პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გულწრფელად აღიარა, რომ ის იმედგაცრუებულია ზედიზედ ორჯერ ნათამაშები ფრით
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "აიაჩოსთან" მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გულწრფელად აღიარა, რომ ის იმედგაცრუებულია ზედიზედ ორჯერ ნათამაშები ფრით.

იტალიელის თქმით, ამ ეტაპზე პსჟ-ის მთავარი პრობლემა შემტევ ფეხბურთელებს შორის შეუთამაშებლობაა.

"საშინელება იყო, რადგან შეხვედრის მოსაგებად კლასი არ გვეყო. წინა ხაზში შეთანხმებული მოქმედებები ნულამდე იყო დასული. არადა, პირველ ტურში "ლორიანთან" ძალიან ბევრი საგოლე სიტუაცია გავანიავეთ.

დღეს რა მოხდა, ამას ვერ გეტყვით. პირველ ტაიმში ერთადერთი სახიფათო მომენტი ჟერემი მენეზმა შექმნა.

აუცილებელია მოედანზე ბალანსის პოვნა. ამისთვის კი ძალიან ბევრი შრომა მოგვიწევს," - ვკითხულობთ პარიზული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე ანჩელოტის განცხადებაში.

იმავე პრესკონფერენციაზე მთავარ მწვრთნელს თან ახლდა გუნდის ახალი კაპიტანი კრისტოფ ჟალე. გავეცნოთ მის მოსაზრებებსაც:

"თუკი გამარჯვებები გვინდა, მოედანზე ბევრად უფრო მეტი თავდადება გვმართებს. დაცვაში დღეს უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "ლორიანთან", მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

აუცილებელია ქულების რეგულარულად დაგროვება, რათა ჩემპიონატის ლიდერებთან ფორის შექმნის საშუალება არ მივცეთ. თუკი მოტივაციაზე ვილაპარაკებთ, გუნდს მსგავსი რამ არც ეტყობოდა.

მომდევნო შეხვედრებში "ბორდოსა" (26 აგვისტო) და "ლილს" (2 სექტემბერი) ვხვდებით და აუცილებლად უნდა მოვიგოთ".

ლავესი არ იქნება. იბრა?

"ბორდოსთან" "პარკ დე პრენსზე" გასამართ შეხვედრაში "ლურჯ-წითლებს", დიდი ალბათობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ისევ არ ეყოლებათ. ისევ იმიტომ, რომ მიკროტრავმის გამო მას "აიაჩოსთანაც" არ უთამაშია.

შვედმა ვარსკვლავმა ვარჯიში გუშინ დილას განაახლა და შესაძლოა, კვირისთვის ფორმაში შესვლა ვერ მოასწროს.

მიუხედავად იმისა, რომ კარლეტოს "აიაჩოსთან" გაძევებული ესეკილ ლავესიც არ ეყოლება, მისი შტაბი მოვლენათა ფორსირებას მაინც არ აპირებს. ასეთ შემთხვევაში იტალიელი მწვრთნელი გიიომ ოაროსა და კევინ გამეიროს დუეტს დაეყრდნობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა