გასულ უქმეებზე ინდიანაპოლისში გაიმართა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - აშშ-ის გრანპრი
გასულ უქმეებზე ინდიანაპოლისში გაიმართა მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მორიგი ეტაპი - აშშ-ის გრანპრი. კვალიფიკაცია ერთბაშად სამი სერიოზული ავარიით აღინიშნა.

ტრასის მესამე მოსახვევში სხვადასხვა დროს ავარიაში მოხვდა სამი პილოტი: "ჰონდას" ლიდერი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი კეისი სტოუნერი, "იამაჰას" წევრი ბენ სპისი და "დუკატის" პილოტი მისი.

ყველაზე ნაკლებად ბენ სპისი დაზარალდა - ის ერთადერთი იყო ამ სამეულიდან, რომელმაც თავისი ფეხით დატოვა ავარიის ადგილი.

უფრო სერიოზული იყო სტოუნერის ინციდენტის შედეგები. მსოფლიოს ჩემპიონი ფეხებით დაეცა ტრასაზე და ის საკაცით გადაიყვანეს უსაფრთხო ადგილას. პირველი შემოწმებით, ექიმებს მარჯვენა ფეხის მოტეხილობაზე ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ საავადმყოფოში გაირკვა, რომ ავსტრალიელს კოჭის მყესები აქვს გაწყვეტილი.

აღსანიშნავია, რომ ავარიის მომენტში სტოუნერს საუკეთესო დრო ჰქონდა დაფიქსირებული, საერთო ჩათვლაში კი "ჰონდას" ლიდერი მესამე ადგილს იკავებს.

ნაკლებად გაუმართლა "დუკატის" წევრს ნიკი ჰეიდენს. დაცემის შემდეგ ამერიკელმა გონება დაკარგა, მაგრამ საბედნიეროდ, მას სერიოზული ტრავმები არ აღმოაჩნდა. თუმცა ექიმებმა მარჯვენა ხელის დაზიანება დაადგინეს, რითაც ჰეიდენის გამოსვლა აშშ-ის გრანპრიზე გამოირიცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა