გორელი სპორტსმენის, ლონდონის 2012 წლის ვიცე-ჩემპიონის პირადი მწვრთნელი მოჭიდავის ახალ წონაში გადასვლის მომხრეა
მე რეკომენდაციას ვაძლევ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს წონის შეცვლაზე. მომავალში მან ამ წონით კატეგორიაში არ უნდა იასპარეზოს" - განაცხადა ოლიმპიადიდან დაბრუნებულმა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ, როცა გორელ ფალავანზე დავეკითხეთ.

საინტერესოა, რას ფიქრობს ამის თაობაზე ხინჩეგაშვილის პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი. აღმოჩნდა, რომ ისიც იზიარებს ამ მოსაზრებას.

"ხინჩეგაშვილმა აუცილებლად უნდა შეიცვალოს წონა. ამ საკითხზე ჯერ კიდევ ოლიმპიადამდე შევუთანხმდი.

მაშინ ვუთხარი, ეს შენი ბოლო დაკლება იქნება-მეთქი. ის დაახლოებით 6-8 კილოგრამს იკლებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს პროცესი ძალიან უჭირს, მაგრამ მაინც არაა სასურველი და აჯობებს, 60-ში გადავიდეს. მჯერა, იქაც წარმატებით იჭიდავებს" - გვითხრა სხირელმა.

ხინჩეგაშვილი ახალ წონაშიც რომ წარმატებით გამოვა, მგონი, ეჭვი არავის ეპარება. საამისოდ სიმაღლეც ჰყოფნის, ბუნებრივი ტალანტითაც გამოირჩევა და თუ სტაბილური წონაც ექნება, ანუ არ მოუწევს დაკლება, შედეგებს წინ არაფერი უდგას.

იმედია, 60-ში იმაზე უფრო წარმატებით გამოვა, ვიდრე - აქამდე ჭიდაობდა, თუმცა მიღწევები არც 55-ში აკლდა: გახდა ევროპისა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, ახალგაზრდებში კი ორ-ორჯერ მოიგო ევროპისა და მსოფლიოს პირველობები.

უბრალოდ, ახალ წონაში დამკვიდრებას ადაპტაცია სჭირდება - სულ სხვა რეალობაა, სხვა სტილი, სხვა მეტოქეები, რომლებიც შესასწავლია... ამ ყველაფერს დრო უნდა, თუმცა ხინჩეგაშვილის ნიჭი, ბუნებრივი მონაცემები გვაიმედებს, რომ ახალ რეალობასთან შესაგუებლად დიდი დრო არ დასჭირდება.

ხინჩეგაშვილის ტიტულები ვახსენეთ და რომ არა მსაჯთა გაურკვეველი ქმედებები შარშან ევროპის პირველობის ფინალში, წლეულს კი - ოლიმპიადაზე, გორელი ფალავანი ორივე შეჯიბრებაში ოქროს მოიპოვებდა.

ეს განსაკუთრებით ოლიმპიადის ფინალზე ითქმის, რომლის მსაჯთა მთელი ბრიგადაც მეორე დღესვე მოხსნეს ოლიმპიადიდან.

საინტერესოა, რომ ორივე ფინალში ხინჩეგაშვილის მეტოქე რუსთა ჩეჩენი ფალავანი ჯამალ ოთარსულთანოვი იყო. სხვათა შორის, ლონდონის ოლიმპიადაზე რუსთა ერთი შეხედვით უძლეველმა ნაკრებმა მხოლოდ ეს ერთი ოქრო მოიპოვა და ისიც ასეთ სამარცხვინო ბრძოლაში!

ნუგზარ სხირელს გიორგი გოგშელიძის (96) კარიერის შემდგომ ბედზეც დავეკითხეთ. მოგეხსენებათ, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა მთავარი ოცნება ვერც ლონდონში აისრულა და ოქროს ვერც ამჯერად შეწვდა, პეკინის მსგავსად, კვლავაც მესამეზე დარჩა.

ცხელ გულზე მან იქვე განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, ოლიმპიურ ოქროზე ოცნება კი ანდერძად ხუთი წლის შვილს დაუტოვა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ყოყმანობს.

ნებისმიერი სპორტსმენის ოცნების მსგავსად, მასაც კარიერის ოქროთი დასრულება სურს, საამისოდ კი ჩინებული შანსი ეძლევა - გაისად ევროპის პირველობა თბილისში ტარდება.

ლონდონიდან დაბრუნებულმა აეროპორტში პირდაპირ გვითხრა, რომ ყოყმანის მიზეზი სწორედ ეს ტურნირია, მაგრამ გადაჭრილ პასუხს მაინც ვერ გვაძლევს. მიზეზი ინტენსიური ტრავმებია - მას ახლაც მყესები აქვს გაგლეჯილი.

სხირელმა შეგირდის კარიერის შემდგომ ბედზე გვიპასუხა, რომ ეს საკითხი მთლიანად სპორტსმენის გადასაწყვეტია. ვიმედოვნებთ, გოგშელიძე მართლაც დარჩება სპორტში და კარიერას გააგრძელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

TGM
მაგარი კაცი... ვენაცვალე, უთუოდ ჩემპიონი
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა