18 აგვისტოს ცინცინატიში ATP-სა და WTA-ს უმაღლესი კატეგორიის ტურნირების ნახევარფინალები გაიმართა

18 აგვისტოს ცინცინატიში ATP-სა და WTA-ს უმაღლესი კატეგორიის ტურნირების ნახევარფინალები გაიმართა.

მამაკაცებს შორის კორტზე ოლიმპიური პრიზიორები უნდა გასულიყვნენ: ჯერ ბრინჯაოს პრიზიორები - ნოვაკ ჯოკოვიჩი და ხუან-მარტინ დელ პოტრო, შემდეგ პეკინში წყვილთა თანრიგის ჩემპიონები - როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა.

სულ რაღაც ორი კვირის წინ ლონდონის ოლიმპიადაზე დელ პოტრომ მესამე ადგილისთვის მატჩში დაამარცხა ჯოკოვიჩი, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანია მსოფლიოში.

შესაძლოა, მაშინ არგენტინელს მეტი მოტივაცია ჰქონდა - რაც უნდა იყოს, ნოვაკს მოგებული ჰქონდა ბრინჯაო პეკინში.

ცინცინატიში კი სერბი აშკარად რევანშისთვის იყო განწყობილი. მით უმეტეს, რომ მოტივაციაც მაღალი გახლდათ: ნოვაკს გამარჯვების შემთხვევაში რეიტინგში პირველი ადგილის დაბრუნება შეეძლო, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ფედერერი დამარცხდებოდა თავის ნახევარფინალში.

მატჩში პირველი შანსი დელ პოტროს მიეცა, მაგრამ მან ოთხი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, ნოვაკმა არ გაუშვა ხელიდან ასეთი შესაძლებლობა და პირველი სეტი აიღო.

დელ პოტრომ პარტიის მსვლელობისას ექიმი გამოიძახა, რადგან მაჯის ტკივილს უჩიოდა - მართლაც, მარჯვნიდან მისი საფირმო დარტყმები არ გადიოდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ნოვაკი დაცვაში ძალიან ყურადღებით და კარგად თამაშობდა.

მეორე სეტში ჯოკოვიჩის უპირატესობა კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა - ის თითქმის ყველა კომპონენტში სჯობდა მეტოქეს და შეცდომებსაც გაცილებით ნაკლებს უშვებდა. ხუან-მარტინს კი შეუძლია საკუთარ თავსაც გაუწყრეს, რადგან არც ისე დამაჯერებელი თამაშით ექვსი ბრეიკ-პოინტი მაინც მოიპოვა, მაგრამ ვერცერთის რეალიზება ვერ შეძლო - 3:6, 2:6.

ამის შემდეგ კორტზე გავიდნენ როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა. მატჩის წინ როჯერმა აღიარა, რომ ის უხერხული მეტოქეა ვავრინკასთვის. ამას სტატისტიკაც ადასტურებს - 10:1 პირად შეხვედრებში პირველი ჩოგანის სასარგებლოდ.

ამასთან, ვავრინკა ყოველთვის იბრძვის და ცდილობს, ტოლი არაფერში დაუდოს სახელოვან თანამემამულეს, მაგრამ მუდმივად რაღაც არ ჰყოფნის წარმატების მისაღწევად. გამონაკლისი არც ეს შეხვედრა აღმოჩნდა.

თუმცა თავიდან ფედერერს ოდნავ არ უმართლებდა - თავის მოწოდებას ის დამაჯერებლად იღებდა, მეტოქისაზე კი შვიდი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მათ შორის ოთხი სეტბოლი იყო, მაგრამ ამაოდ.

ვავრინკამ გაუძლო ამ გამოცდას და ყველა მნიშვნელოვანი ბურთი მოიგო, რითაც ტაი-ბრეიკის უფლება მიიღო, თუმცა იქ როჯერის უპირატესობა აშკარა იყო. მეორე სეტში ფედერერმა ბოლოსკენ მოუმატა თამაშს და ზედიზედ ორჯერ აიღო ვავრინკას მოწოდება - 7:6, 6:3.

ამით როჯერმა შეინარჩუნა კლასიფიკაციაში პირველი ადგილი - ის კვლავ რეიტინგის ლიდერი იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ჯოკოვიჩთან ფინალს წააგებს.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 825 280 დოლარი

1/4-ფინალი

ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-ჟერემი შარდი (საფ) 6:1, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 12) 6:3, 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც)-მილოშ რაონიჩი (კან) 2:6, 7:6(5), 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-მერდი ფიში (აშშ, 10) 6:3, 7:6 (7:4).

1/2-ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6) 6:3, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც) 7:6(4), 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა