სენიორთა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კაუნასი მასპინძლობს, სადაც 16 აგვისტოს სტარტი აიღო ტურნირმა რაპიდში
ვეტერანი მოჭადრაკეებისთვის ყოველწლიურად ეწყობა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები.

შეჯიბრებებში ქართველთაგან სისტემატურად მონაწილეობენ ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და დიდოსტატი თამარ ხმიადაშვილი, რომლებსაც მსგავს პირველობებში არაერთხელ მოუპოვებიათ ოქროს და ვერცხლის მედლები. ამჟამად მათთან ერთად ნინო მელაშვილიც ასპარეზობს.

სენიორთა წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კაუნასი მასპინძლობს, სადაც 16 აგვისტოს სტარტი აიღო ტურნირმა რაპიდში (სწრაფი ჭადრაკი), რომელიც შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართება და 17 აგვისტოს დამთავრდება.

18 აგვისტოდან კი ჩემპიონატი კლასიკური პარტიებით ჩატარდება, ისიც შვეიცარიული სისტემით და 9 ტურად.

მამაკაცებში სხვადასხვა ქვეყნის 121 წარმომადგენელი იბრძოლებს საპრიზო ადგილებისთვის. ქალებში 27-მა მოჭადრაკემ განაცხადა შეჯიბრებაში მონაწილეობის სურვილი.

სწრაფ ჭადრაკში გამარჯვებული და პრიზიორები, შესაბამისად, 500, 400 და 300 ევროთი დაჯილდოვდებიან. ვეტერანთა ევროპის მე-12 ჩემპიონატის ოქროსმედალოსანი 1700 ევროს მიიღებს, მეორე-მესამე ადგილებზე გასულნი - 1200 და 800 ევროს. ქალთა ჩემპიონს 700 ევრო გადაეცემა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელთ, შესაბამისად - 500 და 300 ევრო.

გუშინ, 16 აგვისტოს, რაპიდში 4 ტურის პარტიები გაიმართა. გაფრინდაშვილმა, ხმიადაშვილმა და მელაშვილმა 2-2 ქულას მოუყარეს თავი. უდანაკარგოდ რუსი ევგენი მოჩალოვი დაწინაურდა.

3,5-3,5 ქულით მეორე-მეხუთე ადგილებს იური ბალაშოვი, ნიკოლაი მიშუჩკოვი, ევგენი სვეშნიკოვი და ტატიანა ფომინა ინაწილებენ. ასპარეზობის მონაწილენი დღეს, 17 აგვისტოს, ხუთი ტურის პარტიებს გაითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა