თანდათან შედის ფორმაში ამერიკელი ვეტერანი ვენუს უილიამსი, რომელმაც ძალიან იოლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური

17 აგვისტოს ქალი ჩოგბურთელები ცინცინატიში მეოთხედფინალში არკვევდნენ ურთიერთობას.

თანდათან შედის ფორმაში ამერიკელი ვეტერანი ვენუს უილიამსი, რომელმაც ძალიან იოლად მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური.

იტალიელ სარა ერანისთან მატჩში ვენუსს განსკუთრებით კარგად მოწოდება გამოსდიოდა და აპენინელმა მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ 12 ქულა აიღო მეტოქის გეიმებში. უფროსმა უილიამსმა კი ოთხიდან ოთხივე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და საათსა და ერთ წუთში 6:3, 6:0 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, ლონდონის ოლიმპიადაზეც შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინაც ამერიკელმა გაიმარჯვა.

მორიგი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოს პირველი ჩოგანის ტიტულისკენ პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ. მოგეხსნებათ, ეს ჩოგბურთელი ცინცინატის ტურნირის მოგების შემთხვევაში, მსოფლიოს რეიტინგის ახალი ლიდერი გახდება.

თუმცა რადვანსკას გაუჭირდა მერვედფინალში ამერიკელი სლოუნ სტივენსის დამარცხება. პოლონელმა, ისევე როგორც წინა მატჩში, ამჯერადაც ცუდად ითამაშა საკუთარ მოწოდებაზე და მეტოქეს ხუთი ბრეიკი დაუთმო.

აგნიეშკა იმან გადაარჩინა, რომ ბრეიკ-პოინტების რეალიზების მაღალი პროცენტი ჰქონდა - 10-დან შვიდი შანსი გამოიყენა. მატჩი საათი და 57 წუთი გაგრძელდა და ასეთი ანგარიში დაფიქსირდა - 6:1, 4:6, 6:4 პოლონელის სასარგებლოდ.

კარგი სამსახურის გაწევა შეეძლო თავისი უფროსი დისთვის ურსულა რადვანსკას. ის მთავარ ფავორიტს სერენა უილიამსს ეთამაშებოდა და მოგების შემთხვევაში, აგნიეშკას გზიდან ჩამოაშორებდა ძირითად კონკურენტს, მაგრამ მსოფლიოს 46-ე ჩოგანს არ გამოუვიდა ჩანაფიქრი.

თუმცა, 21 წლის ურსულამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია დიდი სლემის ტურნირების 14-გზის ჩემპიონს. უილიამსმა პირველი სეტი გაჭირვებით - 6:4 მოიგო, მეორეში კი 0:3-დან მოუწია პარტიის ბედის თავის სასარგებლოდ შემოტრიალება. თამაში საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. სერენამ მეტოქის ოთხ ბრეიკს ექვსი ბრეიკით უპასუხა.

წინა მატჩისგან განსხვავებით, სერენამ ნაკლები შეცდომა დაუშვა - 30 44-ის წინააღმდეგ, მაგრამ აუცილებლად უნდა მოუმატოს თამაშს, რადგან წინ ანჟელიკ კერბერთან მეოთხედფინალი ელის.

ფავორიტთაგან ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს პეტრა კვიტოვამ და სამანტა სტოსურმა. ჩეხმა დამაჯერებლად მოუგო შუაი პენგს - 6:2, 6:2, სამანტამ კი შანსი არ დაუტოვა ეკატერინა მაკაროვას - 6:1, 6:3.

ავსტრალიელი ბრწყინვალედ აწვდიდა და თავის პირველ მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულა წააგო. მიუხედავად ამისა, მაკაროვას ჰქონდა ორი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. რეალიზაციის მხრივ სტოსურსაც ჰქონდა პრობლემები, თუმცა 15 ბრეიკ-პოინტიდან ოთხი ბრეიკის გახერხება მაინც შეძლო.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 168 400 დოლარი

1/8 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 1)-სლოუნ სტივენსი (აშშ) 6:1, 4:6, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 5)-ანდრეა ჰლავაჩკოვა (ჩეხ) 6:4, 7:6(4); პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 4)-შუაი პენგი (ჩინ) 6:2, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 2)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 6:4, 6:3; სამანტა სტოსური (ავსტრა, 3)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:1, 6:3; ვენუს უილიამსი (აშშ)-სარა ერანი (იტა, 7) 6:3, 6:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა