ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ამხანაგური მატჩი. გერმანია-არგენტინა 1:3 - რატომ აიჭრა გერმანია?

ამხანაგური მატჩი. გერმანია-არგენტინა 1:3 - რატომ აიჭრა გერმანია?

ალეხანდრო საბელას გაუჩოებმა, თვალნათლივ, გერმანელებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს
იმედგაცრუებას იმედგაცრუება მოჰყვა: 48 808-მა მაყურებელმა ფრანკფურტში ვერ ნახა ისეთი გერმანიის ნაკრები, როგორზეც ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი რამდენიმე დღის წინ საუბრობდა, როცა გერმანული მედია შემოელანძღა, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგების გამო რატომ გვაკრიტიკეთო.

ბუნდესგუნდი არგენტინასთან ტესტ-მატჩში 1:3 დამარცხდა და რაც ყველაზე საინტერესოა, ალეხანდრო საბელას გაუჩოებმა, თვალნათლივ, გერმანელებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს.

ცხადია, თამაშსა და შედეგზე დიდი გავლენა იქონია გერმანელთა მეკარის, რონ-რობერტ ცილერის გაძევებამ, რომელიც მოედნიდან 26-ე წუთზე მიაბრძანეს.

ცილერის ბრალეულობით დანიშნულ პენალტს (სოსა წააქცია) გერმანელთა კარში გოლი არ მოჰყოლია (ტერ შტეგენმა მესის აუღო), მაგრამ მერე კაცნაკლულ ბუნდესგუნდს არგენტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა გაუჭირდა. აქვე ვთქვათ, რომ გერმანელებს მე-16 წუთზე დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი დაუშავდათ - დორტმუნდელი შესაცვლელი გახდა და ფაქტია, რომ "ბორუსიას" მომავალ უქმეებზე გასამართ სათასო მატჩში ვეღარ დაეხმარება.

რაკი კაპიტან ფილიპ ლამზე და ვიცე-კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერზე უარი თქვა, ლიოვმა ძირითად შემადგენლობაში მათ ნაცვლად მარსელ შმელცერი და ლარს ბენდერი ათამაშა, ხოლო ლუკას პოდოლსკის ადგილი კი, მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა მარკო როისმა დაიკავა. გერმანიის კაპიტანი და ერთადერთი ცენტრფორვარდი კი მიროსლავ კლოზე გახლდათ.

"ალბისელესტეს" თავკაც საბელას კი ბევრი სიურპრიზი არ შემოუთავაზებია - ერთი ეგ იყო, რომ ბევრისთვის მოულოდნელად, ძირითად შემადგენლობაში კუნ აგუერო არ გაამწესა და 4-4-2 ტაქტიკური სქემის წინა ხაზზე ლეო მესის გონსალო იგუაინი შეუწყვილა.

გერმანელები ცილერის გაძევებამდე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ: მონდომებით უტევდნენ და არგენტინელთა ნახევარზე მოხდენილად კომბინირებდნენ. ბუნდესგუნდში განსაკუთრებით ლარს ბენდერი აქტიურობდა - ბევრს დარბოდა, თავდაუზოგავად შრომობდა და ბურთისთვის მედგრად იბრძოდა.

ეფექტური გახლდათ როისიც, რომელიც ხშირად ფლანგიდან ცენტრისკენ იწევდა და როგორც კლოზეს, ისე იოზილსაც იდეალურად ეხსნებოდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მესი პირველ ტაიმში თამაშიდან გამორთული გახლდათ, რაც, პირველ რიგში, გერმანელი საყრდენების დამსახურებაა, რომლებიც "ბარსას" სუპერვარსკვლავისკენ მიმავალ პასებს დროულად ბლოკავდნენ. ხოლო იმ დროს, როცა ლეო ბურთს დაეუფლებოდა, გერმანელები მის შეჩერებას კოლექტიურად ცდილობდნენ და რაც მთავარია, ეს კარგადაც გამოსდიოდათ.

ცილერის გაძევების შემდეგ გერმანელები შეტევაში პასიურები გახდნენ და უმეტესად გრძელი პასებით ცდილობდნენ ფონს გასვლას. არგენტინელებს შეტევიდან დაცვაზე დროულად გადართვა არ გამოსდიოდათ. ასე განსაჯეთ, პირველ ტაიმში მესი და იგუაინი უკანა ხაზს ერთხელაც არ მიხმარებიან - ჰაერში იყვნენ გამოკიდებულები.

ტაიმი არგენტინამ სამი ხედირას ავტოგოლის წყალობით მოიგო, მეორე ტაიმში კი არგენტინა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. მესიმ და კომპანიამ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება დაიწყეს და შედეგმაც არ დააყოვნა: 52-ე წუთზე ლეომ სხვაობა ორამდე გაზარდა, 73-ეზე კი დი მარიამ გერმანელთა კარი მესამედ აიღო. მატჩის მიწურულს ხედირა გერმანიას პრესტიჟის გოლით შეეწია - 1:3 0:3-ს ნამდვილად სჯობია.

იოახიმ ლიოვი: "ამ თამაშის შეფასება მიჭირს. პირველი 20-25 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ, ცილერის გაძევებამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ავტოგოლი მივიღეთ. ყველაფრის მიუხედავად, ფაქტია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ. შესაბამისად, ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ."

ალეხანდრო საბელა: "ის ფაქტი, რომ გერმანიას ფეხბურთელი პირველივე ტაიმში გაუძევეს, ჩვენს გამარჯვებას ვერ დააკნინებს.

ვფიქრობ, ჩემმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა და უძლიერესი მეტოქე დაამარცხა. ფაქტია, რომ სწორ გზაზე ვართ."

გერმანია-არგენტინა 1:3

გერმანია (4-2-3-1): ცილერი - ბოატენგი, ჰუმელსი (25. ჰიოვედესი), ბადშტუბერი, შმელცერი - ლ. ბენდერი (74. გიოტცე), ხედირა (69. გიუნდოგანი) - თ. მიულერი (32. ტერ შტეგენი), იოზილი (69. კროოსი), როისი - კლოზე (62. შიურლე).

არგენტინა (4-2-2-2): რომერო - საბალეტა (65. კამპანიარო), ფერნანდესი, გარაი, როხო - გაგო, მასკერანო (79. ბრანა) - დი მარია (73. გუინასუ), სოსა (46. აგუერო) - მესი, იგუაინი.

32-ე წუთზე მესიმ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გოლები: 0:1 ხედირა (45+1 საკ. კარში), 0:2 მესი (52), 0:3 დი მარია (73), 1:3 ჰიოვედესი (81)

გაძევება: ცილერი (30. გერმანია)

გაფრთხილება: საბალეტა

მაყურებელი: 48 808

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა