მსოფლიოს წამყვანი ჩოგბურთელები უარს ამბობენ ავსტრალიის ღია პირველობაზე
პლანეტის წამყვანმა ჩოგბურთელებმა შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადონ 2013 წლის ავსტრალიის ღია პირველობას. სპორტსმენებს არ აწყობთ საპრიზო თანხების განაწილების სისტემა, კერძოდ, ადრეულ ეტაპზე გავარდნილი მოთამაშეებისთვის კომპენსაციის ოდენობა. ამასთან, ATP-ის ვიცე-პრეზიდენტი კეიტ გორდონი ბოიკოტის შესაძლებლობას გამორიცხავს.

აშშ-ის ღია პირველობის წინ წამყვანმა ჩოგბურთელებმა კრება ჩაატარეს ნიუ იორკში და ფინანსური საკითხები განიხილეს. The Sunday Times-ის მონაცემებით, ჩოგბურთელები უკმაყოფილონი არიან ავსტრალიის ღიაზე საპრიზო თანხების გადანაწილებით და მზად არიან, ბოიკოტი გამოუცხადონ მელბურნის ტურნირს.

2012 წელს "დიდი სლემის" ტურნირების საპრიზო ფონდი შესამჩნევად გაიზარდა. ამასთან, როლან გაროსის, უიმბლდონისა და აშშ-ის ღია ორგანიზატორებმა, ავსტრალიის ღია ხელმძღვანელობისგან განსხვავებით, პროცენტულად გაზარდეს თანხები ადრეული ეტაპიდან გავარდნილი ჩოგბურთელებისთვის.

2012 წელს როლან გაროსზე პირველ წრეში გავარდნილ ჩოგბურთელს 21.7 ათასი დოლარი გადაუხადეს, უიმბლდონზე - 22.1 ათასი, ავსტრალიის ღიაზე - 20.8 ათასი.

საერთო ჯამში, ჩოგბურთელები იღებენ 20 პროცენტზე ნაკლებს ის მოგებიდან, რომელსაც "დიდი სლემის" ტურნირის ჩატარება იძლევა.

"შეადარეთ საერთო მოგებიდან საპრიზო თანხებისთვის მიმართული პროცენტი ჩოგბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში, - განაცხადა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ენდი როდიკმა. - გოლფისტმა PGA-ს ტურის ერთი ტურნირის მოგებისთვის შეიძლება 11.5 მილიონი დოლარი მიიღოს.

ვფიქრობ, ATP-ის მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერი მთელი კარიერის განმავლობაში, მაქსიმუმ, 14 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ჩვენს სპორტში, პროცენტული თვალსაზრისით, საპრიზოები ძველ საუკუნეშია ჩარჩენილი, იმ დროს, როცა NBA-ში, მაგალითად, მოთამაშეები საერთო მოგებიდან 50 პროცენტს იღებენ.

ვფიქრობ, ჩვენ გაგვიმართლა, რომ კარგ თანხებს ვიღებთ, მაგრამ ის ბიჭები, რომლებიც ასეულის ბოლოსკენ არიან, დღეს დიდ ფულს ვერ იხვეჭენ. ამასთან, ისინი საკუთარ დანახარჯებს თავად იხდიან. ასეთი რამ კი არ არსებობს პროფესიულ სპორტულ გუნდებში".

როგორც The Sunday Times წერს, გაფიცულებს სათავეში ჩაუდგება როჯერ ფედერერი - ATP-ის მოთამაშეთა საბჭოს თავმჯდომარე. გამოცემის ცნობით, თუ სიტუაცია არ შეიცვლება, "დიდი სლემის" ტურნირი შეიძლება არა ავსტრალიაში, არამედ დუბაიში გაიმართოს.

თუმცა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ ბოიკოტის შესახებ ინფორმაცია უარყო. ATP ამტკიცებს: "არანაირი ბოიკოტი არ იქნება, - განაცხადა ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა კეიტ გორდონმა. - ATP-ის ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს წელს არაერთი საკითხი მოუგვარებიათ მოლაპარაკებების გზით. ჩვენ დიპლომატიურ ურთიერთობებს ვუჭერთ მხარს. ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ 2012 წელს "დიდი სლემის" ტურნირებზე საპრიზო ფონდი გაიზარდა. ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება".

ავსტრალიელი გულშემატკივრები დააიმედა მელბურნის ტურნირის გენერალურმა დირექტორმა კრეიგ ტაილიმ.

მან განაცხადა, რომ 2013 წელს ავსტრალიის ღია პირველობა აუცილებლად გაიმართება. "ჩვენი ურთიერთობა მოთამაშეებთან ძალიან მყარია, - ირწმუნება ის. - ტურნირის წარმატებით ჩატარება ორივე მხარის ინტერესშია. მიმაჩნია, რომ მსოფლიოს რეიტინგის TOP250-ის ჩოგბურთელები კარგად უნდა ცხოვრობდნენ".

ტაილის აზრით, სპორტულმა საზოგადოებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ქვედა რანგის ტურნირების ფინანსურ უზრუნველყოფას.

"1980 წლიდან დღემდე "დიდი სლემის" ტურნირების საპრიზო ფონდი 1095 პროცენტით გაიზარდა! ხოლო Challengers-სა და Futures-ზე 1985 წელს 15 ათასს იხდიდნენ და დღესაც იგივე ხდება. 30 წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა", - განაცხადა ტაილიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა