21 აგვისტოს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტულ კომპლექსში ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
21 აგვისტოს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სპორტულ კომპლექსში ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება, რომელიც "თავისუფალთა" ტურნირით გაიხსნება და 26 აგვისტოს ბერძენ-რომაელების შეჯიბრებით დაიხურება.

ექვსდღიანი მონაკვეთი სამ ნაკრებზე ორ-ორ დღედაა გადანაწილებული - 21-22 აგვისტო "თავისუფლებს" ეთმობათ, 23-24 - გოგოებს, 25-26 - ბერძენ-რომაელებს.

პირველობა 27 აგვისტოს საპლაჟო ჭიდაობით დასრულდება, რომელიც გოგოებსა და "თავისუფლად" მოჭიდავე ბიჭებში ტარდება.

ჩვენგან იქ ვინმეს მონაწილეობა არ იგეგმებოდა, თუმცა არაა გამორიცხული, ადგილზე რომელიმეს შესთავაზონ გამოსვლა და იქაც გვყავდეს ფალავანი...

საქართველოს ჭაბუკ "თავისუფალთა" ნაკრები უკვე ბაქოშია. მისმა თავკაცმა თამაზ ბენდიანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავებ შემადგენლობაში ტრავმებითა და ზედმეტი წონით გამოწვეული მხოლოდ ორი ცვლილება განახორციელა - 46 კილოგრამში გიორგი პასიკაშვილი ირაკლი მხეიძემ შეცვალა, 58-ში კი ედუარდ ნიკოლიშვილის ნაცვლად ავთანდილ კენჭაძე იასპარეზებს.

დანარჩენ წონებში ბენდიანიშვილი ისევ ნაევროპალ ხალხს დაეყრდნო: შმაგი თოდუა (42), გიორგი ლეჟავა (50), ლევან მურცხვალაძე (54), ტარზან მაისურაძე (63), ომარ გურჯიძე (69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ირაკლი მწითური (85) და ბექა კახეთელიძე (100).

შეგახსენებთ, რომ ივლისში პოლონურ კატოვიცეში გამართულ ევროპის პირველობაზე გამოსვლა ამ გუნდმა ბრინჯაოს სამი მედლით დაასრულა, რომლებიც მაისურაძემ, გურჯიძემ და კახეთელიძემ მოიპოვეს.

გურჯიძე ერთ-ერთია იმ რამდენიმე სპორტსმენს შორის, რომლებიც შარშანდელი შემადგენლობიდან შემორჩნენ.

მან შარშან ევროპირველობაზე ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დასჯერდა. "შარშანდელი" ფალავანია ჩხარტიშვილიც, რომელმაც იმ სეზონში მსოფლიოზე ბრინჯაო მოიპოვა.

21 აგვისტოს ბაქოში 42, 50, 58, 69 და 85 კილოგრამის ფალავნები იჭიდავებენ.

ბენდიანიშვილისგან განსხვავებით, ბერძენ-რომაელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კრავეიშვილმა მთლიანად გადაახალისა ევროპაზე ნაჭიდავები შემადგენლობა, მხოლოდ მედალოსნები დატოვა, ანუ ჩემპიონები - რამაზ ზოიძე (46), ირაკლი შავაძე (50) და მესამე პრიზიორი ნიკა გავაშელი (76) წაიყვანა ბაქოში.

სხვა წონებში ახალი ფალავნები გამოვლენ: გენადი ჩიტაძე (42), ბაკურ გოგოლი (54), ლაშა ებილაშვილი (58), გელა ბოლქვაძე (63), გიორგი ჩხარტიშვილი (69), სულხან ბუიძე (85), ბექა კანდელაკი (100).

წლეულს ამ გუნდშიც შეიცვალა ბევრი მონაწილე, თუმცა ძველები მაინც ბლომად შემორჩნენ - ზოიძე, გოგოლი, ჩხარტიშვილი, კანდელაკი... კანდელაკმა შარშან ევროპაზე ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, თუმცა წააგო და მეხუთეზე დარჩა.

თუმცა ამ გუნდში ყველაზე ტიტულოვანიც და ყველაზე საინტერესოც რამაზ ზოიძეა, რომელიც, ეტყობა, საბოლოოდ გადაიხარა ბერძნულ-რომაულისკენ.

შეგახსენებთ, რომ ის ორივე სახეობის ჭიდაობაში გამოდის. მან ვარჯიში "თავისუფალში" დაიწყო, თუმცა მერე ბერძნულ-რომაულში გადავიდა და წარმატებებსაც მიაღწია - შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ევროპაზე კი მესამე იყო.

წლევანდელი სეზონი ჩემპიონობით დაიწყო. ვნახოთ, ასევე თუ დაასრულებს და მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინს თუ შეინარჩუნებს.

ამ ნაკრებიდან პირველ დღეს, ანუ 25 აგვისტოს ისევ ის ზემოხსენებული ხუთი წონითი კატეგორია იასპარეზებს, რომლებიც "თავისუფლებში" დავასახელეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა