კაროლინ ვოზნიაცკის შეჩერება პრაქტიულად შეუძლებელი ხდება. დანიელმა სეზონის ბოლოს ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და ამაზე მისი შედეგებიც ნათლად მეტყველებს: ტიტულები მონრეალსა და ნიუ ჰევენში, ნახევარფინალი ამერიკის ღია პირველობაზე და ბოლოს, გამარჯვება ტოკიოს ტურნირში. თანაც კაროლინი თავის მატჩებს დამაჯერებლად იგებს - იაპონიის დედაქალაქში მან სულ ორი სეტი დაუთმო მეტოქეებს. თუ ათვლის წერტილად მონრეალის ტურნირს ავიღებთ, იქედან მოყოლებული ვოზნიაცკის 20 მატჩში 19 მოგება დაუგროვდა.

კაროლინ ვოზნიაცკის შეჩერება პრაქტიულად შეუძლებელი ხდება. დანიელმა სეზონის ბოლოს ბრწყინვალე ფორმა აკრიფა და ამაზე მისი შედეგებიც ნათლად მეტყველებს: ტიტულები მონრეალსა და ნიუ ჰევენში, ნახევარფინალი ამერიკის ღია პირველობაზე და ბოლოს, გამარჯვება ტოკიოს ტურნირში. თანაც კაროლინი თავის მატჩებს დამაჯერებლად იგებს - იაპონიის დედაქალაქში მან სულ ორი სეტი დაუთმო მეტოქეებს. თუ ათვლის წერტილად მონრეალის ტურნირს ავიღებთ, იქედან მოყოლებული ვოზნიაცკის 20 მატჩში 19 მოგება დაუგროვდა.

დანიელი პირველად თამაშობდა ტოკიოს ტურნირის ფინალში, მის მეტოქეს - რუს ელენა დემენტიევას კი 2006 წელს ჰქონდა აქ ტიტული მოგებული - მაშინ მან ფინალში შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი გაანადგურა - 6:2, 6:0.

ვოზნიაცკისთვის ფინალი საშინლად დაიწყო. დემენტიევას დიდი სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და ამის წყალობით წინ გასვლა მოახერხა. პირველ სეტში დანიელის სტატისტიკა კატასტროფული იყო - 12 უნებლიე შეცდომა და არც ერთი "ვინერსი" (აქტიური მოქმედებით აღებული ქულა). გარდა ამისა, მთელი სეტის განმავლობაში რუსმა მხოლოდ ერთი პირველი მოწოდება ვერ გაარტყა მიზანში, იმ დროს, როცა ვოზნიაცკიმ თავის მეორე მოწოდებაზე მხოლოდ ერთი ქულა აიღო. შესაბამისად, ლოგიკური იყო სეტის ანგარიში - 6:1 დემენტიევას სასარგებლოდ.

მაგრამ ამით რუსის წარმატებები დასრულდა. მსოფლიოს მეორე ჩოგანმა თანდათან დაალაგა თამაში და მალე მატჩში გარდატეხაც შეიტანა - ეს დემენტიევასთვის მეტად დასანან სიტუაციაში მოხდა. თავიდან რუსმა 40:0-დან წააგო საკუთარი მოწოდება, შემდეგ გეიმში კი ორი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. ვოზნიაცკი სერიოზულად ჩაება თამაშში, უხეშ შეცდომებს აღარ უშვებდა და შეტევაშიც მოუმატა. დემენტიევას კი პირიქით დაემართა - მას მეორე პარტიაში 18 უნებლიე შეცდომა ჰქონდა - სამჯერ მეტი, ვიდრე მის მეტოქეს. მეორე პარტიის შუაში პატარა პაუზა გაჩნდა. კაროლინი დიდი ხანი ეკამათებოდა მსაჯს ელენა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების გამო. დანიელი ვერაფერს გახდა, მაგრამ ამას ფსიქოლოგიურ განწყობაზე არ უმოქმედია და დანიელმა მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - 6:2.

ყველაფერი მესამე სეტს უნდა გადაეწყვიტა. ამ ჩოგბურთელების წინა ექვსი მატჩიდან სამში საქმე მესამე პარტიამდე მივიდა და სამივეში 7:5 დაფიქსირდა. ამჯერად ყველაფერი ნაკლებად დრამატულად განვითარდა. ვოზნიაცკიმ თავიდანვე ბრეიკით დაიწყო, მაგრამ რუსი არ ნებდებოდა. მან მოიგო ხანგრძლივი მეოთხე გეიმი მეტოქის მოწოდებაზე, შემდეგ კი წინ გასვლაც მოახერხა - 3:2, მაგრამ ეს დროებითი წარმატება აღმოჩნდა. რუსის თამაშში შეცდომები ისევ გახშირდა და უპირატესობა საბოლოოდ დანიელის მხარეს გადავიდა. ვოზნიაცკიმ ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, დემენტიევამ კი კატასტროფულად დაასრულა მატჩი - ბოლო ორი ქულა ორმაგი შეცდომებით დათმო - 3:6. დანიელმა სეზონში მეხუთე, კარიერაში კი მე-11 ტიტული მოიგო.

ვოზნიაცკი დღეიდან პეკინის ტურნირში ჩაებმება და თუ მეოთხედფინალში გავა, კარიერაში პირველად გახდება WTA-ის რეიტინგის ლიდერი. მეოთხედფინალამდე დანიელის ყველაზე სერიოზული მეტოქეები შეიძლება გახდნენ ესტონელი კაია კანეპი ან რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა.

WTA

Toray Pan Pacific Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 000 000 დოლარი

ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ელენა დემენტიევა (რუს, 7) 1:6, 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა