თბილისის "დინამოს" 26 წლის თავდამსხმელმა ახალ გუნდში ჩატარებულ პირველ შეხვედრაზე პირველი კომენტარი გააკეთა
ბათუმის "დინამოსთან" ჩატარებული შეხვედრა თბილისის "დინამოს" ახალწვეულ ჯაბა დვალისთვის წარმატებული გამოდგა: სადებიუტო მატჩში თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

მატჩის შემდეგ თბილისელთა 26 წლის თავდამსხმელმა ახალ გუნდში ჩატარებულ პირველ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

- "დინამოში" დაბრუნებულმა პირველი გოლი ლამის მშობლიურად ქცეულ სტადიონზე გაიტანე...

- ამ ფაქტორმაც შემიწყო ხელი. ჩემთვის ზესტაფონში თამაში სასიამოვნო იყო. გამიხარდა, რომ პირველივე შეხვედრაში გავიტანე, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება იყო.

საკმაოდ მძიმე შეხვედრა გამოდგა. ბათუმის "დინამო" კარგი გუნდია, სიცხეც ხელს გვიშლიდა და მოედნის საფარიც არ იყო კარგ მდგომარეობაში. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც ამხელა გზაზე წამოგვყვა და ძალიან ემოციურად გვამხნევებდა.

- ზესტაფონელი გულშემატკივარიც თბილად დაგხვდა...

- ახალ კლუბში გადასვლისას ფეხბურთელი ყოველთვის ფიქრობს, როგორ მიიღებს ძველი კლუბის გულშემატკივარი.

ზესტაფონელი ქომაგების თბილი დახვედრა ძალიან სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. მათგან ყოველთვის ვგრძნობდი ამ უჩვეულოდ კარგ დამოკიდებულებას. დიდი მადლობა!

- მშვენიერი დებიუტის მიუხედავად, მაინც აშკარაა, რომ თანაგუნდელებთან შეთამაშების პრობლემა გაქვს...

- ეს ბუნებრივია, რადგან ერთი კვირაც არ არის, რაც "დინამოში" ვვარჯიშობ და ამ მოკლე პერიოდში იდეალური შეთამაშება შეუძლებელი იყო.

ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება. რაც მთავარია, გუნდში კარგად დამხვდნენ და ადაპტაცია არ გამჭირვებია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბათუმი-დინამო 0:3 - თბილისის "დინამო" გალიდერდა

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა