2007 წელს ნორვეგიისა და მალტის ნაკრები გუნდების მანიპულირებული მატჩის სასამართლო პროცესი დასრულდა
2007 წელს ნორვეგიისა და მალტის ნაკრები გუნდების მანიპულირებული მატჩის სასამართლო პროცესი დასრულდა: უეფამ მალტის ნაკრების ფეხბურთელ კევინ სამუტს 10-წლიანი (!) დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რაც, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის კარიერა დასრულებულია და ამ ხნის მანძილზე ფეხბურთს სხვა მხრივაც ვეღარ გაეკარება.

31 წლის სამუტთან ერთად, ორი ფეხბურთელი იყო ეჭვმიტანილი, რომლებიც სასჯელის გარეშე გამოძვრნენ - უეფას განმარტებით, მათი დანაშაულის დამტკიცება ვერ მოხერხდა.

სკანდალური მატჩი 2007 წლის 2 ივნისს ოსლოში გაიმართა და ის ნორვეგიამ 4:0 მოიგო. უეფას მესვეურები ამ შეხვედრით მას მერე დაინტერესდნენ, რაც გაირკვა, რომ ერთ-ერთ ტოტალიზატორში 200 000 ევრო დადეს იმაზე, რომ ნორვეგია ამ თამაშს 4-ბურთიანი სხვაობით მოიგებდა. საინტერესო ისაა, რომ მალტელებმა ბოლო სამი გოლი უკანასკნელ 18 წუთში გაუშვეს.

"ვიღაცებმა მითხრეს, სხვებსაც თუ ჩაუშვებ, უეფაში დაგინდობენო, მაგრამ ვინ უნდა ჩავუშვა, როცა არაფერი ჩამიდენია და არაფერი ვიცი?" - უთხრა სამუტმა ჟურნალისტებს.

მალტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნორმან დარმანინ დმეჯო დარწმუნებულია, რომ ნორვეგიასთან თამაშის განგებ წაგებაში ბრალი სხვა ფეხბურთელებსაც მიუძღვით: "არ მჯერა, რომ დამნაშავე მხოლოდ სამუტია, მაგრამ უეფას გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა