გადავწყვიტეთ, მარიას გარდა გავიხსენოთ სხვა ჩოგბურთელები, რომლებიც კორტზე თამაშის პარალელურად, ბიზნესითაც არიან დაკავებულნი

უკვე არაერთხელ დავწერეთ იმის შესახებ, რომ რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ საკონდიტრო ნაწარმის საკუთარი ხაზი გამოუშვა და მისი პრეზენტაცია 21 აგვისტოს, ნიუ იორკში გაიმართა (იხილეთ ვიდეო).

რამდენად წარმატებული იქნება მსოფლიოს მესამე ჩოგანის ეს წამოწყება, მომავალი დაგვანახებს. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, მარიას გარდა, გავიხსენოთ სხვა ჩოგბურთელები, რომლებიც კორტზე თამაშის პარალელურად, ბიზნესითაც არიან დაკავებულნი.

მარია შარაპოვა

25 წლის მარია შარაპოვა უკვე დიდი ხანია, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენია მსოფლიოში, თუმცა ის ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

ორი წლის წინ მარიამ თავის მრავალწლიან სპონსორთან, NIKE-თან ახალი, რვაწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ღირებულება 70 მილიონი დოლარია.

გარდა ამისა, ამ ხელშეკრულების მიხედვით, ის პროცენტს იღებს თავისი დიზაინით შექმნილი საჩოგბურთო კაბების რეალიზაციისგან. და კიდევ, შარაპოვა ქმნის ფეხსაცმელებსა და ჩანთებს "ნაიკის" შვილობილი კომპანიისთვის - Cole Haan-ისთვის.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა "ოქროს გოგონას" ახალი ბიზნეს-იდეის შესახებ - საკონდიტრო ნაწარმი სასაცილო სახელწოდებით - Sugarpova.

თანდათან "შუგარპოვა" რეალურ კონტურებს იღებდა და მისი ფოტოებიც გაჩნდა ინტერნეტში. ეს რუსი ჩოგბურთელის როლან გაროსზე გამარჯვებიდან მეორე დღეს მოხდა. გუშინ კი შარაპოვამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ "შუგარპოვას" გაყიდვა დაიწყო.

ტუჩების, საჩოგბურთო ბურთებისა და სხვა ფორმის კარამელი, მარმელადი და სხვა ტკბილეულობა - ასეთი გახლავთ მარიას ახალი ბიზნეს-პროექტი. ცნობისთვის, ერთი პაკეტის ფასი 5,99 დოლარია.

ვენუს და სერენა უილიამსები

ამერიკელ დებს დიზაინერული განათლება აქვთ. ვენუსმა უნივერსიტეტის დამთავრებამდე გამოუშვა საკუთარი ტანსაცმლის ხაზი - Eleven.

მისი ყველაზე სახელგანთქმული ქმნილებაა - კაბა, რომლითაც ვენუსი 2010 წელს ავსტრალიის ღია პირველობასა და როლან გაროსზე თამაშობდა. თუმცა საზოგადოების ყურადღება მიიპყრო არა კაბამ, არამედ ხორცისფერმა ტრუსებმა - ეს მეტად თამამი სვლა იყო. ცოტა ხნის წინ კი Eleven-ით თამაში დაიწყეს არინა როდიონოვამ და ვარვარა ლეპჩენკომ.

ტანსაცმლის გარდა, ვენუსი ინტერიერის დიზაინით არის დაკავებული. მისი კომპანიის - V*Starr Interiors-ის რეზიუმეშია ტელეპროგრამა Tavis Smiley Show-ს გადასაღები მოედანი, ნიუ იორკის ოლიმპიური სოფლის საცხოვრებელი ოთახები (ქალაქი პრეტენზიას აცხადებდა 2012 წლის თამაშებზე), აგრეთვე ოფისები და აპარტამენტები პალმ-ბიჩის რაიონში.

სერენას პირად ბრენდს ჰქვია - Aneres ("სერენა" - პირიქით). და მალე გაიხსნება ამ მარკის ინტერნეტ-მაღაზია.

"ყველაზე მეტად მე მიყვარს კაბებისა და მაისურების მოფიქრება.

ახლა ჩანთების შექმნის მოთხოვნილები გამიჩნდა, თუმცა მოდის სკოლაში ამით არ ვიყავი დაკავებული; სამაგიეროდ, მამაკაცის ტანსაცმელს ვქმნიდი.

ასევე, Aneres-ის ეგიდით ვუშვებ საიუველირო ხაზს. ეს ნამდვილი საიუველირო პროდუქციაა, ათობით ათასი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა - ჩემი შემთხვევა არ არის. ჩემი ხაზი იმათთვის იქნება, ვინც ჩემსავით ვერ იტანს ბიჟუტერიას და უნდა ნამდვილი სამკაულის შეძენა, ოღონდ მისაღებ ფასში", - ამბობს სერენა.

არნო კლემანი და მიკაელ ლოდრა

ფრანგ ჩოგბურთელებს ერთად ბევრი ტურნირი აქვთ მოგებული, მათ შორის 2007 წლის უიმბლდონი, მაგრამ მათი ბოლო მიღწევა ჩოგბურთს არ უკავშირდება.

გასულ თვეში საფრანგეთის ქალაქ დიჟონში ჩოგბურთელებმა რამდენიმე კომპანიონთან ერთად გახსნეს ღვინის ბარი, რომლის სახელწოდებაა - Dr Wine და იქ 150 დასახელების ღვინის შეკვეთაა შესაძლებელი. ბარი ძველ შენობაშია განთავსებული და იქვე მუშაობს მაღაზია, აგრეთვე კლუბი, 50 მუდმივი წევრით.

კაროლინ ვოზნიაცკი

ვოზნიაცკების ოჯახმა სწრაფად მოახდინა კაროლინის წარმატებების კონვერტაცია სპონსორულ კონტრაქტებში. სულ რაღაც ორი სეზონის განმავლობაში, დანიელი ჩოგბურთელი "ადიდასის", Turkish Airlines-ის, Compeed-ისა და რამდენიმე დანიური კომპანიის სახე გახდა.

ამასთან ერთად, ჩოგბურთელის მამამ ქალიშვილის სახელობის საჩოგბურთო აკადემია გახსნა. პეტრა კვიტოვას ფიტნეს-მწვრთნელმა, რომელსაც უფროსი ვოზნიაცკი სამსახურს სთავაზობდა თავის აკადემიაში, ასე დაახასიათა დანიელების ბიზნეს-პროექტი:

"მას ფანტასტიკური პროექტი აქვს. პეტერ ვოზნიაცკი გეგმავს კაროლინ ვოზნიაცკის სახელობის გლობალური აკადემიის გახსნას. პროექტს დააფინანსებენ რომან აბრამოვიჩი და არაბი შეიხი. აკადემიაში ისწავლიან 14-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები ყველა კონტინენტიდან. აკადემია სამ-სამი თვე იმუშავებს ევროპაში, დუბაისა და ჩინეთში. მთავარი მიზანი - 2016 წლის ოლიმპიადის ჩემპიონის აღზრდაა".

ჯერჯერობით Wozniacki Tennis Academy მხოლოდ დანიაში მუშაობს - ქალაქ ფარუმის საჩოგბურთო კლუბის ბაზაზე. პეტერ ვოზნიაცკისა და კენეტ კარლსენის პროგრამით აკადემიაში წლიური სწავლის საფასური 6 ათას დოლარს შეადგენს.

ამასობაში თავად კარომ დიზაინერობას მიჰყო ხელი - ოღონდ უილიამსების მსგავსად არა ტანსაცმლის, არამედ თეთრეულის. დანიურ მარკა JBS-თან ერთად, ჩოგბურთელმა შეიმუშავა თეთრეულის ხაზი, სახელწოდებით This Is Me, რომელიც შემდეგ თვეში გამოვა გაყიდვაში.

"იმას, რასაც ვატარებთ - ჩვენი ხასიათის გამოხატულებაა. ამიტომაც გადავწყვიტე, შემექმნა თეთრეულის საკუთარი ხაზი იმ გოგონებისთვის, რომლებსაც სურთ კარგად გამოიყურებოდნენ და ეძებენ იმას, რაც სწორედ მათ მოუხდებათ", - ამბობს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.

დანიელ ნესტორი

დანიელ ნესტორს მალე 40 წელი შეუსრულდება, მაგრამ ასაკი არ აფერხებს მის საჩოგბურთო კარიერას - ბელარუს მაქს მირნისთან ერთად, კანადელი სათავეში უდგას წყვილთა რეიტინგს. ჩოგბურთის გარდა, მისი კიდევ ერთი გატაცება - მეღვინეობაა.

"ბოლო 20 წლის განმავლობაში კანადაში მეღვინეობის ინდუსტრია მსოფლიო დონეზე გავიდა. ამიტომაც გადავწყვიტე, შემექმნა პრემიუმ-კლასის ღვინოების ხაზი", - თქვა ჩოგბურთელმა და წელს, გაზაფხულზე რეალიზაციაში ჩაუშვა ღვინოების ხაზი - Daniel Nestror’s Match Point. კანადურ ქსელში ერთი ბოთლის ფასი 12,99 დოლარია და სასმელს კრიტიკოსთა დადებითი შეფასება აქვს.

როჯერ ფედერერი

2005 წლის ბოლოს გაყიდვაში გამოვიდა მამაკაცების კოსმეტიკა როჯერ ფედერერისგან: შხაპის გელი, ლოსიონი გაპარსვის შემდეგ, დეზოდორანტი და ოდეკოლონი. ინტერნეტ-მომხმარებლები ხუმრობდნენ, რომ ეს კოსმეტიკური საშუალებები გვეხმარება ჩოგბურთის თამაშში ისე, როგორც ამას შვეიცარიელი "მაესტრო" აკეთებს.

მაგრამ ფედერერის ეს წამოწყება არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. ბიზნესმა ოთხი წელი იარსება, სანამ 2009 წლის ბოლოს შვეიცარიელის კანტორა არ დახურეს. ამ სფეროში სპეციალისტებმა ჩოგბურთელს აუხსნეს, რომ კოსმეტიკურ ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია და იქ გვერდიდან მისული ადამიანი წარმატებას იშვიათად აღწევს, თუნდაც ის როჯერ ფედერერი იყოს.

თუმცა დღესაც შეიძლება სადმე წააწყდეთ Roger Federer Cosmetics-ის პროდუქციას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე