"იმერული დერბი" ქუთაისში და მონატრებული დუელი ზესტაფონში
ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტური ორ დღედაა გაყოფილი და მედიასა და დაინტერესებულ გულშემატკივრებს საშუალება აქვთ, 25 და 26 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს უფრო დეტალურად გაეცნონ.

ტურის ცენტრალური მატჩი კვირას ქუთაისში ჩატარდება, თუმცა ნაკლებ ინტერესს არც ზესტაფონში გასამართი "დინამოური დერბი" იწვევს.

მესამე ტურში მნიშვნელოვანი ამბები სხვა ქალაქებშიც მოხდება და კიდევ უფრო ცხადად გამოიკვეთება, რომელი პრემიერლიგელისგან რას უნდა ველოდოთ მიმდინარე სეზონში.

90-იანების გამოძახილი

გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ამბავი თბილისისა და ბათუმის "დინამოების" დაპირისპირება იყო.

ზედიზედ რამდენიმე სეზონის განმავლობაში ბათუმელები დედაქალაქელებს ქართული ტიტულებისთვის სერიოზულად ეცილებოდნენ და მართალია, ჩემპიონობა ვერც ერთხელ წაართვეს, მაგრამ, სამაგიეროდ, თასის ფინალში მისი ძლევა შეძლეს.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბათუმის "დინამო" ხან უმაღლესი ლიგის ერთი რიგითი გუნდი იყო, ხანაც პირველ ლიგაში ასპარეზობით უწევდა დაკმაყოფილება. ნავსი გასულ სეზონში გატყდა, როცა აჭარულმა კლუბმა პლეი აუტში იყოჩაღა და უმაღლეს ლიგას ხანგრძლივი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

დღევანდელი დაპირისპირება კი "უნიკალური" იმითაც არის, რომ არც ბათუმში გაიმართება და არც ქობულეთში - მატჩს ზესტაფონის "დავით აბაშიძე" უმასპინძლებს.

ბათუმის "დინამოს" საშინაო შეხვედრების ჩატარება სხვადასხვა ქალაქში მანამ მოუწევს, სანამ ქობულეთის არენის რეკონსტრუქცია დასრულდება, ბათუმში კი, მოგეხსენებათ, ნორმალური დონის სტადიონის აშენებას ჯერაც ვერ დაადგა საშველი.

თბილისის "დინამო" ზესტაფონში სამი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის გარეშე ჩადის - თორნიკე ზარქუა, ოთარ ხიზანეიშვილი და გიორგი რეხვიაშვილი წინა ტურში "ტორპედოსთან" გაძევების გამო ვერ ითამაშებენ.

თბილისის "დინამოს" მიზანი მხოლოდ გამარჯვება უნდა იყოს. ამ შემთხვევაში დუშან უჰრინის გუნდი კვლავ უდანაკარგო იქნება.

წყვილის ფავორიტი, რა თქმა უნდა, თბილისის "დინამოა", თუმცა უიმედოდ არც ბათუმის "დინამო" იქნება. გია გურულის გუნდმა საწყის ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და სატურნირო მდგომარეობა აშკარად გასაუმჯობესებელი აქვს.

ლიდერის მორიგი გამოცდა

ყველასთვის მოულოდნელად, ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულით ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში "ჩიხურა" უდგას.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ საჩხერელებს ახალ სეზონში ანგარიშგასაწევი გუნდი ეყოლებოდათ, თუმცა მაინც სიურპრიზია, სოსო ფრუიძის გუნდმა სეზონი ორი გასვლითი გამარჯვებით რომ დაიწყო.

სულაც არ იქნება გასაკვირი, "ჩიხურა" დღესაც თუ შეძლებს სტუმრად მოგებას, თუმცა არც "ვიტ ჯორჯიას" წარმატება უნდა გამოვრიცხოთ.

შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანმა ამ სეზონში უკვე მოასწრო ჩემპიონატის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტის, გორის "დილას" დამარცხება. "ჩიხურასგან" განსხვავებით, ვეტერინარებმა სამი ქულითYდაწყებული ჩემპიონატი წარმატებულად ვეღარ განაგრძეს და წინა ტურში მარტვილში დამარცხდნენ.

დერბი მხოლოდ იმერეთში კი არა, სამეგრელოშიც გველის - ფოთში "კოლხეთი" "ზუგდიდს" უმასპინძლებს და როგორც მეზობელთა საფეხბურთო დაპირისპირებას შეეფერება, უშეღავაღო და საინტერესო ბრძოლის მომსწრენი უნდა გავხდეთ.

ამ წყვილს აშკარა ფავორიტი არ ჰყავს და ნებისმიერი შედეგი მოსალოდნელია. უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი არც ფოთელებს ჰყავთ და არც ზუგდიდელებს, მაგრამ მათგან ძველებურად უნდა ველოდოთ ნებისმიერი მეტოქისთვის დიდ წინააღმდეგობის გაწევას და ახალი საინტერესო ახალგაზრდების წარმოჩენას.

პირველ ტურში თბილისის "დინამოსთან" შინ დამარცხებულმა "მეტალურგმა" ზესტაფონში გამარჯვებით ფსიქოლოგიური მდგომარეობაც საგრძნობლად გამოიკეთა და სატურნიროც გამოისწორა.

კობა ჟორჟიკაშვილის გუნდს ყველა საფუძველი აქვს იმისთვის, რომ დღევანდელ შეხვედრაში სამი ქულა დაგეგმოს და ამით ლიდერთა მარაქაში გაერიოს.

"მერანი" ამ სეზონშიც ამტკიცებს, რომ მისი ერთ-ერთი უმთავრესი კოზირი შინაური კედლებია, თუმცა, ბუნებრივია, მალხაზ ჟვანიასა და მის ფეხბურთელებს ქულათა მარაგის შევსების იმედი დღეისთვისაც აქვთ.

პორტუგალიურ შუალედში

ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა "დილას" საქართველოს ჩემპიონატის ჩაგდებულ სტარტად დაუჯდა.

რასაკვირველია, ოდნავადაც არ ვაკნინებთ გორელთა მძლეველების, "ვიტ ჯორჯიასა" და "ჩიხურას" მიღწევას, მაგრამ ფაქტია, რომ "დილასთვის", რომელიც პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირებისთვის ემზადებოდა, შიდა საქმეებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა და ამან ასახვა გორელთა შედეგებზეც ჰპოვა.

თემურ შალამბერიძის გუნდს ხუთშაბათს თბილისში "მარიტიმუსთან" საპასუხო მატჩი ელის და ყველა შანსი აქვს იმისა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეაბიჯოს. თავად განსაჯეთ, რამდენად რთულია "დილას" წევრებისთვის 26 აგვისტოს გასამართ მატჩზე კონცენტრირება, მაგრამ გორელებს ისიც კარგად ესმით, რომ საქართველოს ჩემპიონატში სიტუაცია სასწრაფოდ გამოსასწორებელი აქვთ.

"დილას" საკმაოდ გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და სავარაუდოდ, "სიონს" არცთუ ოპტიმალური შემადგენლობით დაუხვდება. ამის მიუხედავად, "დილას" გააჩნია ის რესურსი, რითაც გამარჯვება შეუძლია.

მეტოქის ევროსამზადისი კი, ბუნებრივია, "სიონის" წისქვილზე ასხამს წყალს. შეგვიძლია ვთქვათ, ბოლნისელებს გაუმართლათ, "დილას" ასეთ დროს რომ ხვდებიან. "სიონს" წინ "ვიტ ჯორჯიასა" და "ჩიხურას" მაგალითი აქვს და ქვემოქართლური კლუბი მაქსიმალურად ეცდება, მეტოქეს მორიგი დანაკარგი მიაყენოს.

წინასამატჩო ვითარების მიუხედავად, მატჩის ფავორიტი მაინც "დილაა", მაგრამ უშანსოდ არც მისი მეტოქეა.

კვლავ დისკვალიფიცირებულია "სიონის" მთავარი მწვრთნელი ხვიჩა ქასრაშვილი, თუმცა "ბასაზე" იგი ზუსტად იგივე მდგომარეობაში იქნება, როგორც სათადარიგოთა სკამზე მსხდომი ნებისმიერი მწვრთნელი თუ ფეხბურთელი - იქ მატჩს ხომ აბსოლუტურად ყველა თვალს მოედანს შემოვლებული ბადის გარედან ადევნებს.

ტურის მშვენება ქუთაისშია

ტურის ნამდვილი დაგვირგვინება კი ქუთაისშია დანიშნული, სადაც ღამის განათებაზე "იმერული დერბი" გაიმართება. ბევრს აღარ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს "ტორპედოსა" და "ზესტაფონის" საფეხბურთო ბრძოლა ორივე გუნდის ქომაგებისა და ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატისთვის.

გასახსენებლად შარშანდელი სეზონიც კმარა, როცა ქუთაისურ-ზესტაფონური დაპირისპირებები დრამატულ ბრძოლებში წარიმართა, შედეგი კი ხან ერთი გუნდისთვის იყო ხელსაყრელი, ხანაც - მეორესთვის.

გია გეგუჩაძის "ზესტაფონიდან" "ტორპედოში" გადასვლა უკვე ძველი ამბავია, თუმცა კვლავაც საინტერესოა, როგორ დასრულდება ფეროელთა ყოფილი თავკაცისა და მისი ყოფილია ასისტენტის, "ზესტაფონის" ამჟამინდელი თავკაცის, გიორგი ჭიაბრიშვილის სამწვრთნელო დუელი.

მატჩი ორივე გუნდისთვის მხოლოდ დერბის სტატუსის გამო კი არა, სატურნირო თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია - გამარჯვებით დაწყებული ჩემპიონატი "ტორპედომაც" და "ზესტაფონმაც" მარცხით გააგრძელეს და ვისაც 26 აგვისტოს ფეხი დაუცდება, საქმეს საგრძნობლად გაირთულებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როიკო
პრემიერლიგა არა ტყემალი დავარქვათ ფარჩაკ ლიგა
ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია