შეხვედრა 10 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, "O2 არენაზე" გაიმართება, რომელიც 16 ათას მაყურებელს იტევს
ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სუპერმძიმე წონაში ოთხი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო მორიგ ბრძოლას 10 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში პოლონელი მარიუშ ვახის წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრა "O2 არენაზე" გაიმართება, რომელიც 16 ათას მაყურებელს იტევს. საინტერესოა, რომ სწორედ ჰამბურგში დაიწყო პროფესიული კარიერა უმცროსმა კლიჩკომ, ბოლო ბრძოლა კი აქ 2011 წლის ივნისში ჩაატარა, როცა ქულებით დაამარცხა ბრიტანელი დევიდ ჰეი.

ვახი ერთ-ერთი იყო იმ ექვს მოკრივეს შორის, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ ვიტალი კლიჩკოსთან შეხვედრაზე.

ეს ბრძოლა 8 სექტემბერს, მოსკოვში გაიმართება, ოღონდ უფროსმა კლიჩკომ მეტოქედ გერმანელი მანუელ ჩარი აირჩია, ვახს კი უმცროსი კლიჩკო ერგო. პოლონელმა კარიერაში 27 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მოიგო (15 - ნოკაუტით), თუმცა მის მეტოქეებს შორის სუპერმძიმე წონის ნამდვილი ვარსკვლავი არ ყოფილა.

ბოლო ბრძოლაში "ვიკინგმა" (ვახის მეტსახელი) WBC-ის ინტერკონტინენტალური ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ამასთან, ბოლო ორი ბრძოლა მან ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

სწორედ ნოკაუტის იმედი აქვს ვახს თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში.

"რომც დავმარცხდე, მაინც არაფერს ვკარგავ, - ამბობს მარიუშ ვახი. - პირიქით, მე მხოლოდ მოგებული დავრჩები ბრძოლის ნებისმიერი შედეგის მიუხედავად. უბრალოდ მინდა კარგი კრივი ვაჩვენო სამყაროს. ამიტომაც მშვიდად ვარ.

გამარჯვების მოპოვებას მხოლოდ ნოკაუტით შევძლებ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცე კლიჩკოს ბრძოლაზე კონტროლის დაწესების საშუალება, რადგან ეს დამარცხების ტოლფასი იქნება.

უნდა ვცადო ის რითმიდან ამოვაგდო, ზეწოლა უნდა განვახორციელო მის დაცვაზე და ძლიერი დარტყმები შევთავაზო. ვლადიმერი ზეადამიანი არ არის და შეიძლება მისი დამარცხება".

საინტერესოა, რომ ვახი მისი პრომოუტერის მარიუშ კოლოძეის გადაწყვეტილებით, სხვა სპორტსმენებისგან განცალკევებით, დახურულ კარს მიღმა ვარჯიშობს.

ეს იმით არის გამოწვეული, რომ ერთხელ, პოლონელის გუნდის წევრებმა ვახის ვარჯიშის დროს დარბაზში კლიჩკოს მეორე მწვრთნელი ჯეიმს ალი ბაშირი შენიშნეს. ამის გამო, სასწრაფოდ შესვენება გამოაცხადეს, ბაშირს კი დარბაზის დატოვება მოსთხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა