წლევანდელი "ვუელტა" განსაკუთრებულია და მას ყურადღება არ მოაკლდება
იმ დროს, როცა სხვა ოლიმპიური სახეობის წარმომადგენლები დამსახურებული დასვენებით ტკბებიან, ველომრბოლები სეზონის ბოლო "გრანდტურს" - ესპანურ "ვუელტას" იწყებენ.

რა თქმა უნდა, ამ ველომარათონის შემადგენლობა ჩამოუვარდება ტურ დე ფრანსის პელოტონს და თან, სეზონის ბოლოსთვის მრბოლელები გადაღლილები არიან, ამიტომაც, წესით, ინტერესი ნაკლები უნდა იყოს. მაგრამ წლევანდელი "ვუელტა" განსაკუთრებულია და მას ყურადღება არ მოაკლდება.

საქმე ისაა, რომ პირველობისთვის იბრძოლებს თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიადესი ველომრბოლი - ალბერტო კონტადორი.

რა თქმა უნდა, გახმაურებული დოპინგ-სკანდალის შემდეგ, ესპანელის დიდება ნაწილობრივ გაფერმკრთალდა, მაგრამ სწორედ მას იხსენებდნენ სპეციალისტები წლევანდელი ტურ დე ფრანსის დროს, როცა სხვა გუნდები და ველომრბოლები ვერაფერს უპირისპირებდნენ ბრედლი უიგინსსა და მის გუნდს - "სქაის".

"ვუელტამდე" მოთელვისთვის კონტადორმა არაპროფილური Eneco Tour აირჩია. ესპანელის გამოსვლის სერიოზულად შეფასება არავის უცდია. ალბერტო მეშვიდე იყო დროზე განცალკევებით რბოლაში და მეოთხე - გენერალურ კლასიფიკაციაში.

სხვა დროს ის მეტის მიღწევას შეძლებდა, მაგრამ სატურნირო პრაქტიკის არქონის გამო, ის მხოლოდ ახლა უახლოვდება თავის ოპტიმალურ ფორმას.

სამაგიეროდ, ბუკმეიკერები მზად არიან წინასწარ მიანიჭონ გამარჯვება "საქსო ბანკის" ლიდერს. მით უმეტეს, რომ რბოლის მარშრუტი კონტადორისთვის არის შექმნილი და კონკურენტებიც არც ისე ბევრი ჰყავს.

კონტადორის ერთ-ერთი ძირითადი მოწინააღმდეგე იქნება რუსული "კატიუშას" ლიდერი, წლევანდელი ჯირო დ'იტალიას მეორე პრიზიორი ხოაკიმ როდრიგესი.

ესპანელის მთავარი დამხმარეები იქნებიან მთის სპეციალისტები - დანი მორენო და დენის მენშოვი. ამ უკანასკნელს "ვუელტა" ორჯერ აქვს მოგებული, შარშან კი ხუან ხოსე კობოს გაამარჯვებინა. ამიტომაც, მენშოვის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

დანარჩენი პრეტენდენტებიდან უნდა აღვნიშნოთ კრის ფრუმი. ბრიტანელმა დაამტკიცა, რომ შეუძლია დიდ რბოლებში გამარჯვებისთვის ბრძოლა და შარშანდელი მეორე ადგილი - შემთხვევითობა არ ყოფილა. თუმცა მან ტურ დე ფრანსზე თავისთვის და ბრედლი უიგინსისთვის ძალიან ბევრი იმუშავა და წესით, ესპანურ ველომარათონს დაღლილი უნდა შეხვდეს.

ხუან ხოსე კობო ამ სეზონში შეუმჩნეველია, ამიტომაც მისგან ტიტულის დაცვა ეჭვს იწვევს.

ფარული ფავორიტებიდან უნდა აღვნიშნოთ იურგენ ვან დენ ბრუკი და ჰოლანდიური ტანდემი "რაბობანკიდან" - რობერტ ჰესინკი და ბაუკე მოლემა. და კიდევ, თუ ფრუმმა არ გაამართლა, "სქაიში" ის შეიძლება დააზღვიონ რიგობერტო ურანმა და სერხიო ენაომ. არ უნდა დავივიწყოთ ტრადიციულად ძლიერი ბასკი იგორ ანტონი და ჯიროს პრიზიორი ტომას დე გენტი.

სპრინტერების რიგებში მთავარი მოულოდნელობა მარკ კევენდიშის არყოფნაა. მას ბენ სვიფტი შეცვლის. მის გარდა, "სწორ" ეტაპებზე ბრძოლას წარმართავენ ელია ვივიანი, ხოსე ხოაკინ როხასი, ალენ დევისი, იონ დეგენკომპი და დანიელე ბენატი - სპრინტერების რეიტინგის საშუალო წარმომადგენლები.

სამთო კლასიფიკაციაში საყოველთაო ყურადღება იქნება მიპყრობილი დავიდ მონკუტიესკენ, რომელიც შეეცდება ზედიზედ მეხუთედ მოიგოს "მთის მეფის" მაისურა.

რაც შეეხება წლევანდელი "ვუელტას" მარშრუტს, ის საკმაოდ რელიეფურია და ხუთ სამთო ეტაპს მოიცავს. ყველაზე რთული იქნება მეორე კვირის დასასრული, აგრეთვე ბოლა დელ მუნდოს მთაზე ასვლა. ველომარათონი კი პამპლონაში 16-კილომეტრიანი დროზე განცალკევებითი რბოლით გაიხსნება, მთავარი, 40-კილომეტრიანი დროზე რბოლა კი მე-11 ეტაპზე გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა