70 წლის ლოის გუდმენს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ელის
70 წლის ლოის გუდმენი, რომელიც უკვე 10 წელია ამერიკის ღია პირველობაზე ხაზის არბიტრად მუშაობდა, პოლიციამ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ქალი 21 აგვისტოს, ნიუ იორკის სასტუმროში დააკავეს, სადაც ის ამერიკის ღია ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე მუშაობისთვის მოსამზადებლად ჩავიდა.

საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გუდმენი ნიუ იორკის ციხეში მანამდე დაჰყოფს, სანამ მისი ლოს ანჯელესში ექსტრადაცია განხორციელდება. თუ იქ გუდმენს ბრალი დაუმტკიცდა, სამუდამო პატიმრობა ელის.

მსაჯს იმაში ადანაშაულებენ, რომ მან 17 აპრილს ქმარი, 80 წლის ალან გუდმენი ლოს ანჯელესში, საკუთარ ბინაში ყავის ჭიქით სიკვდილამდე მიიყვანა. ქალმა პოლიციაში დარეკა და აცნობა, რომ მეუღლე შინ გარდაცვლილი ნახა და ვარაუდობდა, რომ გულის შეტევა დაემართა და კიბიდან ჩამოვარდა. თუმცა პოლიციას ცოლის ნაამბობი საეჭვოდ მოეჩვენა.

გუდმენების სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და გატეხილი ჭიქა იპოვეს. ექსპერტიზის მონაცემებით, მსხვერპლის თავზე აღმოჩენილი დაზიანებები მეტყველებს, რომ ისინი სწორედ ამ საგნის ჩარტყმით იყო მიყენებული.

აგვისტოში საქმე მკვლელობად გადაკვალიფიცირდა და სასამართლოში დაბრუნდა, რის შემდეგაც გუდმენის დაპატიმრების ორდერი გაიცა.

ამერიკის საჩოგბურთო ასოციაციის წარმომადგენლისა და ამერიკის ღია პირველობის მფლობელის, ტიმ კარის თქმით, ტურნირის ორგანიზატორებმა არ იცოდნენ, რომ გუდმენის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა