პრაღაში გრძელდება 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს 22 წარმომადგენელი მონაწილეობს
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გრძელდება 8-18 წლის მოჭადრაკეთა ევროპის პირველობა, რომელშიც საქართველოს 22 წარმომადგენელი მონაწილეობს.

23 აგვისტოს მე-7 ტურის პარტიები გათამაშდა. სამწუხაროდ, ჩვენებურები მაინცდამაინც სახარბიელოდ ვერ ასპარეზობენ.

8-წლიან გოგონებში დიანა ლომაიამ გუშინ თეთრი ფიგურებით პოლონელ ზუზანა ადამჩუკთან წააგო, ხოლო სალომე ბეიტრიშვილი ასევე პოლონელ აგნეშკა პოლაკოვსკასთან დამარცხდა. ლომაიას 3,5, ბეიტრიშვილს კი 3 ქულა აქვს.

6-6 ქულით მალაკ ისმაილი (აზერბაიჯანი), მარია კუტიანინა (რუსეთი) და რონით ლევიტანი (ისრაელი) მეწინავეობენ. სამაგიეროდ, ვაჟებში ნიკოლოზ კაჭარავა ყოჩაღობს - მეშვიდე ტურში მან ინგლისელი ჯოშუა ალტმანი დაამარცხა და 6 ქულით რუს დიმიტრი ცოისთან და ბულგარელ ცვეტან სტოიანოვთან ერთად ლიდერობს. საბა ლომსაძეს 4,5 ქულა აქვს.

10-წლიანებში ანასტასია სიდამონიძემ 4,5, თამარ ესაძემ 3,5 ქულას მოუყარეს თავი. 6-6 ქულით პირველ-მესამე ადგილებს ანასტასია ზოტოვა (რუსეთი), ნადია შპანკო (უკრაინა) და ანდრეა ლენგიელი (უნგრეთი) ინაწილებენ.

ქართველი ბიჭების მონაგარი ასეთია: ანტონ ნადირაძე-4, ლუკა ობოლაძე-3,5, დიმიტრი ჯიბუტი-3 ქულა. გათამაშების ცხრილს უდანაკარგოდ ანდრეი ესიპენკო (რუსეთი) უდგას სათავეში.

12-წლიანი გოგონები. ნატა ჯიბუტი-3,5. ანა მარია კაზარიანი (უნგრეთი)-6,5 ქულა. ბიჭები. კოკა ბუკია-4, ლუკა გოგია-3,5, ირაკლი ახვლედიანი-3, ჰაიკ მარტიროსიანი (სომხეთი)-7 ქულა.

14-წლიანები. გოგონები. ნინო ხომერიკი-5, ნინო დახუნდარიძე-3,5, თამარ ფაშკურიძე-3... ანასტასია ფარატზინა (რუსეთი)-6,5 ქულა.

ბიჭები. გიორგი სიბაშვილი-5,5... იან-კშიშტოფ დუდა (პოლონეთი)-7 ქულა. სიბაშვილი მეორე-მეცხრე ადგილებს ინაწილებს.

16-წლიანები. გოგონები. ნატო იმნაძე-5,5, ანა შამათავა-4, დეა გოგიშვილი-3,5... დარია-იონა ვისანესკუ (რუმინეთი)-6,5 ქულა.

ვაჟები. ირაკლი ბერაძე-4,5... ავიტალ ბორუშოვსკი (ისრაელი)-7, კასპერ დრზდოვსკი (პოლონეთი), რომან გრიბი (ბელარუსი)-6-6 ქულა.

18-წლიანები. გოგონებში წარმომადგენელი არ გვყავს.

ვაჟები. შალვა ნადირაშვილი-4... ვადიმ მოისეენკო (რუსეთი), ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი) 6-6 ქულა.

როგორც ვხედავთ, შეჯიბრების დამთავრებამდე 2 ტურით ადრე ჩვენებურთაგან საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსს ხუთიოდე მოჭადრაკე ინარჩუნებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა