ჯუზეპე მაროტა ადასტურებს, რომ ფერნანდო ლორენტეს "იუვეში" გადაბარგების შანსი საკმაოდ მაღალია
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ "იუვენტუსის" მესვეურებმა ფერნანდო ლორენტეს გადაბირება განიზრახეს და ბილბაოს "ატლეტიკთან" მოლაპარაკებები გააჩაღეს.

"გაძეტა დელო სპორტში" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და შეთანხმებამდე ბევრი აღარაფერია დარჩენილი.

მით უმეტეს, ტურინელებს უკვე თავად ფეხბურთელთანაც უსაუბრიათ და მეტიც, ხელშეკრულების დეტალებიც შეუთანხმებიათ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, თუ ტრანსფერი შედგა, ლორენტე სეზონურად 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, კონტრაქტი კი 4-წლიანი იქნება.

კულუარული ინფორმაციით, ტურინელები ლორენტეს სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გადაიხდიან, რაც კომპრომისული ვარიანტია - ბასკები ფერნანდოში 20 მილიონს ითხოვდნენ, ტურინელები 16-ის გადახდისთვის იყვნენ მზად და როგორც ჩანს, 18-ზე შეთანხმდნენ.

აქვე ვთქვათ, რომ ლორენტეს "ატლეტიკთან" გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, 27 წლის ფორვარდის საბაზრო ღირებულება 36 მილიონი ევროა, მაგრამ რადგან ამხელა თანხის გადახდას არავინ აპირებს, ბასკებმა თანხა გაანახევრეს.

"იუვეს" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას კიდევ ერთხელ მოუხდა ლაპარაკი ლორენტეს ტრანსფერის შესახებ და ბოლოს სწორედ მას გადავცეთ სიტყვა:

"მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია შესული და დიდია შანსი, შეთანხმებით დასრულდეს. სავარაუდო ტრანსფერის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმას კი დავადასტურებ, რომ კითხვის ნიშნების უდიდესი ნაწილი უკვე მოხსნილია.

მოკლედ, დიდია შანსი, ლორენტე "იუვენტუსში" გადმობარგდეს, მაგრამ სანამ ხელშეკრულებას ხელმოწერები არ დაესმება, იქამდე მაინც ვერაფერს დავიჩემებთ; ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება და საბოლოო შედეგს მალე გავიგებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა