ტოკიოს 2-მილიონიან სუპერტურნირზე ფინალისტები გაირკვნენ. გუშინ ნახევარფინალები გაიმართა და მაყურებელმა ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები იხილა. გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება კი იმ ჩოგბურთელებმა მოიპოვეს, რომლებსაც ეს წარმატება უფრო მეტად სჭირდებოდათ.

ტოკიოს 2-მილიონიან სუპერტურნირზე ფინალისტები გაირკვნენ. გუშინ ნახევარფინალები გაიმართა და მაყურებელმა ძალიან საინტერესო ორთაბრძოლები იხილა. გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება კი იმ ჩოგბურთელებმა მოიპოვეს, რომლებსაც ეს წარმატება უფრო მეტად სჭირდებოდათ.

პირველად კორტზე კაროლინ ვოზნიაცკი და ვიქტორია აზარენკა გავიდნენ. დანიელი ჩოგბურთელი, რომელიც ძალიან მიუახლოვდა WTA-ის რეიტინგის უმაღლეს პოზიციას, პირველად წააწყდა სერიოზულ წინააღმდეგობას. აზარენკა დოჰას შემაჯამებელ ტურნირში მოსახვედრად იბრძვის და ამიტომაც მაქსიმალურად მობილიზებული გავიდა კორტზე. თანაც, ბელარუსმა ტოკიოს ტურნირის მსვლელობისას ძალიან კარგი ფორმა აკრიფა და ვოზნიაცკისთან მატჩამდე სამ მატჩში მხოლოდ 8 გეიმი წააგო.

მოკლედ მოტივაცია ორივე ჩოგბურთელს საკმარისი ჰქონდა და მატჩის ასეთმა მაღალმა ფასმა ბელარუსზე უარყოფითად იმოქმედა - ვიქტორიამ პირველი სეტი ჩააგდო. ის ყველა კომპონენტში ჩამორჩებოდა მეტოქეს - როგორც მოწოდებაზე, ასევე მიღებაზე. თანაც ორმაგი შეცდომებითაც დაეხმარა მეტოქეს და 6:2 მოიგო კაროლინმა. მეორე სეტში თამაში გათანაბრდა, ამასთან ჩოგბურთელები ერთმანეთის მოწოდებებზე უკეთ თამაშოდნენ და პარტიაში ჯამში 8 ბრეიკი დაგროვდა. ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც ვიქტორია დომინირებდა - 7:3.

ბელარუსის ამ წარმატებას ჩავარდნა მოჰყვა. მისთვის მესამე სეტის ანგარიში კატასტროფული გახდა - 0:5. თუმცა აზარენკამ გაბრძოლება სცადა და ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, მაგრამ როცა ვოზნიაცკი მესამედ გავიდა მატჩზე ჩასაწოდებლად, ყველაფერი დამთავრებული იყო - 6:4. თამაში თითქმის სამი საათი გაგრძელდა.

კმაყოფილმა ფინალისტმა, პირველ რიგში, მეტოქე შეაქო: "ვიცი, რომ ვიქტორია ნამდვილი მებრძოლია და არასოდეს ნებდება. 5:0-ზე მას დასაკარგი არაფერი ჰქონდა და რისკზე წავიდა, რამაც გაამართლა. 5:4-ზე ოდნავ მოვუმატე თამაშს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქულა ავიღე და შევძელი ურთულესი მატჩის მოგება. ფინალში მოხვედრით ბედნიერი ვარ და თავს დამაჯერებლად ვგრძნობ, მაგრამ ვიცი, რომ ხვალ ძლიერ მეტოქესთან მომიწევს თამაში".

ეს ძლიერი მეტოქე რუსი ელენა დემენტიევა იქნება, რომელსაც ასევე რთული ბრძოლა მოუწია როლან გაროსის ჩემპიონ ფრანჩესკა სკიავონესთან. პირველი ნახევარფინალის მსგავსად, აქაც მრავლად იყო ბრეიკები, თანაც მეტოქეები სერიებად იგებდნენ გეიმებს. სასტარტო გაქცევა სკიავონეს გამოუვიდა - 2:0, მაგრამ რუსმა ორჯერ მეტი გეიმი აიღო - 4:2. იტალიელმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა დემენტიევამ მორიგი ბრეიკი მიითვალა და სეტზე ჩასაწოდებლად გაემზადა. 40:0 დაწინაურების შემდეგ, რუსმა სეტბოლზე ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მაგრამ ბოლო ცდაზე მას იტალიელი დაეხმარა, რომელმაც ბადეს გაარტყა ბურთი - 6:4.

მეორე პარტიაში სურათი არ შეცვლილა. ამჯერად სტარტზე უპირატესობა ელენას ჰქონდა - 2:0, მაგრამ ფრანჩესკა დამაჯერებლად გავიდა წინ 3:2. შემდეგი სერია ბრწყინვალედ გამოუვიდა დემენტიევას - მან ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, თანაც 13 გათამაშებიდან 12 ქულა მიითვალა. სკიავონეს გეიმზე ორი მატჩბოლის მიღების შემდეგ, ელენამ ნაკლებად აგრესიულად ითამაშა, სამაგიეროდ, იტალიელი გააქტიურდა და არამარტო ეს გეიმი გადაარჩინა, არამედ საპასუხო ბრეიკიც გააკეთა - 5:5. თითქოს საქმე ტაი-ბრეიკამდე უნდა მისულიყო, მაგრამ რუსი ბოლომდე ჩაებღაუჭა მეტოქის გეიმს. სამჯერ დაფიქსირდა ანგარიში - "თანაბარი", თანაც იტალიელი სულ წინ იყო, მაგრამ დემენტიევამ პირველივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა - ბადესთან გავიდა კარგად. მატჩზე ჩაწოდებისას, რუსმა მესამე მატჩბოლი გაანიავა, მაგრამ მეოთხე ცდიდან მაინც მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 7:5.

ამ გამარჯვების წყალობით დემენტევამ ჩემპიონთა რბოლაში მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. თუ ფინალში გაიმარჯვებს, ელენა იანკოვიჩს გაასწრებს და საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის შევა, რაც წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობის უფლებას იძლევა. მაგრამ დემენტიევას გარდა, მომავალ კვირას პეკინში სხვა ჩოგბურთელებსაც ექნებათ ქულათა მარაგის შევსების საშუალება. მით უმეტეს, რომ ჩინეთში არ ითამაშებენ დები უილიამსები და ბელგიელი კიმ კლაისტერსი, რაც სხვებს წარმატების დამატებით შანსს მისცემს.

რაც შეეხება დღევანდელ ფინალს, ვოზნიაცკი და დემენტიევა აქამდე ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ანგარიში თანაბარია - 3:3. დანიელისთვის ეს იქნება მე-18 ფინალი კარიერაში, რომელთაგანაც 10 აქვს მოგებული. ელენას ანალოგიური მაჩვენებლებია - 32-დან 16.

WTA

Toray Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

1/2 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 8) 6:2, 6:7(3), 6:4; ელენა დემენტიევა (რუს, 7)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 5) 6:4, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის