საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში მეორე თამაშიც მოიგო
21 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებთან სტუმრად გამართა და ერთი ქულის სხვაობით, 96:95 (9-28, 29-26, 34-23, 23-19) დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილებმა, რომლებსაც ბოსნიური მატჩის წინ ტრავმირებული ზაზა ფაჩულია დაუბრუნდათ, შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს და პირველი მეოთხედი სოლიდური უპირატესობითაც მოიგეს - 28:9.

მეორე მეოთხედში მასპინძლებმა გაიბრძოლეს და თავიდან თითქოს მდგომარეობის გამოსწორებაც სცადეს, მაგრამ ქართველი კალათბურთელების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, დაცვაში თამაშისას, ვერაფერი გააწყვეს.

შედეგად, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 54:38 დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მესამე მეოთხედის ბოლო 2-წუთიან მონაკვეთში კი საქართველოს ნაკრებმა თამაში აშკარად ჩააგდო, რითაც ბოსნიელებმა კარგად ისარგებლეს და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 72:77.

ბოლო მეოთხედში მოედანზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ანგარიშში სხვაობა კი მინიმუმამდე შემცირდა. შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, 96:95-ზე, ბურთი ქართველ კალათბურთელებს ჰქონდათ, თუმცა მარტივ სიტუაციაში შეცდომა დაუშვეს და 6 წამით ადრე მასპინძლებს ჩააბარეს.

საბედნიეროდ, ბოსნიელ კალათბურთელთა ბოლო იმედის შეტევას შედეგი არ მოჰყვა და შეხვედრა იგორ კოკოშკოვის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას იგორ კოკოშკოვის გუნდი შინ, 24 აგვისტოს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

m.
მადლობა ბიჭებს–ბრავო კოკოშკოვის სტრატეგიას–მოზგავს ....
cotne
misham მგონი იხუმრა აქ. ანუ ირონიულად. მე ესე გავიგე
მძლეველი
უძლევი, რა კალათბურთის დარბაზი არ აშენებულა?! რა სისულელეებს ამბობ. ცოტა დაფიქრდი და ისე ილაპარაკე. როგორც მინიმუმ ქუთაისში აშენდა ერთი დიდი სპორტის სასახლე.
ზურა
გილოცავთ ბიჭებო!!!! ეგრე ბოლომდე. მაგრად ვინერვიულე :)))
უძლევი
misha წადი შენი! 9 წელი საკალათბურთო დარბაზი არ აგიშენებიათ საქართველოში, ნაციონალური მოძრაობა ზრუნავს კალათბურთზე? წადი შენი! დიდი ამბავი თუ არ გაყევით ბოსნიაში, დიდი მსხვერპილი გაგიღიათ თქვენმა მზემ. აბა ესპანეთში ყოფილიყო თუ არ გაყვებოდით. თქვენი გაპიარებული ურაპატრიოტიზმი არ გაიშვა ფულის მონა ნაციონალებო. ეს ისე, მიშარასტებს ჩემი კომპლიმენტი. კალათბურთელების დამსახურება არის ეს გამარჯვება და ამისთვის მადლობა. ნუ ეწებებით ტკიპასავით ნაცებო ღირსეულ ხალხს, ჩვენს კალათბურთელებს და სპორტსმენებს. თქვენი ჯიბიდან არ ფინანსდება სპორტი, ქართველი ხალხის ჯიბიდან ფინანსდება და ისიც ბევრი ხარჯი გადასამოწმებელია როგორ იხარჯება.
misha
გილოცავთ სრულიად საქართველოს!!!!ახლაც ვერ დაინახავთ ნაციონალური მოძრაობის დამსახურებას საქართველოს წინსვლაში?!ესაა ვარდების რევოლუციის შედეგი.და მინდა ყველამ იცოდეს რომ,ჩვენ დიდი სურვილის მიუხედავად მაინც არ წავყევით ნაკრებს ბისნიაში,რადგან ცუდადა აქვთ დაცდილი ბიჭებს ჩვენი თანდასწრებით თამაში,აი ამაშია ჩვენი დამსახურება,რომ ხელი არ შევუშალეთ მათ.თუ თბილისშიც დავძლევთ ცდუნებას და ხელს არ შევუშლით ჩვენს გმირებს,მაშინ კი უნდა შემოხაზოთ ყველამ
state
მადლობა ყველას!! ასეთი დაძაბული კალათბურთის მათჩი არ მინახავს!!! საღოლ ბოსნიელებს და რაღა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენს გმირებს!!
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა