ნიუ ჰევენში მიმდინარე ქალთა ტურნირის დასრულება ვერ შეძლო მსოფლიოს მეორე ნომერმა, პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ
ამ კვირას ამერიკის ქალაქ ნიუ ჰევენში მიმდინარე ქალთა ტურნირის დასრულება ვერ შეძლო მსოფლიოს მეორე ნომერმა, პოლონელმა აგნიეშკა რადვანსკამ.

მან შეწყვიტა პირველი წრის მატჩი ბელარუსი ოლგა გოვორცოვას წინააღმდეგ. იმ მომენტისთვის ანგარიში იყო 6:0, 2:1 ბელარუსი ჩოგბურთელის სასარგებლოდ.

აი, როგორ ახსნა თავისი გადაწყვეტილება პოლონელმა ჩოგბურთელმა: "ბოლო ორი კვირის განმავლობაში მხარის არეში ტკივილს ვგრძნობ. პრობლემები ამერიკული ტურნირების სერიის დროს დაიწყო. როგორც ჩანს, ოლიმპიადის შემდეგ საფარის მკვეთრმა ცვლილებამ ითამაშა თავისი როლი.

ვფიქრობ, "დიდი სლემის" ტურნირი - ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია სეზონში. ამიტომაც გადავწყვიტე ამერიკის ღია პირველობის წინ ცოტათი დასვენება და ამ ტურნირის სტარტისთვის თავის მოწესრიგება".

ამასობაში გაირკვა, რომ კიდევ ერთი ცნობილი ჩოგბურთელი გამოტოვებს ამერიკის ღია პირველობას. ეს გახლავთ რუსი ვერა ზვონარევა. უარის მიზეზი ვირუსული ინფექცია გახდა.

ზვონარევამ, რომელიც მე-16 ადგილს იკავებს მსოფლიოს კლასიფიკაციაში, წელს უკვე გამოტოვა "დიდი სლემის" ტურნირი - როლან გაროსი. მაშინ მიზეზი მხრის ტრავმა იყო. ამავე დაზიანების გამო მან ვერ დაასრულა უიმბლდონზე მესამე წრის მატჩი კიმ კლაისტერსის წინააღმდეგ.

ლონდონის ოლიმპიადაზე რუსმა მერვედფინალური შეხვედრა დათმო მომავალ ჩემპიონთან, ამერიკელ სერენა უილიამსთან.

ზვონარევას ყველაზე დიდი მიღწევა ამერიკის ღია პირველობაზე ფინალში გასვლაა. ეს 2010 წელს მოხდა და მაშინ რუსმა ორ სეტში წააგო გადამწყვეტი მატჩი კლაისტერსთან.

გუშინდელ ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებენ რუსი სვეტლანა კუზნეცოვა, ესტონელი კაია კანეპი და იტალიელი ფლავია პენეტა.

"დიდი სლემის" რიგით მეოთხე ტურნირი 27 აგვისტოს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა