ბრიტანელების შემოსავალმა კი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 186 პროცენტით იმატა
ინგლისის წამყვანი ფეხბურთელების ხელფასები ბოლო 20 წლის მანძილზე ათას ხუთასი პროცენტით გაიზარდა. ბრიტანელების შემოსავალმა კი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ 186 პროცენტით იმატა.

ამის შესახებ ინსტიტუტი High Pay Centre-ის გამოკვლევა იუწყება.

მოთამაშეთა ხელფასები კლუბების შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. თუ 1997 წელს ფეხბურთელების ხელფასსა და ბონუსებზე კლუბების ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის 48 პროცენტი იხარჯებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 70 პროცენტს გაუთანაბრდა.

იმავდროულად, გაიზარდა ბილეთების ღირებულებაც, რამაც თამაშებზე დასწრება გულშემატკივართა ფართო წრისთვის მიუწვდომელი გახადა. თუ 1989 წელს "ლივერპულის" თამაშის ნახვა 4 ფუნტ სტერლინგად შეიძლებოდა, ახლა სტადიონზე შესვლა 45 ფუნტი სტერლინგი ღირს. "არსენალის" ფანებისთვის ფასები 5-დან 51 ფუნტ სტერლინგამდე გაიზარდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კლუბების ვალები იზრდება. ევროპული კლუბების ვალების საერთო რაოდენობიდან 56 პროცენტი ინგლისურ კლუბებზე მოდის. 2012 წელს პრემიერლიგის ვალი 3.5 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, კლუბების ნახევარი კი, ფაქტობრივად, გაკოტრებულია.

2008 წელს ინგლისის 16 უმდიდრესი კლუბიდან მოგებაზე მხოლოდ 4 მუშაობდა. "მანჩესტერ სიტი" კი ორჯერ იმაზე მეტს ხარჯავდა, ვიდრე გამოიმუშავებდა.

High Pay Centre-ის დირექტორმა ნიკ აილსმა განაცხადა, რომ ხელფასების ძალიან მაღალი ტემპით ზრდის პრობლემა მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, რადგან ამ ვალების შედეგებმა შესაძლოა მთელი ინგლისური ფეხბურთი კატასტროფამდე მიიყვანოს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა