ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზურაბ მენთეშაშვილმა ისრაელის მთავარი ლიგის გასული სეზონი თელ ავივის "ჰაპოელში" ჩაამთავრა. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამ ოქროში ჩვენებურის წვლილიცაა...

ლადოს ისევ გააქვს. სად არის კაშია?

ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ზურაბ მენთეშაშვილმა ისრაელის მთავარი ლიგის გასული სეზონი თელ ავივის "ჰაპოელში" ჩაამთავრა. ეს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა და ამ ოქროში ჩვენებურის წვლილიცაა. სეზონის დასრულებასთან ერთად ზურას კლუბთან კონტრაქტი დაუმთავრდა. "ჰაპოელს" მენთეშაშვილის დათმობა არ უნდოდა, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად, თელავიველებმა ქართველს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივეს. მენთეშაშვილმა რუსეთს მიაშურა და სამარის "კრილიაში" ერთ საკონტროლო შეხვედრაში ("დიორი ეტოსთან" 0:1) პირველი ტაიმი ითამაშა.

სამარელებს ჩვენებური მოეწონათ, მაგრამ ზურას ტრანსფერი ერთ-ერთი სლოვაკი ნახევარმცველის გამო გაიწელა. ამასობაში, მენთეშაშვილს ისრაელში უხმეს. უკვე გაცნობეთ, რომ მისით ორი ებრაული კლუბი იყო დაინტერესებული და ერთ-ერთი ქვედა ლიგიდან მთავარ დივიზიონში აღზევებული აშქელონის "ჰაპოელია". ჩვენებურმა სწორედ ამ კლუბთან გააფორმა 2-წლიანი კონტრაქტი და სეზონისთვის უკვე ახალ გუნდთან ერთად ემზადება.

ებრაულ კლუბში მყოფ სხვა ჩვენებურებზეც უნდა გაცნობოთ. ვიცე-ჩემპიონმა ჰაიფას "მაქაბიმ" ავსტრიაში, "ზალცბურგის თასის" გათამაშებაზე დასკვნითი მატჩი გამართა. ჰაიფელთა გუნდმა, რომლის თავკაც ელიშა ლევის თანაშეწმე გიორგი დარასელიაა, ვენის "აუსტრია" 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში მხოლოდ ლადო დვალიშვილმა ითამაშა. "მაქაბიში" ტესტირებაზე მყოფი, თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი გურამ კაშია კი არ გამოჩენილა. ჰაიფელთაგან პირველი გოლი დვალიშვილმა გაიტანა - მან ზუსტად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ჰაიფელები ეფექტური გოლით დააწინაურა. სხვათა შორის, ეს ლადოს ზედიზედ მეორე გოლია ბოლო ორ მატჩში.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა