"ბარსელონას" 32 წლის ნახევარმცველი საერთაშორისო კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა
ჩავი ერნანდესის ისტორია ესპანეთის ნაკრებში გრძელდება! არადა, ევრო 2012-ზე არცთუ ძლიერი გამოსვლის შემდეგ ესპანეთში იეჭვეს, რომ "ბარსელონას" 32 წლის ნახევარმცველი საერთაშორისო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა.

ამ ხმებს საფუძველი აშკარად ჰქონდა, მაგრამ 23 აგვისტოს უკვე 100%-ით გადაწყდა, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა - ესპანეთის ნაკრების მთავარ მეპასეს (და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ამ კუთხით) 11 სექტემბერს თბილისში ვიხილავთ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, ჩავი მაინც ყველაზე ნაკლებად გახარებული ჩანდა "ფურია როხას" შემადგენლობაში. კიევის "ოლიმპიურის" გასახდელში კი სამომავლო გეგმებზე რომ დაეკითხნენ, მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა - "ვნახოთ".

გადაწყვეტილება საბოლოოდ ასეთია - ჩავი რჩება, რაშიც დიდი როლი შეიტანეს იკერ კასილიასის და დავიდ ვილიას რჩევებმა. მათ, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენიათ "ფურია როხა" ცნობილი 8-იანის გარეშე.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესის დებიუტი "ბარსელონაში" 1998 წელს შედგა. ჩავის კარიერაში 24 დიდი ტიტული აქვს მოპოვებული, ეს კი მაიკლ ფელპსის ოლიმპიურ მედლებზე მეტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa megrelishvili
მართალია, მეტი ტიტული აქვს, მაგრამ მაკლ ფელპსმა რაც მოიპოვა, სულ ოქროს მედლებია(22!), თან ოცდაშვიდი წლისაა და ეს ყველაფერი გააკეთა სამ ოლიმპიადაზე. ამაში არ ითვლება მსოფლიო ჩემპიონატებზე და სხვა ტურნირებზე აღებული მედლები. ანუ, მაიკლ ფელპსი ბევრად ტიტულოვანია, ვიდრე ჩავი.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა