ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი პირველი ლიგის B ზონაშია და ახალ სეზონს 25 აგვისტოს აჩაბეთის "ლიახვთან" მატჩით გახსნის
გასულ სეზონში პლეი აუტში მოთამაშე ცხინვალის "სპარტაკს" ბოლომდე ჰქონდა უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი, მაგრამ ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა დასკვნით ტურში გადამწყვეტი მატჩი ბათუმის "დინამოსთან" შინ წააგო და უძლიერესთა რიგებს დაემშვიდობა.

ჯერ კიდევ ივნისში ითქვა, რომ ცხინვალელები უმაღლეს ლიგაში დასაბრუნებლად იბრძოლებდნენ და მზადებისთვის თადარიგიც ადრიანად დაიჭირეს.

"სპარტაკი" ახალი სეზონისთვის 1 ივნისიდან მოყოლებული ემზადება. შემადგენლობის შენარჩუნება პირველი კი არა, უმაღლესი ლიგის გუნდებსაც უჭირთ და ცხინვალელთა კლუბიც არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა - ნიკოლოზ მაისურაძემ და თეიმურაზ შარაშენიძემ საჩხერის "ჩიხურას" მიაშურეს; სერგი ორბელაძე, ნოდარ მაჭავარიანი და გელა ხუბუა ბოლნისის "სიონში" ჩაირიცხნენ; ბადრი ტეტუნაშვილი "ვიტ ჯორჯიაშია", ხოლო ზვიად ლობჯანიძე - რუსთავის "მეტალურგში".

ამათ გარდა, "სპარტაკში" აღარ თამაშობენ გამოცდილი ფორვარდი ლევან მელქაძე და მცველი დავით ლომაია...

ლაშა ჩაფიძე და კონსტანტინე გაბაშვილი თბილისის "დინამოდან" იჯარით იყვნენ აყვანილები, საიჯარო კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და ცხინვალელებს დაემშვიდობნენ.

როგორც ხედავთ, სპარტაკელთა დანაკლისი სოლიდურია, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოთამაშე მაინც შეინარჩუნა.

"სპარტაკის" კარს კვლავაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარე გიორგი ნადირაძე დაიცავს. ცხინვალელებმა კაპიტანი თეიმურაზ შონიაც შეინარჩუნეს, რომლის გადაბირება არაერთ გუნდს უნდოდა.

კვლავაც ვლადიმერ ხაჩიძის გუნდში არიან ნახევარმცველები ვარლამ კილასონია, თორნიკე თუხარელი, კახაბერ კაკაშვილი, გიორგი ნარიმანიძე, მიხეილ ჯიშკარიანი, თავდამსხმელი დავით გელაშვილი, მცველები ლევან ჭაფოძე და უჩა ბურძენაძე, რომლებიც სხვადასხვა გუნდის ინტერესის სფეროში იყვნენ.

ამას გარდა, "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი დააწინაურა.

"სპარტაკში" მატებაცაა - გუნდს დაუბრუნდა თავდამსხმელი ზვიად მეტრეველი. არიან საინტერესო ახალგაზრდებიც, რომლებმაც, შესაძლოა, თავიანთი სიტყვა ამ სეზონშივე თქვან.

"სპარტაკი", რომელიც თბილისის გარდა, ბაკურიანში ემზადებოდა, საშინაო მატჩებს კვლავ საბურთალოზე, სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით მდებარე "ბენდელას" სტადიონზე ჩაატარებს.

ხაჩიძის გუნდი პირველი ლიგის B ზონაშია და ახალ სეზონს 25 აგვისტოს აჩაბეთის "ლიახვთან" მატჩით გახსნის.

აღსანიშნავია, რომ "სპარტაკი" საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალშიც იგივე მეტოქეს დაუპირისპირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა