ბალტიის თასის ფინალში ლიტვური "რიტასის" ძლევის შემდეგ ესტონური "ტარტუ როკი" შვედეთში თავდაჯერებული ჩავიდა...

ბალტიის თასის ფინალში ლიტვური "რიტასის" ძლევის შემდეგ ესტონური "ტარტუ როკი" შვედეთში თავდაჯერებული ჩავიდა. ცინცაძის თანაგუნდელებს ნორჩოპინგში "დელფინებთან" ბალტიის ლიგის გახსნითი მატჩი უნდა ეთამაშათ.

"როკერთა" მწვრთნელმა ინდრიკ ვესპაანუმ გიორგი ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გაამწესა და სწორედ ქართველი გამთამაშებლის სამი შედეგიანი გადაცემის შემდეგ სტუმრებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს - 12:2.

პირველი პერიოდის ბოლოს შვედებმა ნაკრების წევრ კიელბომის აქტიურობით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, თუმცა დიდი შესვენების მოახლოებასთან ერთად კვლავ გააქტიურდა მოედანზე დაბრუნებული ცინცაძე. მისი 6 ქულის და ერთი პასის შედეგად "როკმა" პირველი ტაიმი 47:37 მოიგო. მესამე პერიოდზე სათქმელი ბევრი არაფერია, მეოთხეში კი მოვლენები დრამატულად განვითარდა, რომ იტყვიან, ესტონელებმა მოგებული მატჩი წააგეს: იანარ ტალტსის 7 ქულას "ბუმ" ორი მიამატა და ძირითადი დროის დასრულებამდე 7 წუთით ადრე "როკი" იმ ანგარიშით დაწინაურდა, საქართველოს ნაკრებმა თბილისში პორტუგალია რომ დაამარცხა - 73:57. შვიდ წუთში 16-ქულიანი ფორის განიავება "როკერთა" თავკაცს წარმოუდგენლად ეჩვენა და ცინცაძის დასვენება გადაწყვიტა - მის ნაცვლად სოკი შეიყვანა. მომდევნო ოთხ წუთში შვედებმა დიდი გაქცევა მოაწყვეს (15:3) და სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (72:76). სწორედ ამის შემდეგ დააბრუნა მწვრთნელმა ქართველი პლეიმეიქერი, თუმცა ათამაშებული მეტოქეების შეჩერება ვეღარც ცინცაძემ მოახერხა... ძირითადი დროის დასრულებას წამი უკლდა, როცა მასპინძელმა აიუბამ ანგარიში გაათანაბრა (76:76) და მატჩი დამატებით დროში გაგრძელდა.

მეხუთე პერიოდის ბოლოს ცინცაძემ ერთმანეთის მიყოლებით ორი ორქულიანი ჩააგდო, თუმცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო - ოვერტაიმში "როკერებს" ძალა აღარ ეყოთ და 88:97 დამარცხდნენ.

შვედების გამარჯვება პირველ რიგში იოაკიმ კიელბომის დამსახურებაა, რომელმაც 27 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა. როკერთაგან ყველაზე სასარგებლო გიორგი ცინცაძე და კალისტას ეზიუკვე იყვნენ. კამერუნელმა 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, "ბუს" მონაგარი აეთი იყო: 27 წუთი, 12 ქულა, 5-5 მოხსნა-ჩაჭრა, 7 პასი. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მატჩის წინ გამოქვეყნდა "ტარტუ როკის" თავკაცის ინდრიკ ვესპაანუს ინტერვიუ. ერთგან კითხვა-პასუხი მთლიანად ცინცაძეს ეძღვნება:

- ცინცაძე მრავალმხრივი კალათბურთელია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, დიდი გამოცდილება აქვს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ემოციური მოთამაშეა, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მისი ემოციურობა გუნდს მხოლოდ დადებით მუხტს შემატებს.

ქართველი უკანახაზელის მთავარი პლუსი ისაა, რომ მთელ გუნდს ათამაშებს. სადღეისოდ შეიძლება, ახლა იგი ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ ეს დროის ამბავია – დღითიდღე უმატებს და გუნდისთვის მეტი სარგებელი მოაქვს.

ბალტიის ლიგაში მორიგ მატჩს "როკი" 5 ოქტომბერს ჩაატარებს - ლატვიურ "ვალმეირას" ტარტუში მიიღებს. ეს ტურნირი წლეულს განსხვავებული სისტემით ტარდება: ორი გრანდი, "რიტასი" და "ჟალგირისი" პირველ ჯგუფურ ტურნირში არ მონაწილეობენ. ისინი შეჯიბრებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვებიან. პირველ ჯგუფურ ეტაპზე 12 გუნდი წრიული სისტემით საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის.

ესპანეთის ჩემპიონატი "ესტუდიანტესი"-"რეალის" მატჩით გაიხსნა. სტუდენტთა ახალწვეულმა ტაირონ ელისმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 19 წუთი ითამაშა და ეფექტურობით ვერ გამოირჩა - 1 ქულა, 2 პასი.

მადრიდულ დერბიში "რეალმა" 84:79 იმარჯვა.

ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო" კვირას მის ყოფილ კლუბ "ფუენლაბრადას" ეწვევა. ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდი" დღეს "კახასოლს" ეთამაშება, ხოლო ტორინ გრინის "გრან კანარია" პირველ ტურში ისვენებს. კუნძულელები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადებიან - 6 ოქტომბერს ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიულ "ზაგრებს" დაუხვდებიან.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა