ლეგენდარულმა ფრანგმა რალისტმა სებასტიან ლოებმა გერმანულ ეტაპზე თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და ის ბოლომდე არავის დაუთმო
თითქმის გარკვეულია მსოფლიოს ჩემპიონი კლასიკურ რალიში. ლეგენდარულმა ფრანგმა რალისტმა სებასტიან ლოებმა, რომელიც "სიტროენის" მანქანით ასპარეზობს, გერმანულ ეტაპზე თავიდანვე მოიპოვა ლიდერობა და ის ბოლომდე არავის დაუთმო.

კვირას მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონს აღარ სჭირდებოდა სრული ძალით შეტევა, მაგრამ ფრანგმა მაინც მოიგო ორი სპეცმონაკვეთი და მორიგი ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. მან უახლოეს მდევარს, "ფორდით" მოასპარეზე ფინელ იარი-მატი ლატვალას ზუსტად ორი წუთი მოუგო.

ლოებმა ზედიზედ მეხუთე ეტაპი მოიგო, სულ კი ამ ჩემპიონატში შვიდი გამარჯვება (ცხრა ეტაპიდან) დაუგროვდა. ამის წყალობით, ფრანგი 54 ქულით უსწრებს გენერალურ კლასიფიკაციაში უახლოეს მდევარს, თანაგუნდელ მიკო ჰირვონენს. შესაბამისად, სებასტიანს სასწაული თუ შეუშლის ხელს კარიერაში ზედიზედ მეცხრე ტიტულის მოპოვებაში.

გერმანიის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 3:41.52,4; 2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდ ფიესტა") - +2.00,1; 3. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - +2.31,4; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - +3.24,4; 5. კრის ატკინსონი (ბრიტანეთი, "მინი") - +9.10,4; 6. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - +9.50,8; 7. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, "შკოდა") - +12.22,7; 8. ნასერ ალ-ატიია (ყატარი, "სიტროენი") - +12.50,4; 9. ოტ ტანაკი (ესტონეთი, "ფორდი") - +13.01,3; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - +14.17,3...

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, "სიტროენი") - 199 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, "სიტროენი") - 145; 3. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 104; 4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, "ფორდი") - 102; 5. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, "ფორდი") - 87; 6. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, "ფორდი") - 55; 7. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, "ფორდი") - 38; 8. ტიერი ნოივილი (ბელგია, “სიტროენი”) - 32; 9. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, "შკოდა") - 31; 10. დანიელ სორდო (ესპანეთი, "მინი") - 30...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა