საქართველოს ჩემპიონმა ლვოვის საერთაშორისო ტურნირის ფინალში რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს აჯობა
ლვოვში მიმდინარე ფუტსალის საერთაშორისო ტურნირი "იბერია სტარის" ჩინებული გამარჯვებით დასრულდა.

ჯგუფური ეტაპის 100-პროცენტიანი შედეგით გამარჯვებულმა საქართველოს ჩემპიონმა ფინალში რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, ტიუმენის ოლქის "გაზპრომ-იუგრას" 3:2 მოუგო და "ლვოვშჩინას თასს" დაეუფლა.

"გაზპრომის" დაფინანსებულ კლუბს რომ არ გაუჭირდება, ისედაც ცხადია. გუნდში 4 ბრაზილიელი ლეგიონერი თამაშობს: რობინიო, ედერ ლიმა, კატატა და ფერნანდო.

ედერ ლიმა ევროპის "ოქროს ბუცის" მფლობელია, ხოლო რობინიოს თავის დროზე ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და მაშინ მისი მწვრთნელი "იბერიას" ახლანდელი დამრიგებელი სერჟიო ბენატი იყო.

თავიდან ბესიკ ზოიძის გაწვრთნილი "იუგრა" დაწინაურდა, მაგრამ გოლი ძალზედ საეჭვო გამოდგა: დმიტრი ლისკოვის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ იატაკზე დაეცა, მსაჯმა კი გოლი დააფიქსირა.

თავად რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდიც ვერ ამტკიცებს, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

თბილისელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა აუგუსტომ წონასწორობა წამებში პენალტით აღადგინა. ტაიმის მიწურულამდე "გაზპრომ-იუგრას" ქართველი მეკარის, ზვიად კუპატაძის კარი მეორედაც აიღო და "იბერია" 2:1 დაწინაურდა.

დაძაბული გამოდგა შეხვედრის მეორე ნახევარი. ლუსიომ მესამედაც აიღო მოწინააღმდეგის კარი. შეხვედრის მიწურულს კი რუსებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს.

"იბერია": სელიო, აკოფოვი, ჯამბურია – რომარიო, ალთუნაშვილი, ძაბირაძე, ჯვარაშვილი, რონინიო, ბეტო, ლუსიო, აუგუსტო, ბრუნო მელო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა