"ფერარის" მეორე პილოტი აცხადებს, რომ მისი მომავალი კარიერის საკითხი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგებს აჩვენებს ის სეზონის მეორე ნახევარში
იტალიური საჯინიბოს - "ფერარის" მეორე პილოტი ფელიპე მასა აცხადებს, რომ მისი მომავალი კარიერის საკითხი იმაზე იქნება დამოკიდებული, რა შედეგებს აჩვენებს ის სეზონის მეორე ნახევარში.

ჯერჯერობით ბრაზილიელი პილოტი ძალიან სუსტ ჩემპიონატს ატარებს - მისი თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო საერთო ჩათვლის ლიდერია, იგივე მანქანით მოასპარეზე მასა კი მე-14 პოზიციაზე იმყოფება და თანაგუნდელს 139 ქულით ჩამორჩება. ბუნებრივია, ეს სიტუაცია მასას "ფერარიში" დარჩენის მინიმალურ შანსს უტოვებს.

"ამ მომენტისთვის არაფერია გადაწყვეტილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, როგორ ვიასპარეზებ სეზონის მეორე ნახევარში. სწორედ სეზონის ამ ნაწილში დაფიქსირებული შედეგების შემდეგ მიიღებს გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას", - ამბობს ბრაზილიელი.

ასე რომ, სეზონის დარჩენილ რბოლებში მასამ, რაც შეიძლება, მეტი ქულა უნდა დააგროვოს. გარდა ამისა, მას სხვა მისიაც ეკისრება - უნდა დაეხმაროს ალონსოს ტიტულის მოგებაში.

"ნებისმიერ რბოლაში პოდიუმზე ასვლა კარგი შედეგი იქნება ჩემთვის. გარდა ამისა, უნდა ვეცადო ყოველთვის ახლოს ვიყო ალონსოსთან, რათა მას ჩემპიონობის მოგებაში დავეხმარო. საერთო ჩათვლაში ჩვენს შორის დიდი სხვაობაა. ამიტომაც გასაგებია, რომ მე გუნდში ეს როლი მერგო. ამაში ახალი არაფერია", - აღიარებს მასა.

ამ სეზონში ალონსომ სამი რბოლა მოიგო, მასა კი ერთხელაც არ ასულა პოდიუმზე და 11 რბოლიდან ექვსში საუკეთესო ათეულის მიღმა აღმოჩნდა. ბოლოს ბრაზილიელი პოდიუმზე 2010 წლის ოქტომბერში ვიხილეთ, რბოლა კი მას 2008 წლის შემდეგ არ მოუგია.

ფორმულა 1-ის ჩემპიონატი 2 სექტემბერს, ბელგიის გრანპრით განახლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა