სერენა და ვენუსი ისევ წყვილებში ითამაშებენ

ამერიკელებმა - სერენა და ვენუს უილიამსებმა უაილდ-ქარდი მოიპოვეს ამერიკის ღია პირველობის წყვილთა თანრიგში გამოსასვლელად.

დები 13-ჯერ იყვნენ "დიდი სლემის" ტურნირების გამარჯვებულები წყვილების თანრიგში. მათ შორის, 1999 და 2009 წლებში ამერიკის ღია პირველობა მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ დები უილიამსები სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები არიან წყვილთა თანრიგში - მოიგეს ოქრო სიდნეიში, პეკინსა და ლონდონში.

როჯერი ახალ რეკორდს უმიზნებს

შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ამერიკის ღია პირველობაზე გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ჩოგბურთელი გახდება ისტორიაში, რომელსაც ექვსი (ან მეტი) ტიტული ექნება მოგებული "დიდი სლემის" ორ ტურნირზე.

ამ მომენტისთვის, ფედერერს შვიდჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი და ხუთჯერ - აშშ-ის ღია პირველობა. როჯერის გარდა, ხუთი და მეტი მოგება "დიდი სლემის" ორ ჩემპიონატში კიდევ ორ ჩოგბურთელს აქვს: შვედ ბიორნ ბორგს (ექვსი ტიტული როლან გაროსზე და ხუთი - უიმბლდონზე) და ამერიკელ პიტ სამპრასს (უიმბლდონი - შვიდი, აშშ-ის ღია - ხუთი).

პირველი ნომრის ტრიუმფის დროა

ამერიკის ღია პირველობაზე პირველ ნომრად განთესილ ქალ ჩოგბურთელს 2007 წლის შემდეგ არ მოუგია. შეგახსენებთ, რომ წელს ქალების ბადეში განთესვის პირველი ნომერი ბელარუს ვიქტორია აზარენკას აქვს.

2008 წელს ტურნირის პირველმა ჩოგბურთელმა მეორე წრემდე მიაღწია, 2009 წელს - მესამე წრემდე, მომდევნო ორ გათამაშებაში - ნახევარფინალამდე.

ამასთან, 1997 წლიდან მოყოლებული, შეინიშნება საინტერესო ტენდენცია - ყოველ მეხუთე წელს მთავარ პრიზს იღება სწორედ პირველ ნომრად განთესილი - 1997, 2002 და 2007 წლებში.

ამ მხრივ, მამაკაცთა შორის სრულიად საპირისპირო სიტუაციაა. ამერიკის ღია პირველობის წინა რვა გათამაშებიდან მხოლოდ ორჯერ ვერ შეძლო პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა გამარჯვება - 2008 წელს ნახევარფინალამდე მიაღწია, 2009 წელს - ფინალამდე.

წელს კაცებს შორის პირველი ნომერი როჯერ ფედერერია.

ESPN-მა ფავორიტები დაასახელა

ამერიკის ღია პირველობის წინ საკუთარი პროგნოზი შემოგვთავაზეს ESPN-ის საჩოგბურთო ანალიტიკოსებმა. 12-დან ათ ექსპერტს მიაჩნია, რომ აშშ-ის ღიაზე გაიმარჯვებს სერენა უილიამსი. ერთმა ჟურნალისტმა უპირატესობა ჩეხ პეტრა კვიტოვას მიანიჭა, კიდევ ერთმა - ბელარუს ვიქტორია აზარენკას.

სერენას წარმატებისა სჯერათ ამერიკული ჩოგბურთის ლეგენდებს - კრის ევერტს, მერი-ჯო ფერნანდესს, ბრედ გილბერტს, პატრიკ მაკინროისა და პემ შრაივერს.

ESPN-ის ანალიტიკოსებმა მამაკაცების ტურნირზეც გააკეთეს საკუთარი პროგნოზი და აქაც ერთი გამოკვეთილი ფავორიტია: 12-დან ცხრა ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ფლეშინგ მედოუს" კორტების ტრიუმფატორი გახდება ნოვაკ ჯოკოვიჩი.

სამი ანალიტიკოსის - კრის ევერტის, ბრედ გილბერტისა და პატრიკ მაკინროის ფავორიტია როჯერ ფედერერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა