"დალას მავერიქსის" მფლობელმა აღიარა, რომ ნეგატიურად მიიღო ვეტერანი გამთამაშებლის გადაწყვეტილება კარიერის "ნიუ იორკში" გაგრძელების შესახებ
"დალას მავერიქსის" მფლობელმა მარკ ქიუბანმა აღიარა, რომ ნეგატიურად მიიღო ვეტერანი გამთამაშებლის, ჯეისონ კიდის გადაწყვეტილება კარიერის "ნიუ იორკში" გაგრძელების შესახებ. მან ისიც განაცხადა, რომ წინააღმდეგია, კიდის მაისურა სამუდამოდ დაკიდოს "მავერიქსის" საშინაო არენის თაღზე.

"ძალიან განაწყენებული დავრჩი, როცა კიდი "ნიუ იორკში" გადავიდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ჩვენთან დაბრუნდებოდა. ერთი პირობა ძალიან გაბრაზებული ვიყავი.

გასაგებია, რომ ჯეისონი ზრდასრული ადამიანია და თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს. მაგრამ არ შეიძლება ასე მკვეთრად საკუთარი გეგმების და შეხედულებების შეცვლა.

ცხადია, ერთ მშვენიერ დღეს ამას შევეგუები, მაგრამ ამ მომენტისთვის წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ კიდის მაისურა ჩვენი არენის თაღზე ჩამოკიდონ. ჩვენ არ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან იმ მოთამაშის ნომერი, რომელსაც გუნდში დარჩენა არ უნდა.

ყოველთვის ვამბობდი, რომ მაისურის თაღქვეშ დაკიდების მთავარი პირობა "მავერიქსის" რიგებში ჩემპიონობის მოპოვებაა.

ჯეისონ ტერის ამის კარგი შანსი აქვს, ნოვიცკისთან მიმართებაში ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ არ შემიძლია, კიდი ამ ორი კალათბურთელის გვერდით დავაყენო", - ამბობს ქიუბანი ESPN-თან ინტერვიუში.

გარდა ამისა, "დალასის" მფლობელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არასოდეს განიხილავს სხვა კლუბებთან ვეტერანი გერმანელის, დირკ ნოვიცკის გაცვლის საკითხს.

"დირკ ნოვიცკის არასოდეს გავცვლი. თუ ჩვენ კონკრეტულ წინადადებას მივიღებთ, რა თქმა უნდა, დაველაპარაკებით დირს, მაგრამ ნოვიცკის კარგად ვიცნობ - ის არასოდეს მისცემს თანხმობას ტრეიდს", - განაცხადა ქიუბანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა