ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარმა ვარსკვლავმა ტრადიციას არ უღალატა და მეშვიდედ მოაწყო პირადი ტურნე ჩინეთში

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მთავარმა ვარსკვლავმა - ლებრონ ჯეიმსმა ტრადიციას არ უღალატა და მეშვიდედ მოაწყო პირადი ტურნე ჩინეთში.

"მაიამი ჰიტის" ლიდერი ამ ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, როცა ლებრონი პეკინის ტანვარჯიშის დარბაზში გამოჩნდა და მას რამდენიმე ათასი ფანი გამაყრუებელი ყიჟინით მიესალმა.

წლევანდელი ტურნე ჯეიმსისთვის განსაკუთრებულია - ის პირველად ჩავიდა ჩინეთში NBA-ს ჩემპიონის რანგში. და საერთოდაც, ლებრონს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა - ტიტულის მოგების გარდა, ის გახდა NBA-ს ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე, ცოტა ხნის წინ კი კარიერაში მეორე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

"თავს უდიადეს ადამიანად ვგრძნობ. თქვენ იცით, რომ მოვიგე NBA-ს ჩემპიონატი, პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩები, ფინალის MVP გავხდი და ამას დავუმატე ოლიმპიადის ოქროს მედალი. ეს ყველაფერი ერთ წელიწადში მოხდა და ჩემი ოცნებაც ასრულდა. ეს საოცარი იყო", - გამოაცხადა დარბაზში ჯეიმსმა.

ლებრონი ჩინეთში რამდენიმე აქციაში მიიღებს მონაწილეობას - ერთ-ერთი იქნება საკალათბურთო გალა-საღამო სახელწოდებით - "იპოვნე შენი სიდიადე". ოთხი დღის განმავლობაში მაიამელი ორ ქალაქს - პეკინსა და შანხაის ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ტურნე ჰქონდა კობი ბრაიანტსაც, რომელმაც ერთ-ერთი საჩვენებელი მატჩის დროს 15 წუთში 68 ქულა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა