20 აგვისტოს, გამთენიისას, ლიტვაში გაემგზავრა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები გუნდი, რომელსაც ნოდარ აკობია ხელმძღვანელობს

20 აგვისტოს, გამთენიისას, ლიტვაში გაემგზავრა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები გუნდი, რომელსაც ნოდარ აკობია ხელმძღვანელობს.

ჩვენი ასაკობრივი ნაკრები 21-27 აგვისტოს პალანგას ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს.

პალანგას ტურნირი წლეულს უკვე მეცხრამეტედ ტარდება. ქართული ასაკობრივი ნაკრებები კი ლიტვას თითქმის ყოველწლიურად სტუმრობენ. 2009 წელს, გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით, ჩვენებმა ტურნირის მოგებაც შეძლეს.

შარშან პალანგაში ვასილ მაისურაძე და ქართველი გულშემატკივრისთვის კარგად ცნობილი 1995 წელს დაბადებულთა გუნდი იმყოფებოდა. 17-წლამდელებმა ტურნირის ფინალი ითამაშეს და ლიტვის ასაკობრივ ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

წელს ტურნირში მონაწილეობენ საქართველოს, ლიტვის, ლატვიის, აზერბაიჯანის, ბელარუსის და გერმანიის რეგიონალური ნაკრები გუნდები. ჩვენი გუნდი A ჯგუფშია განთესილი ლიტვისა და გერმანიის რეგიონალურ ნაკრებებთან ერთად. B ჯგუფში კი, შესაბამისად, ლატვიის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის ნაკრებები არიან.

ტურნირი 21 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს ნაკრები კი სადებიუტო შეხვედრაში მასპინძელ, ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ამ დღესვე გაიმართება ლატვიისა და აზერბაიჯანის გუნდების მატჩიც.

23 აგვისტო

ბელარუსი - ლატვია

ლიტვა - გერმანიის რეგიონალური ნაკრები

25 აგვისტო

აზერბაიჯანი - ბელარუსი

გერმანიის რეგიონალური ნაკრები - საქართველო (თბილისის დროით 20:00 საათი)

26 აგვისტო

A ჯგუფის მესამეადგილოსანი - B ჯგუფის მესამეადგილოსანი

A ჯგუფის მეორეადგილოსანი - B ჯგუფის მეორეადგილოსანი

ფინალი (თბილისის დროით 17:00 საათი) და პრიზიორთა დაჯილდოება

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები პალანგაში ასეთი შემადგენლობით იასპარეზებს:

მეკარეები: ბექა ქურდაძე ("საბურთალო"), რომან ტურავა ("ბაია", ზუგდიდი)

მცველები: გიორგი სადღობელაშვილი ("დინამო" თბილისი), გიორგი აბელაშვილი, დავით ჯავახიშვილი, გუგა თვარაძე (სამივე "საბურთალო"), ირაკლი კომახიძე ("ქობულეთი")

ნახევარმცველები: გიორგი ქობულაძე, ნიკა ქორიძე (ორივე 35-ე სკოლა), ნიკა ლაშხია, ირაკლი ჟვანია (ორივე "ბაია", ზუგდიდი), გურამ გოშთელიანი, ლადო მამუჩიშვილი (ორივე "საბურთალო"), ვასილ კაციტაძე ("დინამო" თბილისი), გიორგი კურმაშვილი ("დილა", გორი)

თავდამსხმელები: გიგა წურწუმია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი წივილაშვილი ("საბურთალო"), დავით კაპანაძე ("დილა", გორი)

gff.ge

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა