტეს ლუქსემბურგისგან გოლს რო გაუშვებ სირცხვილისგან თავი უნდა მოიჭრა იმიტო რო სან მარინოს და ლიხტენშტაინის დონის გუნდია ტანაც ამხანაგური იყო თარგამაძემ რო თქვა 3 ქულა ავიღეთო ეგ რა შუაშია ამიხსენით რა კაცურად
gizog
ბატონო თემურ გილოცავ, გუნდთან ერთად
გიორგი
ქეცბა შენი იმედი მაქვს შენ ხარ ქართული ფეხბურთის და საქართველოს ნაკრების მშველელი გაიხარე და ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოს შენ დაუბრუნე ისევ ქართველ გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლის სურვილი... გაიხარე...
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა