მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩეხეთის გრანპრით გაგრძელდა
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატი ჩეხეთის გრანპრით გაგრძელდა.

შაბათს საკვალიფიკაციო რბოლა საერთო ჩათვლის ლიდერმა ხორხე ლორენსომ მოიგო. მისი მთავარი კონკურენტი - დანი პედროსა მესამე იდგა სასტარტო ბილიკზე. ამჯერად სტარტზე არ გასულა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი - ავსტრალიელი კეისი სტოუნერი, რომელმაც ამერიკის გრანპრიზე ტრავმა მიიღო და საოპერაციო შეიქნა.

ლორენსომ სტარტზე შეძლო უპირატესობის შენარჩუნება, პედროსამ კი კელ კრატჩლოუს გაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. სტარტი ჩააგდო ბენ სპისმა, რომელიც პელოტონის შუაში აღმოჩნდა, შემდეგ კი საერთოდ ტრასიდან გადავარდა. სტარტის შემდეგ პილოტები ასეთი თანმიმდევრობით მოძრაობდნენ: ლორენსო, პედროსა, კრატჩლოუ, დოვიციოზო, როსი, ბაუტისტა, ბრადლი...

პედროსა შორს არ უშვებდა ლიდერ ლორენსოს, მაგრამ კარგა ხანი შეტევებისგან თავს იკავებდა. ლიდერის შეცვლა მე-12 წრეზე მოხდა, როცა დანიმ ეფექტური მანევრით გვერდი აუარა თანამემამულეს, რის შემდეგაც მოსალოდნელმა პოდიუმმა თითქოს საბოლოო სახე მიიღო: პედროსა, ლორენსო და კრატჩლოუ.

ლორენსო ასე იოლად არ შეურიგდა წაგებას და ბოლო წრეზე ბრწყინვალე პილოტაჟის წყალობით წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ მისი გულშემატკივრების სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. პედროსამ ბოლო ძალები მოიკრიბა და ორი მოსახვევის შემდეგ ლიდერობა დაიბრუნა.

ამ მოგების შემდეგ დანი საერთო ჩათვლაში 13 ქულამდე მიუახლოვდა ლორენსოს, რაც დარჩენილ ეტაპებზე დაძაბულ ბრძოლას გვპირდება.

ჩეხეთის გრანპრი

1. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 22 წრე; 2. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - +0,178; 3. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - +12,343; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - +18,591; 5. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - +25,582; 6. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - +29,451; 7. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - +34,514; 8. რენდი დე პუნიე (საფ, ART) - +1.04,285; 9. კარელ აბრაჰამი (ჩეხ, "დუკატი") - +1.08,278; 10. ალეის ესპარგარო (ესპ, ART) - +1.09,972...

საერთო ჩათვლა

1. ხორხე ლორენსო (ესპ, "იამაჰა") - 245 ქულა; 2. დანიელ პედროსა (ესპ, "ჰონდა") - 232; 3. კეისი სტოუნერი (ავსტრა, "ჰონდა") - 186; 4. ანდრეა დოვიციოზო (იტა, "იამაჰა") - 150; 5. კელ კრატჩლოუ (აშშ, "იამაჰა") - 122; 6. შტეფან ბრადლი (გერ, "ჰონდა") - 105; 7. ალვარო ბაუტისტა (ესპ, "ჰონდა") - 102; 8. ვალენტინო როსი (იტა, "დუკატი") - 100; 9. ნიკი ჰეიდენი (აშშ, "დუკატი") - 84; 10. ბენ სპისი (აშშ, "იამაჰა") - 66...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა