ცინცინატის მასტერსი მსოფლიოს პირველი ჩოგანის - როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა
მსოფლიოს პირველი ჩოგანის - როჯერ ფედერერის ტრიუმფით დასრულდა ცინცინატის მასტერსი.

გადამწყვეტ მატჩში 31 წლის შვეიცარიელი კლასიფიკაციის მეორე ნომერს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ხვდებოდა. სხვათა შორის, ამ ტურნირის ისტორიაში პირველად გააღწია ფინალში პირველ ორ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა.

ფედერერისთვის ცინცინატის ტურნირი პირველი იყო ოლიმპიური თამაშების შემდეგ, სადაც როჯერმა ერთეულებში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შვეიცარიელმა დამაჯერებლად მიაღწია ფინალამდე - არცერთი პარტია არ დაუთმია მეტოქეებისთვის. გარდა ამისა, ნახევარფინალში სტანისლას ვავრინკას ძლევის შემდეგ, მან შეინარჩუნა პირველი ადგილი ATP-ის კლასიფიკაციაში.

ჯოკოვიჩი და ფედერერი ამ სეზონში პირველად შეხვდნენ ფინალში - მანამდე ისინი მხოლოდ ნახევარფინალულ სტადიაზე ეთამაშებოდნენ ერთმანეთს.

ეს იყო ამ ჩოგბურთელთა რიგით 28-ე შეხვედრა და შვეიცარიელი წინ იყო ურთიერთშეხვედრებში - 15:12. მათ შორის ბოლო მატჩი უიმბლდონის ნახევარფინალში ფედერერმა მოიგო, თუმცა ბოლო ორ სეზონში ნოვაკს დარჩა რვიდან ექვსი შეხვედრა.

საინტერესოა, რომ ჯოკოვიჩს ცინცინატიში ფინალამდე არცერთი საკუთარი მოწოდება არ ჰქონდა წაგებული, ფინალში კი თავის პირველივე გეიმში მისცა როჯერს ბრეიკის გაკეთების საშუალება. პირველმა სეტმა ფედერერის უდიდესი უპირატესობით ჩაიარა.

შვეიცარიელი მუდმივად ცდილობდა თამაშის გამწვავებას, ძალიან სწრაფად მოქმედებდა და ამის ხარჯზე სამი ბრეიკი გააკეთა. გარდა ამისა, ნოვაკ ჯოკოვიჩს ერთი ბრეიკ-პოინტის მოპოვების შანსი არ დაუტოვა - 20 წუთში დაფიქსირდა ანგარიში 6:0. ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირების ისტორიაში ასეთი ანგარიშით პარტია არასოდეს დასრულებულა.

ჯოკოვიჩს შელახული პრესტიჟის აღდგენაზე უნდა ეზრუნა. მეორე სეტში ის კვლავ პირველი აწვდიდა და მეტოქის დახმარებით მოიგო მატჩში პირველი გეიმი. ამან სერბს თანდათან გონს მოსვლის საშუალება მისცა და მან დაალაგა თამაში თავის მოწოდებაზე. საკუთარი გეიმების შენარჩუნება არც ფედერერს უჭირდა.

მთელი სეტის განმავლობაში მიღებაზე სერბის ყველაზე დიდი მიღწევა იყო - 15:30 მერვე გეიმში. საბოლოოდ, ჩოგბურთელები ბრეიკ-პოინტების გარეშე მივიდნენ ტაი-ბრეიკამდე.

მე-13 გეიმში თავიდან ლიდერობა ფედერერმა მოიპოვა, მაგრამ მისი ორი შეცდომის შემდეგ სიტუაცია გათანაბრდა. ჯოკოვიჩს სეტბოლიც კი ჰქონდა, მაგრამ კონტრშეტევაზე ვერ გადავიდა. ფედერერმა კი კარგად ითამაშა მიღებაზე და მეორე მატჩბოლიდან თავის სასარგებლოდ დაასრულა მატჩი - 6:0, 7:6(7).

ფედერერმა მეხუთედ მოიგო ცინცინატის მასტერსი, რაც აბსოლუტური რეკორდია. მან გაუსწრო შვედ მატს ვილანდერს, რომელსაც ოთხჯერ ჰქონდა აღებული აქ მთავარი პრიზი. გარდა ამისა, როჯერი მეექვსე ტიტულს დაეუფლა ამ სეზონში და სამოცდამეთექვსმეტეს კარიერაში.

და კიდევ ერთი მიღწევის შესახებ: როჯერმა 21-ე მასტერსი მოიგო კარიერაში და ამით გაუთანაბრდა რეკორდსმენს - ესპანელ რაფაელ ნადალს.

როჯერ ფედერერმა არა მარტო შეინარჩუნა კლასიფიკაციაში ლიდერობა, არამედ გარანტირებული პირველი ადგილი ექნება რეიტინგში იმ შემთხვევაშიც, თუ ამერიკის ღია პირველობას პირველი რაუნდიდან გამოეთიშება.

Western & Southern Open

ცინცინატი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 825 280 დოლარი

ფინალი

როჯერ ფედერერი (შვეიც, 1)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2) 6:0, 7:6(7) (იხილეთ ვიდეო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
ისტორია დაიწერა - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასზე გავიდა!
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა