დევიდ კულტჰარდმა ფორმულა 1-ის ბოლიდით ლინკოლნის გვირაბში საათში 350 კილომეტრი სიჩქარე განავითარა
ამ დღეებში ფორმულა 1-ის საუკეთესო გუნდი "რედ ბული" და მისი ყოფილი პილოტი, სახელგანთქმული ბრიტანელი დევიდ კულტჰარდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად იმყოფებიან.

რამდენიმედღიანი პროგრამა ორშაბათს დაიწყო, როცა ნიუ იორკში საჩემპიონო ბოლიდის - RB7-ის ფოტოსესია გაიმართა თავისუფლების ქანდაკებისა და მანჰეტენის ცათამბჯენების ფონზე.

სხვათა შორის, იქ შეკრებილ მაყურებელს სიურპრიზი ელოდა - "რენოს" ძრავამ ამერიკის ჰიმნი შეასრულა.

ამის შემდეგ, "რედ ბული" ნიუ ჯერსიში გადავიდა, სადაც მომავალ წელს ფორმულა 1-ის ეტაპი გაიმართება. გადაადგილებისთვის საკმაოდ უცნაური ხერხი აირჩიეს: დევიდ კულტჰარდმა ფორმულა 1-ის ბოლიდით ლინკოლნის გვირაბის გავლით მიაღწია ნიუ ჯერსიმდე, თანაც საათში 350 კილომეტრი სიჩქარე განავითარა (იხილეთ ვიდეო).

"რედ ბულის" წარმომადგელებს არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ, რომ დევიდმა სიჩქარის აბსოლუტური რეკორდი დაამყარა ნიუ იორკიდან ნიუ ჯერსიში მგზავრობის დროს და შესაბამისად, ამ შედეგის გინესის რეკორდების წიგნში დაფიქსირებას ელიან.

"რედ ბულის" ეს აქცია ამერიკის შეერთებულ შტატებში ფორმულა 1-ის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. ცნობილია, რომ მომავალ წლიდან ამერიკაში ორი გრანპრი გაიმართება - ერთს ტექსასის შტატის ქალაქი ოსტინი უმასპინძლებს, მეორეს კი ნიუ ჯერსი, სადაც ქუჩის რბოლა გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ოსტინში უკვე წელს 18 ნოემბერს ტარდება, ყურადღებიანო ჟურნალისტებო !!
avtuko
კიდევ ერთი ქალაქის ტრეცი კარგია და იმედია ლონდონიც შეუერთდება ამას
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა