საქართველოს ჩემპიონატი ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. მანამდე ზოგი გუნდი შეკრებაზეა, ზოგიც შევსებაზე ფიქრობს. სხვებთან ერთად "სოხუმიც" სერიოზულად ძლიერდება...
საქართველოს ჩემპიონატი ოქტომბრის ბოლოს დაიწყება. მანამდე ზოგი გუნდი შეკრებაზეა, ზოგიც შევსებაზე ფიქრობს. სხვებთან ერთად "სოხუმიც" სერიოზულად ძლიერდება.

საქართველოში ჩამოვიდა კოლეჯების ლიგაში გამოცდილი ლაშა ფარღალავა, რომელიც სექტემბერში ლიტვურ "პალანგაში" ვარჯიშობდა.

- თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ გუნდს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა და "პალანგა" ყველა ლეგიონერმა დატოვა. მეც დღეს, 1 ოქტომბერს, ჩამოვედი საქართველოში, - გვითხრა ლაშამ და დასძინა:

- დღეიდან "სოხუმს" შევუერთდები და ახალი სეზონისთვის მოვემზადები. ვარჯიშს ვაჟა კვარაცხელიას გუნდში დავიწყებ, თუმცა ჯერ არ ვიცი, ბოლომდე აქ დავრჩები თუ არა.

საინტერესოა კიდევ ორი კალათბურთელის საკითხი. გასულ კვირას "სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ გვითხრა, რომ ორი ამერიკელის დამატებას აპირებს - ძმების კარლ და რიჩარდ დამუსების, რომლებიც შარშან ესპანეთის ება-ს ლიგაში თამაშობდნენ. ისინი თბილისში ამ უქმეებზე ჩამოვლენ.

...თუმცა ეს ბოლო საინტერესო ინფორმაცია როდია - "სოხუმი" ორ ლეგიონერზე არ შეჩერდება, მესამესაც დაიმატებს. მაგრამ, ვინ ჩამოვა საქართველოში, ჯერ დაზუსტებული არ არის.

მიმდინარეობს მოლაპარაკება მოუკ მაკკერისთან. იგი ტანმაღალი კალათბურთელია და მსუბუქ ფორვარდად თამაშობს. თუ მისი დამატება ვერ მოხერხდა, "სოხუმში" როდერიკ ფლემინგი ჩაირიცხება.

მაკკერის ან ფლემინგს სოხუმელები ორ კვირაში ელიან. სადღეისოდ "სოხუმში" ვარჯიშობენ:,გიგა კვეტენაძე, ირაკლი ჩლაიძე, ირაკლი სორდია, თემურ კანკია, ვანო აბულაძე, ნიკა გაბელია, გელა კოპალიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა