საქართველოს ჩემპიონი ლვოვის საერთაშორის ტურნირის ფინალში რუსულ გუნდს, ტიუმენის "გაზპრომ-იუგრას" შეხვდება
ლვოვში მიმდინარე ფუტსალის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" 17 აგვისტოს საუკეთესო თამაში აჩვენა. ბრაზილიელი სერჯიო ბენატის გაწვრთნილები კონკურენტს, პოლონურ "რეკორდს" შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურებში საქართველოს ჩემპიონმა ორივე შეხვედრა უკრაინულ კლუბებთან მოიგო: ჯერ "კარდინალი" დაამარცხა (4:1), მერე კი "ლემბერგი" (7:0).

წინა ორივე მატჩი მოიგეს პოლონელებმაც და ლიდერები ერთმანეთს 6-6 ქულით დაუპირისპირდნენ, მაგრამ "იბერია" ბურთების უკეთესი სხვაობით ლიდერობდა და ჯგუფში გამარჯვებისთვის ფრეც ჰყოფნიდა.

მოულოდნელად, ბრძოლა არ შედგა და საქართველოს ჩემპიონმა მეტოქე გაანადგურა: პირველი ტაიმში რონისა და აუგუსტოს (2) გოლებით "იბერია" 3:0 დაწინაურდა. მეორე ტაიმში აუგუსტომ კიდევ ორი დაამატა და "პოკერი" შეასრულა, თავი ბეტინიომაც გამოიჩინა.

"რეკორდმა" მხოლოდ ბოლო წუთზე მოახერხა მშრალი ანგარიშისგან თავის დაძვრენა და თბილისელებმა 6:1 გაიმარჯვეს.

ჯგუფის მეორე მატჩში "კარდინალმა" "ლემბერგი" 1:0 დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. "იბერია" 3 3 0 0 17:2 9

2. "რეკორდი" 3 2 0 1 10:3 6

3. "კარდინალი" 3 1 0 2 4:10 3

4. "ლემბერგი" 3 0 0 3 1:5 0

ტურნირის ფინალი 18 აგვისტოს გაიმართება: "იბერია" რუსულ გუნდს, ტიუმენის "გაზპრომ-იუგრას" შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ტიუმენელთა მეკარე ზვიად კუპატაძეა, ხოლო მთავარი მწვრთნელი ბესო ზოიძე გახლავთ.

100-პროცენტიანი იბერია ფინალშია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარმა" ლვოვის ტურნირში მეორე თამაშიც მოიგო

"იბერია სტარმა" ლვოვის საერთაშორისო ტურნირი მოგებით დაიწყო

"იბერია სტარი" ლვოვის საერთაშორისო ტურნირის მოგებაზე ფიქრობს

სერჟიო ბენატი: მჯერა, ერთად შევძლებთ "იბერიას" ოცნების ახდენას!

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე