საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე პლეი ოფში თამაშის თეორიულ შანსს ერთბაშად ექვსი გუნდი ინარჩუნებს...

საქართველოს ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე პლეი ოფში თამაშის თეორიულ შანსს ერთბაშად ექვსი გუნდი ინარჩუნებს. პარადოქსია, მაგრამ მედლებისთვის ბრძოლა ბოლოსწინა ადგილზე მყოფ რუსთავის "ხარებსაც" შეუძლია, რომელიც, წესით, უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე უნდა ზრუნავდეს.

ერთადერთი გუნდი, რომელსაც პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს, საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი თბილისის "ლელოა". გამორიცხული არ არის, მე-12 ტურმა პლეი ოფის სხვა მონაწილეებიც გამოავლინოს.

"ლელო" გათამაშების ლიდერია და სტუმრად ეთამაშება ქუთაისის "აიას", რომელმაც ზედიზედ სამჯერ წააგო და სატურნირო ცხრილის პირველი საფეხურიდან მეოთხეზე ჩამოქვეითდა. ქუთათურები ქვეყნის ჩემპიონსა და თასის მფლობელს ფოთში უმასპინძლებენ, რადგან ვანის სტადიონი, სადაც "აია" საშინაო შეხვედრებს მართავდა, დისკვალიფიცირებულია.

"აიას" სერიოზული კრიზისი აქვს. გუნდმა მეორე წრის პირველ ტურში უშუალო კონკურენტის, თბილისის "ვისოლი\ყოჩების" დამარცხების შემდეგ ზედიზედ სამი შეხვედრა დათმო უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ გუნდებთან.

შეიძლება ითქვას, რომ ქუთათურებმა პლეი ოფში ნაადრევად დაიგულეს თავი და ფიქრით უკვე იქ არიან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ყველა წაგებულ მატჩში სათამაშო უპირატესობას "აია" ფლობდა. თუმცა მოგება ვერაფრით მოახერხა.

ამის მიზეზი კი ერთია, ცუდი სათამაშო დისციპლინა. ქუთაისელი მორაგბეები დაცვაში თამაშისას ხშირად სცოდავდნენ, მეტოქეს წესების დარღვევით ებრძოდნენ. თავად განსაჯეთ, არმაზელმა მგეზავმა დავით კიკნაძემ "აიას" კარში რვა საჯარიმო დაარტყა და ექვსი გაიტანა. ამდენივეს გატანა შეძლო, ოღონ შვიდი მცდელობიდან, "აკადემიას" შერკინების კვაჭმა ბექა მეკოკიშვილმა. 18-18 ქულა მხოლოდ საჯარიმოებიდან ცოტა არ არის.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ "აიას" თითქმის ყველა მატჩის გამართვა სტუმრად უწევს და არც ფოთის სტადიონია მშობლიური გარემო.

მართალია, "ლელომ" წინა ტურში "ვისოლი\ყოჩებთან" წააგო, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვს. ეს ლელოელებს ზედმეტი ფსიქოლოგიური ტვირთისგან ათავისუფლებს, მაგრამ არაფრით მოადუნებს მათ საბრძოლო შემართებას. პირველ წრეში "აიამ" გორში "ლელოს" დამარცხება შეძლო და ახლა ქვეყნის ჩემპიონი რევანშის აღებას შეეცდება.

ამ მატჩის პროგნოზისგან თავს ვიკავებთ.

უშეღავათო ბრძოლა გაიმართება ვაკეში, "ლოკომოტივის" სტადიონზე, სადაც "აკადემია" რუსთავის "ხარებს" უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფი გუნდები პირველ წრეში არნახული თავდადებით იბრძვიან და რამდენიმე სიურპრიზიც შემოგვთავაზეს. მაგალითად: "ხარებმა" ჩემპიონატის ფავორიტების, "ლოკომოტივისა" და "აიას" დამარცხება შეძლეს. ქუთაისური გუნდს"აკადემიამაც" მოუგო.

"აკადემიას" და "ხარებს" რვა-რვა ქულა აქვთ და, შესაბამისად, მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ. ამდენად, სატურნირო თვალსაზრისით თამაშის შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მოგებული, შესაძლოა, მეშვიდე ადგილზე გასვლასაც გადაურჩეს და უმაღლეს ლიგაში დასარჩენ შეხვედრაში მეორეადგილოსან პირველლიგელთან თამაშსაც.

"აკადემიამ" პირველ წრეში რუსთავში 17:3 მოიგო და, "ლელოს" პროგნოზით, მცირე სხვაობით ამჯერადაც გაიმარჯვებს.

პლეი ოფში მოხვედრის კარგი შანსი აქვს თბილისის "არმაზსაც", თუმცა საამისოდ სამივე დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს. ეს კი ძალიან ძნელი საქმეა, რადგან მე-12 ტურში არმაზელთა მეტოქე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი და წლევანდელი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი "ლოკომოტივია".

რკინიგზელები 14 ქულით ახლა მესამე ადგილზე არიან და ყველაფერს იღონებენ, რათა რეგულარული გათამაშება პირველ ან მეორე ადგილზე დაასრულონ, რაც შესარჩევ ფინალში თამაშის უფლებას მისცემს.

პირველ წრეში "ლოკომოტივმა" მეტოქე 24:7 დაამარცხა. "ლელოს" პროგნოზით, რკინიგზელები მინიმუმ რვა ქულით მოიგებენ.

"ვისოლი\ყოჩებისა" და აუტასაიდერ "ბათუმი XV"-ს დაპირისპირებაში ფავორიტი თბილისური გუნდია. "ვისოლი\ყოჩებმა" ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს და ახლა 15 ქულით მე-2 ადგილზე არიან.

შარშანდელი ვიცე-ჩემპიონის მდგომარეობა კი ძალზე რთულია. ბათუმელები ოთხი ქულით ჩამორჩებიან მეშვიდეადგილოსან "ხარებს" და დაწევა გაუჭირდებათ.

პირველ წრეში "ბათუმი XV" შინ დამარცხდა -17:35. "ლელოს" მიაჩნია, რომ დაახლოებით ასეთივე სხვაობით ისევ თბილისელი მორაგბეები მოიგებენ.

XII ტური, 2 ოქტომბერი

არმაზი-ლოკომოტივი, ვისოლი\ყოჩები-ბათუმი XV, აია-ლელო, აკადემია-ხარები

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლელო 11 8 0 3 +153 16

2. ყოჩები 11 7 1 3 +60 15

3. ლოკომოტივი 11 7 0 4 +68 14

4. აია 11 7 0 4 +51 14

5. არმაზი 11 4 1 6 -92 9

6. აკადემია 11 3 2 6 -27 8

7. ხარები 11 4 0 7 -124 8

8. ბათუმი XV 11 2 0 9 -92 4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...