18 აგვისტოდან საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით ევრო-2013-ის მარათონში ჩაებმება
18 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრები "სპორტის სასახლეში" რუმინეთთან შეხვედრით დაიწყებს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს.

ევროპის ჩემპიონატი გაისად სლოვენიაში გაიმართება და ისევე როგორც 2011 წელს ლიტვაში შემდგარ ევროპირველობაზე, ახლაც 24 ნაკრები ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე მასპინძელი სლოვენიის გარდა შესარჩევი ტურნირის გარეშე დაშვებულია 7 გუნდი, დანარჩენ 16 საგზურს კი 31 ნაკრები გაითამაშებს, რომლებიც ექვს ჯგუფში არიან გადანაწილებული.

საქართველოს კენჭისყრამ შეახვედრა ხუთგუნდიანი D ჯგუფი, სადაც ასევე არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, რუმინეთი და ჰოლანდია. ჯგუფიდან ევროპირველოვაზე ავტომატურად გავა ორი საუკეთესო გუნდი და დიდი ალბათობით მესამეც (შესარჩევი ტურნირის ექვსი ჯგუფის ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს სლოვენიაში თამაშის უფლებას).

D ჯგუფში ფავორიტთა შორის საქართველოც მოიაზრება ტრადიციულად ძლიერ საკალათბურთო ნაკრებებთან - ბოსნიასა და ლატვიასთან ერთად, თუმც სასურველი ადგილის დაკავება იოლი არ იქნება.

სერბი სპეცილისტის იგორ კოკოშკოვის მიერ გაწვრთნილი "ჯვაროსნები" ინტენსიურად მოემზადნენ საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. ნაკრების სუსტ წერტილად ჩაითვლება მოკლე სათადარიგოთა სკამი, მით უფრო მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო შტაბმა გუნდში აღარ მიიწვია 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაცადი ვეტერანები - ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და გიორგი გამყრელიძე.

დიდი დანაკლისია ზაზა ფაჩულიას არყოფნა. ეროვნული გუნდის კაპიტანმა რამდენიმე დღის წინ გერმანიასთან შეხვედრისწინა ვარჯიშზე ძველი ტრავმა გაიმიზეზა და დიდი ალბათობით გამოტოვებს 18 აგვისტოს რუმინეთთან საწყის შეხვედრას.

კოკოშკოვი ამ შესარჩევ ციკლში ძირითადად დაეყრდნობა 7 მოთამაშეს - გიორგი ცინცაძეს, მანუჩარ მარკოიშვილს, ვიქტორ სანიკიძეს, თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინს, ანატოლი ბოისას და ნაკრების ნატურალიზებულ ახალწვეულ ჯეიკობ პულენს, რომელმაც საწვრთნელ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მათ და ფაჩულიას გარდა, 12-კაციან განაცხადში არიან ლევან ფაცაცია, ბესიკ ლეჟავა, რიჩარდ მათიაშვილი და ნიკა მეტრეველი. თადარიგში მოიაზრებიან აკაკი დვალიშვილი და მეორე ამერიკელი კორი ფიშერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გუნდში პულენს ჩაანაცვლებს.

ფიბა-ს წესდების თანახმად ყოველ ნაკრებს უფლება აქვს, 12-კაციან განაცხადში იყოლიოს მხოლოდ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი.

აღსანიშნავია, რომ D ჯგუფში საქართველო ყველაზე ბოლოს იღებს სტარტს. ვინაიდან ჯგუფი ხუთგუნდიანია, ყოველ ტურში თითო გუნდი ავტომატურად ისვეებს და საქართველოს ნაკრებმა ამგვარად გამოტოვა პირველი ტური, რომელშიც ბოსნიამ შინ 87:84 დაამარცხა ლიტვა, ხოლო რუმინეთმა 90:84 მოუგო ჰოლანდიას.

საქართველოს ნაკრები:

გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ანატოლი ბოისა, ჯეიკობ პულენი, ზაზა ფაჩულია, ლევან ფაცაცია, ბესიკ ლეჟავა, რიჩარდ მათიაშვილი, ნიკა მეტრეველი

მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

მწვრთნელები: დავით უსტიაშვილი, კოტე ტუღუში

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კალენდარი

18 აგვისტო. თბილისი

საქართველო-რუმინეთი

21 აგვისტო. სარაევო

ბოსნია-საქართველო

24 აგვისტო. თბილისი

საქართველო-ლატვია

27 აგვისტო. ალმერე

ჰოლანდია-საქართველო

2 სექტემბერი. სიბიუ

რუმინეთი-საქართველო

5 სექტემბერი. თბილისი

საქართველო-ბოსნია

8 სექტემბერი. რიგა

ლატვია-საქართველო

11 სექტემბერი. თბილისი

საქართველო-ჰოლანდია

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: თითოეულ ქულას ოქროს ფასი ექნება

george
ამათ რაგბში სიქა ავაძრეთ და ახლა კალათბურთის ჯერი დადგა მგონია:))))
state
გმადლობ პასუხისთვის ძმაო, და დიდ ბოდიშს მოვიხდი ეს ფასი თუ მეძვირება:) სულ ხუთი რომ გირდეს 4 მეგობართან ერთად წავიდოდი:) ეხლა მარტო ან წავალ ან აღარც.....
prince 10
აუ ყველაზე მეტად სანიკიძის იმედი მააქვს, მიდით ბიჭებო უნდა გადავუაროთ!
tijana513
კი 5 10და 15 ლარი
state
ბილეთის ფასი იცით ვინმემ?
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა