ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჰოლანდია: უტრეხტმა ხმაური ატეხა

ჰოლანდია: უტრეხტმა ხმაური ატეხა

ჰოლანდიის ჩემპიონატის მერვე ტურში ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა: პირველობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ამსტერდამის "აიაქსმა" საკუთარ მოედანზე "უტრეხტთან" ვერავერი გააწყო და დამარცხდა.

ჰოლანდიის ჩემპიონატის მერვე ტურში ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა: პირველობის ერთპიროვნულმა ლიდერმა ამსტერდამის "აიაქსმა" საკუთარ მოედანზე "უტრეხტთან" ვერავერი გააწყო და დამარცხდა. შეხვედრა შოკისმომგვრელად დაიწყო - მე-15 წუთისთვის სტუმრები უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და ეს ორივე გოლი "უტრეხტმა" თერთმეტმეტრიანით გაიტანა. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ორივეჯერ რიკი ვან ვოლფსვინკელმა შეასრულა და დუბლის ავტორად მოგვევლინა.

მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს და მეტოქეს სამი ქულა დაუთმეს. დედაქალაქელთა გოლი კი მართლაც ეფექტური გამოდგა - სემ დე იონგმა დაახლოებით 30 მეტრიდან დაარტყა და ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გაახვია. ამსტერდამელებს არაერთხელ შეეძლოთ ანგარიშის გაქვითვა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. ამასთან, თითქოს გადაღლილობამ იჩინა თავი, რაც სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობით არის განპირობებული. ერთი სიტყვით, "აიაქსმა" მარცხი განიცადა, გუნდის თავკაცმა მარტინ იოლმა კი თავი იმართლა:

"ხანდახან ფეხბურთში ასეც ხდება, როდესაც სრულ უპირატესობას ფლობ, მაგრამ არაფერი გამოგდის. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ მეორე მხრივ, არც ვემდური ვინმეს. ერთი ეგაა, რომ საკუთარ საჯარიმოში მეტი ყურადღებით გვმართებს თამაში".

საინტერესო მატჩი გაიმართა "ტვენტესა" და "გრონინგენს" შორის, ერთმანეთის პირისპირ ხომ ცხრილში მესამე და მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდები წარსდნენ. შეხვედრა თვალსასეირო გამოდგა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 4:2. არადა, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, როდესაც 28-ე წუთზე ანდრეას გრანკვისტმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით თანაგუნდელები დააწინაურა. თუმცა, შეხვედრის გმირობა მას არ ეწერა - ბრაიან რუისმა გამოიდო თავი და ორჯერ დაამწუხრა მეტოქე გუნდის კიპერი. მეორე ნახევარი დრამატული გამოდგა, 75-ე წუთზე "გრონინგენმა" მასპინძელთა უპირატესობის მინიმუმამდე შემცირება შეძლო, თუმცა თეო იანსენისგან კიდევ ერთი გაუშვა და საბოლოოდ გატყდა. ამ გამარჯვებით, "ტვენტე" სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მოკალათდა.

ჩემპიონატის ლიდერია პსვ, რომელმაც შესანიშნავად ისარგებლა ამსტერდამელთა წაფორხილებით და უმთავრესი კონკურენტი მეორე პოზიციაზე ჩამოაგდო. ჰოლანდიური ფეხბურთის ერთ-ერთმა გრანდმა "ვენლოს" გადაურბინა, შეხვედრის გმირი კი დუბლის ავტორი ჯონათან რეისი გახდა, რომელიც მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში. ერთი გოლი ვილფრიდ ბუმამაც მიითვალა აქტივში და სრულიად ლოგიკური, გამანადგურებელი შედეგი დაფიქსირდა. ერთი სიტყვით, პსვ ლიდერია.

ერედივიზიონი. VIII ტური

ვიტესი-ვილემი 0:0

ბრედა-ნიიმეგენი 2:0

გოლები: 1:0 ამოა (30), 2:0 იდაბდელაი (88)

ექსელსიორი-როდა 1:2

გოლები: 1:0 გუდე (38), 1:1 კაჰი (69), 1:2 ჰადური (88)

აიაქსი-უტრეხტი 1:2

გოლები: 0:1 ვან ვოლფსვინკელი (6-პენ), 0:2 ვან ვოლფსვინკელი (15-პენ), 1:2 დე იონგი (90)

ალკმაარი-ჰერაკლესი 2:1

გოლები: 0:1 ოვერტუმი (41), 1:1 სიტორსონი (43), 2:1 ჯონატასი (88)

დე გრაფსხააპი-ფეიენოორდი 1:1

გოლები: 1:0 ბარგასი (20), 1:1 ბრუინსი (31-პენ)

ტვენტე-გრონინგენი 4:2

გოლები: 0:1 გრანკვისტი (28-პენ), 1:1 რუისი (30), 2:1 რუისი (49-პენ), 3:1 იანკო (71), 3:2 მატავცი (75), 4:2 იანსენი (88)

პსვ-ვენლო 3:0

გოლები: 1:0 რეისი (56), 2:0 ბოუმა (63), 3:0 რეისი (78)

ჰერენვეენი-დენ ჰააგი 0:0

თ მ ფ წ ბ ქ

1. პსვ 8 5 3 0 21-6 18

2. აიაქსი 8 5 2 1 21-9 17

3. ტვენტე 8 4 4 0 15-5 16

4. გრონინგენი 8 4 3 1 14-9 15

5. როდა 8 4 3 1 13-10 15

6. ბრედა 8 4 2 2 11-8 13

7. დენ ჰააგი 8 3 3 2 16-16 12

8. ალკმაარი 8 3 3 2 9-9 12

9. უტრეხტი 8 4 0 4 12-13 12

10. ჰერენვეენი 8 2 4 2 12-12 10

11. ნიიმეგენი 8 3 1 4 14-15 10

12. ექსელსიორი 8 3 1 4 11-15 10

13. ფეიენოორდი 8 2 2 4 12-13 8

14. ვიტესი 8 2 2 4 8-14 8

15. დე გრაფსხააპი 8 2 2 4 10-19 8

16. ვენლო 8 2 0 6 7-14 6

17. ჰერაკლესი 8 1 2 5 10-13 5

18. ვილემი 8 0 1 7 6-22 1

ბომბარდირი: 9 - ვან ვოლფსვინკელი (უტრეხტი); 7 - ტოივონენი (პსვ); 6 - ელ ჰამდაუი (აიაქსი), სუარესი (აიაქსი), ბულიკინი (დენ ჰააგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა