ტურის ცენტრალური შეხვედრა სულ ბოლოს გაიმართა, ანუ გუშინ გვიან ღამით. "ჯუზეპე მეაცაზე" "ინტერმა" "იუვენტუსი" მიიღო და ნულოვან ფრეს დასჯერდა...

ტურის ცენტრალური შეხვედრა სულ ბოლოს გაიმართა, ანუ გუშინ გვიან ღამით. "ჯუზეპე მეაცაზე" "ინტერმა" "იუვენტუსი" მიიღო და ნულოვან ფრეს დასჯერდა. მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ ვიხილეთ, შეხვედრას უინტერესის ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვიხილეთ.

როგორც ვივარაუდეთ, ლუიჯი დელ ნერიმ დაცვაზე ორიენტირებულ ფეხბურთზე უარი თქვა და დაბალანსებული სტრატეგია აირჩია. "იუვენტუსი" ცდილობდა, რომ თამაში მეტოქის ნახევარზე ყოფილიყო და რიგ ეპიზოდებში, გამოსდიოდა კიდეც. ტურინელთა შორის საუკეთესო იყო მილოშ კრასიჩი, რომელიც მარჯვენა ფრთიდან უტევდა და მასთან გამკლავება მილანელ უკანახაზელებს ძალიან გაუჭირდათ. თავიანთი ლიდერი მასპინძლებსაც ჰყავდათ და ეს უდავოდ სამუელ ეტოო გახლდათ - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კამერუნელი ფორვარდი ბრწყინვალე ფორმაშია. საწყისი წუთები ცენტრალური თავდამსხმელის პიზიციაზე ითამაშა და მეტად აქტიური იყო - მას შემდეგ, რაც ბიაბიანი დაშავდა და დიეგო მილიტო გამოვიდა მოედანზე, ეტოომ მარცხენა ფრთაზე გადაინაცლა და უკვე ფლანგიდან შეუდგა ტურინელთა დაწიოკებას. თუმცა, მაშინ როდესაც მცველები უძლურნი გახლდნენ, მარკო სტორარი იდგა მოწოდების სიმაღლეზე და იგივე შეიძლება ითქვას მის მილანელ ვიზავიზე. შედეგად, ნულოვანი ფრე, რომელმაც ალბათ უფრო სტუმრები გაახარა.

ტურის ცენტრალურ მატჩამდე რამდენიმე საინტერესო პაექრობა გაიმართა და მოდით, ამით დავიწყოთ. შაბათის შეხვედრებიდან უდავოდ "ენიო ტარდინიზე" გამართული დაპირისპირება უნდა გამოვყოთ. "პარმას" "მილანი" ესტუმრა და მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო "როსონერის" ერთ-ერთი საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში. სტუმრები მთელი შეხვედრის განმავლობაში აკონტროლებდნენ ბურთს და ერთი წუთითაც არ დაუეჭვებიათ გულშემატკივრები წარმატებაში. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს და ერთი ბრმა ბურთი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა შევარდნილიყო კრიატიან აბიატის კარში.

მაგრამ, საქმეც ისაა, რომ "მილანის" დიდი უპირატესობა ამის ალბათობასაც მინიმუმამდე ამცირებდა. ძალიან კარგად იასპარეზა სტუმართა გუნდის შუა ხაზმა, განსაკუთრებით კი ეს ანდრეა პირლოზე ითქმის - შეხვედრის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელზე, რომელმაც მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და თანაც, რა გოლი: დაახლოებით 35 მეტრიდან დაუბათქუნა და ბურთი პირდაპირ ცრიანში მოახვედრა. მიუხედავად იმისა, რომ დარტყმა ძალიან შორიდან განხორციელდა, "პარმას" კიპერის დადანაშაულება შეუძლებელია - ამად არის, რომ მირანტეს მიერ გაწეულ შრომას ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა საკმაოდ მაღალი შეფასება მისცეს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ "მილანი" ახალი ტაქტიკით (4-3-1-2) ათამაშა. გამთამაშებლის ფუნქციები რონალდინიოს დააკისრა, თავდამსხმელებად კი რობინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაამწესა. შვედი მთლიანობაში კარგად გაისარჯა და არაერთხელ გაამწვავა ვითარება მეტოქის კართან, აი რობინიოზე კი რა მოგახსენოთ... რაც მთავარია, რონალდინიო გრძნობდა ახალ პოზიციაზე თავს მეტად კომფორტულად. ვერ ვიტყვით, რომ უკეთესი გაუჩო არ გვინახავს, მაგრამ მთლიანობაში, კარგად გაისარჯა. კარგად ითამაშა მთლიანად გუნდმაც და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ბოლოს კი დავძინოთ, რომ მეორე ნახევარში ტრავმამოშუშებული ალეშანდრე პატოც ჩაერთო თამაშში.

კვირის მატჩებიდან "ნაპოლის" მიერ "რომას" ძლევა უნდა გამოვყოთ. ნეაპოლელებმა აღმაფრნით ჩაატარეს თამაში და "მილანის" არ იყოს, მათაც სრულიად დამსახურებულად აიღეს სამი ქულა. რომაელებმა კი ბოლო ორი წარმატებული თამაშის შემდეგ, კვლავ ჩაყვინთეს და სატურნირო ცხრილში ბოლოს წინა ადგილი უკავიათ. ეს რა თქმა უნდა კატასტროფაა და არ არის გამორიცხული, ამ კატასტროფას კლაუდიო რანიერის სკამი შეეწიროს. საქმე მხოლოდ შედეგში არაა, გუნდი აშკარად მძიმედ გამოიყურება და თუ ვითარება ძალიან მალე არ შეიცვალა - "რომას" ამბიციურ მესვეურებს მიზნების გადახედვა მოუწევთ. მდგომარეობის სწრაფი შეცვლა კი ხშირად სწორედ ახალ ცოცხთან, ანუ ახალ მწვრთნელთან ასოცირდება. ვნახოთ, ჯერ ამაზე გადაჭრით საუბარი მაინც რთულია...

სამაგიეროდ, მეორე რომაული გუნდი ბრღვნის ყველაფერს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. აი ამას კი ნამდვილად ცოტა თუ წარმოიდგენდა - მართალია, "ლაციოს" მთავარი გამოცდები ჯერ კიდევ წინ ელის, მაგრამ ის, რომ საშუალო იტალიურ გუნდებთან ქულებს სტაბილურად აგროვებს, ეს უკვე დიდი პროგრესის მაჩვენებელია. თუ რომაელებმა სტაბილურობა შეინარჩუნეს, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად აუცილებლად იბრძოლებენ. აქვე ვთქვათ ფლორენციაში გამართული პაექრობის შესახებ, სადაც "ფიორენტინამ" კიდევ ერთხელ წაიმტვრია ცხვირი. ამჯერად, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი "პალერმოსთან" დამარცხდა და მეტად რთულ ვითარებაში ჩაიგდო თავი. "ვიოლას" ფეხბურთელები არ ყოფნის - შემადგენლობა არ უვარგა და შედეგიც სახეზეა. სად არის გამოსავალი? - ფლორენციელებს ზამთრის სატრანსფერო პერიოდამდე მოუწევთ ლოდინი. თუმცა, თუ იქამდე ასე გააგრძელეს ასპარეზობა, სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწევთ ბრძოლა.

მომდევნო ტური

16 სექტემბერი. მილანი-კიევო, რომა-ჯენოა. 17 სექტემბერი. კალიარი-ინტერი, ბრეშა-უდინეზე, კატანია-ნაპოლი, ჩეზენა-პარმა, იუვენტუსი-ლეჩე, პალერმო-ბოლონია, სამპდორია-ფიორენტინა, ბარი-ლაციო.

გვერდი მოამზადა ლაშა წიკლაურმა

უდინეზე-ჩეზენა 1:0

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი 6.5 - ზაპატა 6.0, ბენატია 6.0, კოდა 6.0 - ისლა 6.5 (59. სანჩესი 5.5), ინლერი 6.5, ასამოა 6.0 (85. აბდი), არმერო 6.0 პინცი 6.0 - დი ნატალე 6.0, ფლორო ფლორესი 5.5 (68. კორადი 6.0).

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი 7.0 - ჩეკარელი 5.5, ბენალუანე 6.5, ფონ ბერგენი 6.0, ნაგატომო 5.5 - აპია 6.0 (84. პელეგრინო), კოლუჩი 5.0, პაროლო 5.5 - შელოტო 5.0 (69. ლაურო 6.0), ბოგდანი 5.0 (83. მალონგა 5.5), ჯაკერინი 6.0.

გოლი: 1:0 ბენატია (90)

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 22-17; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 13(6)-3(0); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 13 000

პარმა-მილანი 0:1

პარმა (4-2-3-1): მირანტე 8.0 - ძაკარდო 5.0, ლუკარელი 6.0, პაჩი 6.0, ანტონელი 6.0 - გობი 5.5, მორონე 6.0 (46. ჯემაილი 5.5) - კანდრევა 5.0 (46. ვალიანი 6.5), ანჯელო 5.5 (66. ბოჟინოვი 6.0), მარკესი 5.5 - კრესპო 5.5.

მილანი (4-3-3): აბიატი 6.0 - ძამბროტა 5.5, ტიაგო სილვა 6.0, ნესტა 6.0, ანტონინი 6.0 (71. აბატე 6.0) - პირლო 7.5, გატუზო 5.5 (77. ბოატენგი 5.5), ზეედორფი 6.0 - რონალდინიო 6.0, რობინიო 5.0 (72. პატო 6.0), იბრაჰიმოვიჩი 6.0.

გოლი: 0:1 პირლო (26)

გაფრთხილება: 2-5; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 21-15; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 6(3)-16(10); ბურთის ფლობა: 37%=63%.

მაყურებელი: 25 000

ლეჩე-კატანია 1:0

ლეჩე (4-3-3): როზატი 6.0 - რისპოლი 6.0, ფერარიო 6.0, ფაბიანო 6.0, მესბაჰი 6.0 - ვივესი 6.5, პიატი 6.5, გროსმიულერი 6.5 (90. გუსტავო) - ჯედა 6.0 (64. მუნარი 6.0), კორვია 6.5, ოლივეირა 7.0 (77. კოპოლა).

კატანია (4-1-4-1): ანდუხარი 6.0 - პოტენცა 5.5, სილვესტრი 5.5, სპოლი 5.5, კაპუანო 5.0 - კარბონი 5.5 (46. ლედესმა 5.0) - ბიაჯანტი 6.0, ისკო 5.0 (70. გომესი 6.0), რიკიუტი 6.0 (60. ანტენუჩი 6.0), მასკარა 6.0 - მაქსი ლოპესი 5.0.

გოლი: 1:0 კორვია (36)

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 14-22; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 4(3)-4(1); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 8 000

ბოლონია-სამპდორია 1:1

ბოლონია (4-3-3): ვივიანო 7.0 - რუბინი 6.0, პორტანოვა 4.5, ბრიტოსი 6.5, გარიჩი 6.0 - კაზარინი 5.0 (46. რამირესი 6.5), პერესი 6.0, მუდინგაი 6.0 - სილიგარდი 7.5 (80. მუტარელი 6.0), მეჯორინი 6.0 (64. ხიმენესი 6.5), დი ვაიო 6.5.

სამპდორია (4-4-2): კურჩი 6.0 - ციგლერი 5.0, გასტალდელო 5.5, ლუკინი 5.5, ძაური 5.0 - სემიოლი 6.0, პალომბო 5.5, ტისონე 5.0 (67. ობიანგი 4.0), კომანი 5.0 (76. გუბერტი 6.0) - კასანო 4.5 (69. პოცი 5.0), პაცინი 4.5.

გოლები: 0:1 პორტანოვა (45-საკ. კარში), 1:1 ბრიტოსი (65)

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12(4)-10(4); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 18 000

კიევო-კალიარი 0:0

კიევო (4-3-1-2): სორენტინო 6.5 - ანდრეოლი 6.0, სარდო 6.0, ჩეზარი 6.0, მანტოვანი 6.5 - ბენტივოლიო 6.0 (56. ფერნანდესი 6.0), რიგონი 5.5, კონსტანტი 7.0 (78. მარკოლინი 6.0) - ბოლიაჩინო 5.5 - გრანოჩე 5.0 (66. მოსკარდელი 5.5), პელისიერი 6.5.

კალიარი (4-3-1-2): აგაცი 6.5 - პიზანო 5.5 (84. პერიკო 6.0), კანინი 6.0, ასტორი 7.0, არიაუდო 6.5 - ბიონდინი 6.0, ნაინგოლანი 7.5, ლაძარი 5.0 (69. ლანერი 6.0) - კოსუ 6.5 - მატრი 5.5 (77. ნენე 6.0), აკვაფრესკა 6.0.

გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 13-3; ჯარიმა: 15-16; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 12(4)-7(4); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 9 000

ფიორენტინა-პალერმო 1:2

ფიორენტინა (4-2-3-1): ფრეი 6.0 - დე სილვესტრი 4.5 (42. კომოტო 5.5), კროლდრუპი 6.5, გამბერინი 6.0, პასკუალი 5.0 - მონტოლივო 5.0, დონადელი 5.5 - ლიაჯიჩი 6.0, მარკიონი 4.5 (56. სანტანა 7.0), ჩერჩი 4.0 (76. ბოლატი) - ჯილარდინო 6.5.

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ 7.5 - კასანი 5.5, მუნოზი 6.5, ბოვო 6.0, ბალცარეტი 5.0 - მილიაჩო 6.5, ბასინოვიჩი 7.0, ნოჩერინო 7.0 - ილიჩიჩი 7.5 (84. კასამი), პასტორე 7.5 (90. მაკარონე) - პინილია 6.5 (66. ჰერნანდესი 6.5).

გოლები: 0:1 ილიჩიჩი (20), 0:2 პასტორე (37), 1:2 ჯილარდინო (58)

გაძევება: მონტოლივო (74. ფიორენტინა)

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 7-4; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11(5)-9(5); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 22 000

ჯენოა-ბარი 2:1

ჯენოა (3-4-3): ედუარდო 7.0 - რანოკია 6.0, დაინელი 5.0 (34. მორეტი 4.0), კიკო 5.0 - ხარჯა 5.5, რაფინია 7.0, კრიშიტო 8.0, ველოზო 6.0 (84. მილანეტო 7.0) - პალასიო 7.0 (85. რუდოლფი 6.5), მესტო 5.5, ტონი 7.0.

ბარი (4-4-2): ჟილე 6.5 - ბელმონტე 5.5, ა. მაზიელო 5.0, ს. მაზიელო 5.0, პარიზი 5.5 - ალვარესი 4.5, ალმირონი 6., გაცი 5.5 (59. დონატი 5.0), გეზალი 6.0 - კასტილო 5.5 (69. დალესანდრო 6.0), ბარეტო 6.5 (68. კაპუტო 5.0).

გოლები: 1:0 პალასიო (36), 1:1 ბარეტო (52-პენ), 2:1 ტონი (90)

გაძევება: მორეტი (51. ჯენოა)

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 4-0; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 5-6; კარში დარტყმა: 19(7)-6(3); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 21 000

ლაციო-ბრეშა 1:0

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა 7.0 - ბიავა 7.0, დიასი 6.5, რადუ 6.0, ლიხტშტაინერი 6.5 - ბროკი 6.0, ლედესმა 5.5, მაური 7.0 - სარატე 5.5 (64. როკი 5.5) - ერნანესი 6.5 (59. ბრეშიანო 5.5), ფლოკარი 6.0 (85. ფოჯა).

ბრეშა (4-3-1-2): სერენი 6.5 - ძამბელი 6.0, ბეგა 6.5, ვიდალი 6.0, დალამანო 6.0 - კორდოვა 5.5 (90. ბუდელი), ბაიოკო 6.0 (70. კონე 6.0), ჰეტემაი 7.0 - დიამანტი 4.5 - ედერი 6.0, კარაჩოლო 5.0 (60. პოსანცინი 5.5).

გოლი: 1:0 მაური (45)

გაძევება: დიამანტი (74. ბრეშა)

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 11(5)-6(2); ბურთის ფლობა: 62%-38%.

მაყურებელი: 40 000

ნაპოლი-რომა 2:0

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი 6.5 - კამპანიარო 6.5 (90. სოსა), კანავარო 6.5, არონიკა 6.5 - მაჯო 6.0, პაციენცა 6.5, გარგანო 5.0 (71. იებდა 6.0), დოსენა 6.0 (80. ცუნიგა 6.0) - ჰამშიკი 7.0, ლავეცი 7.0 - კავანი 6.5.

რომა (3-4-1-2): ლობონტი 7.0 - კასეტი 5.5, ჟუანი 5.0, ნ. ბურდისო 5.5 - სისინიო 5.0 (73. როზი), დე როსი 5.5, პიზარო 5.5, რიისე 5.0, მენეზი 5.0 (46. ბრიგი) - ტოტი 5.5, ბორიელო 6.5 (67. ვუჩინიჩი 5.0).

გოლები: 1:0 ჰამშიკი (72), 2:0 ჟუანი (83-საკ. კარში)

გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 7-5; ჯარიმა: 19-22; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 13(6)-7(2); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 42 000

იტალია. ინტერი-იუვენტუსი 0:0

ინტერი (4-2-3-1): ჟულიო სეზარი 6.5 - მაიკონი 6.0, კორდობა 6.0 (46. სანტონი 6.0), ლუსიო 6.5, კივუ 6.0 - კამბიასო 6.0, სტანკოვიჩი 5.5 - ბიაბიანი 6.0 (31. მილიტო 5.0), სნეიდერი 6.0, კოუტინიო 5.5 - ეტო'ო 7.0.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი 7.0 - გრიგერა 6.0, ბონუჩი 6.0, კიელინი 6.0, დე ჩელიე 5.5 (46. მოტა 6.0) - კრასიჩი 6.5, ფელიპე მელო 6.0, მარკიზიო 6.0, აკვილანი 5.0 (80. სისოკო) - კვალიარელა 6.0, იაკვინტა 5.5 (64. დელ პიერო 6.0).

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 13-9; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 13(4)-14(8); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 70 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლაციო 6 4 1 1 8-5 13

2. ინტერი 6 3 2 1 8-3 11

3. ნაპოლი 6 3 2 1 12-8 11

4. მილანი 6 3 2 1 8-4 11

5. კიევო 6 3 1 2 8-5 10

6. ბრეშა 6 3 0 3 7-8 9

7. იუვენტუსი 6 2 2 2 12-9 8

8. პალერმო 6 2 2 2 10-9 8

9. კატანია 6 2 2 2 7-6 8

10. ჯენოა 6 2 2 2 6-7 8

11. ბარი 6 2 2 2 6-8 8

12. ლეჩე 6 2 2 2 5-8 8

13. კალიარი 6 1 4 1 7-5 7

14. სამპდორია 6 1 4 1 7-6 7

15. ბოლონია 6 1 4 1 7-8 7

16. ჩეზენა 6 2 1 3 4-7 7

17. ფიორენტინა 6 1 2 3 6-7 5

18. პარმა 6 1 2 3 5-7 5

19. რომა 6 1 2 3 5-11 5

20. უდინეზე 6 1 1 4 3-9 4

ბომბარდირები: 5 - ეტო'ო (ინტერი), კავანი (ნაპოლი); 4 - პელისიერი (კიევო), დი ვაიო (ბოლონია), მატრი (კალიარი); 3 - კასანო (სამპდორია), ილიჩიჩი (პალერმო), კრასიჩი (იუვენტუსი), ბარეტო (ბარი), ჰამშიკი (ნაპოლი), პასტორე (პალერმო).

სერია B

VII ტური

ასკოლი-ლივორნო 1:5

გოლები: 0:1 სურაკო (24), 0:2 დიონისი (27), 0:3 სურაკო (56), 1:3 მორეტი (59), 1:4 დანილევიჩუსი (87-პენ), 1:5 დიონისი (90)

ალბინოლეფე-პესკარა 1:2

გოლები: 0:1 ოლივი (44), 1:1 სისე (56-პენ.), 1:2 ბონანი (74)

ჩიტადელა-ემპოლი 2:3

გოლები: 0:1 ფოტი (55), 0:2 მუზაჩი (71), 1:2 პიოვაკარი (74), 2:2 გასპარეტო (84), 2:3 მორი (90).

გროსეტო-ფროზინონე 2:0

გოლები: 1:0 გუიდონე (20), 2:0 ტურატი (65)

პიაჩენცა-პადოვა 2:2

გოლები: 0:1 სუჩი (23-პენ), 1:1 კაჩა (59-პენ), 1:2 სუჩი (74), 2:2 კაჩა (88)

რეჯინა-ვიჩენცა 3:2

გოლები: 0:1 ბასტრინი (4), 1:1 მისიროლი (23), 1:2 ბადეტი (32-პენ), 2:2 კამპანაჩი (63), 3:2 ბონაცოლი (67)

სასუოლო-ატალანტა 0:2

გოლები: 0:1 არდემანი (14), 0:2 რუოპოლო (28)

სიენა-მოდენა 2:0

გოლები: 1:0 ფიკანა (73), 2:0 ლარონდო (90)

ტორინო-პორტოგრუარო 2:1

გოლები: 1:0 ბიანკი (3), 2:0 მადაში (49-საკ. კარში), 2:1 ალტნერი (57)

ტრიესტინა-კროტონე 3:0

გოლები: 1:0 გოდეასი (22), 2:0 მარკი (86), 3:0 ფიკორი (90)

ვარეზე-ნოვარა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. სიენა 7 5 2 0 11-4 17

2. ნოვარა 6 4 1 1 11-4 13

3. ემპოლი 7 3 4 0 8-5 13

4. ატალანტა 7 3 3 1 7-2 12

5. რეჯინა 7 3 2 2 11-9 11

6. პადოვა 7 2 4 1 10-5 10

7. ტრიესტინა 7 2 4 1 8-6 10

8. ვიჩენცა 7 3 1 3 10-9 10

9. კროტონე 7 2 4 1 8-7 10

10. ტორინო 7 3 1 3 8-9 10

11. პორტოგრუარო 7 3 1 3 7-8 10

12. ლივორნო 7 2 3 2 10-10 9

13. პესკარა 7 2 3 2 6-6 9

14. ასკოლი 7 2 3 2 9-10 9

15. ფროზინონე 7 2 3 2 6-7 9

16. გროსეტო 7 2 2 3 6-6 8

17. მოდენა 7 2 2 3 6-12 8

18. სასუოლო 7 2 1 4 8-9 7

19. ვარეზე 6 1 3 2 4-6 6

20. ალბინოლეფე 7 1 2 4 6-12 5

21. ჩიტადელა 7 1 1 5 6-13 4

22. პიაჩენცა 7 0 2 5 5-12 2

ბომბარდირები: 6 - სუჩი (პადოვა); 5 - ბერტანი (ნოვარა), დიონისი (ლივორნო), პასკუატო (მოდენა), ბონაცოლი (რეჯინა).

ლეგა პრო 1/A

VII ტური

გუბიო-მონცა 4:0, ლუმეცანე-რეჯანა 2:2, პაგანეზე-რავენა 0:0, პავია-ბასანო 1:1, პერგოკრემა-სპალ 1:1, სალერნიტანა-სპეცია 1:0, სორენტო-კომო 3:0, სუდტიროლი-ალესანდრია 1:2, ვერონა-კრემონეზე დღეს.

ლეგა პრო 1/B

VII ტური

კავეზე-სირაკუზა 3:1, ფოლინიო-ჯელა 1:4, ბარლეტა-კოზენცა 2:0, ბენევენტო-ტერნანა 3:1, ფოჯა-ვიარეჯო 2:2, ლუკეზე-ჩისკო რომა 0:2, ნოჩერინა-ანდრია 1:0, პიზა-ტარანტო 2:1, ლანჩანო-იუვე სტაბია 1:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია