ბელარუსის ნაკრებმა საქართველოსთან მატჩის წინ ამხანაგური შეხვედრა სომხეთში გამართა
საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს თბილისში ბელარუსს უმასპინძლებს და მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს.

ამდენად იყო ჩვენთვის საინტერესო 15 აგვისტოს ერევანში გამართული მატჩი, სადაც გიორგი კონდრატიევის გაწვრთნილები სომხეთის მადააღძრულ ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს.

ბელარუსებმა ბორისოვოს "ბატეს" ნატურალიზებული ბრაზილიელის, რენან ბრესანის დუბლით გაიმარჯვეს: მან ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა, 56-ეზე სხვაობა ორამდე გაზარდა, 73-ე წუთზე კი ბელარუსთა ცენტრალურმა მცველმა დმიტრი ვერხოვცევმა ავტოგოლი მიითვალა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 2:1.

კონდრატიევმა ნაკრები 4-2-3-1 სქემით ათამაშა და ცხადია, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ბელარუსთა დამრიგებელი საქართველოსთანაც იგივე განლაგებას გამოიყენებს.

ბელარუსი: ვერემკო (46. ჟევნოვი) - ბორდაჩევი (60. ვერეტილო), მარტინოვიჩი, ვერხოვცევი, ჟავრენჩიკი - ტიგორევი, კისლიაკი (46. დრაგუნი) - პუტილო (90+3. ბალანოვიჩი), ბრესანი (71. ხაჩატურიანი), ნეხაიჩიკი - კორნილენკო ( 46. კომაროვსკი).

"საქართველოში გამგზავრებამდე კავკასიაში ატმოსფერო დავზვერეთ და მეზობელ სომხეთს ვესტუმრეთ. უკეთეს მეტოქეს ვერც ვისურვებდით: სომხებსა და ქართველებს დაახლოებით თანაბარი ძალისა და სტილის ნაკრებები ჰყავთ. ასე რომ, საბრძოლოსთან მიახლოებულ პირობებში მაქსიმალურად შესაძლებელი იყო სექტემბრის მატჩის მოდელირება", - ეს სიტყვები კონდრატიევს ეკუთვნის.

თუმცა ბელარუსული გამოცემა "სპორტპანორამა" კონდრატიევს არ ეთანხმება და შემოთავაზებული წერილის ნაწყვეტიდანაც ჩანს, რომ ჩვენმა მომავალმა მეტოქეებმა საქართველოს ნაკრების მინუსები ჩინებულად შეისწავლეს:

"უკვე პირველივე წუთებიდან ნათელი გახდა, რომ სომხები სულ სხვა ფეხბურთს აჩვენებდნენ, ვიდრე ქართველები. სომხებმა შეხვედრა პირველივე წუთებიდან მაღალ ტემპში დაიწყეს და ძალიან სწრაფად თამაშობდნენ, მაშინ, როდესაც ქართველები პოზიციურად უტევენ და მოედნის ცენტრში ბურთს დიდხანს აყოვნებენ".

გამარჯვების მიუხედავად, ბელარუსთა ყველაზე პოპულარული გამოცემა "პრესბოლი" უკმაყოფილოა:

"ქართველებთან მატჩამდელმა გენერალურმა რეპეტიციამ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა: მოვიგეთ, მაგრამ ნაკრების მომავალზე შეშფოთება წარსულს ვერ ჩავაბარეთ. დასაწყისში სომხები სწრაფად თამაშობდნენ, რამაც ჩვენი დაცვის სისუსტეები გამოაჩინა".

შეხვედრის მთავარი არბიტრი ფიფას ქართველი მსაჯი დავით ხარიტონაშვილი გახლდათ, ხაზის არბიტრები - ზაზა ფიფია და ლევან თოდრია, მეოთხე მსაჯი - ლევან კვარაცხელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი კონდრატიევი: ქართველები სომხებზე უფრო ტექნიკურები არიან

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა