ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ექო: მზეჭაბუკ ლაშა შავდათუაშვილს!

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ექო: მზეჭაბუკ ლაშა შავდათუაშვილს!

ოლიმპიური თამაშები ხომ საყოველთაო-სახალხო ზეიმია და ამდენად, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მხოლოდ მზეჭაბუკები იმარჯვებენ

ჩვენო ლაშა, ჩვენო ლაშა-გიორგი, ჩვენო ლაშარელა, ჩვენო ქართლელ-ქართველო მოყმევ, ჩვენო მზეჭაბუკო! გახსოვდეს, მსოფლიო ისტორიამ არ იცის ადამიანთა ურთიერთობის უფრო საყოველთაო და უფრო დემოკრატიული ფორმა, ვიდრე ოლიმპიური თამაშებია.

ოლიმპიური თამაშები ხომ საყოველთაო-სახალხო ზეიმია და ამდენად, უნდა გვახსოვდეს, რომ აქ მხოლოდ მზეჭაბუკები იმარჯვებენ! ჩვენო ლაშა, შენ სწორედ აქ გაიმარჯვე! ოცი წლის ქართველი ჭაბუკი, მორკინალ-მოჭიდარი, უშიშარი, მიზანდასახული, დიდების კვარცხლბეკზე ახვედი!

ძალიან შორს, ისტორიული ალბიონიდან, ინგლისიდან, საქართველოს ჰიმნი მოგვასმენინე და ბედნიერების ცრემლების წვიმაში ჩვენი ქვეყნის დროშის აღმართვა გვაყურებინე!

ჩვენო ლაშა, რა სიტყვებმა უნდა გადმოსცეს აგვისტოს იმ ულამაზესი დღეების განცდები! არა, ჩვენო მზეჭაბუკო, ამის გადმოსაცემად "ენა დაშვრების"!..

ჩემო ლაშა, ვერ ვითმენ, რომ არ შეგახსენო: შენ იმ კუთხიდან ხარ, იმ დალოცვილი მიწიდან, რომელმაც ერს იაკობ გოგებაშვილის "დედა ენა" მისცა!

ჩვენო მორკინალ-მოჭიდარო, ოლიმპიური თამაშები მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი კულტურული მონაპოვარია და კულტურა და სპორტი ისევე ძველისძველია, როგორც კაცობრიობა. შენ კი ამ სიდიადეში შენი ადგილი უკვე დაიმკვიდრე და ღირსეულადაც! მაგრამ, ჩვენო მზეჭაბუკო, არ დაგავიწყდეს, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საქართველო, ჩვენი მიწა-წყალი თავისი კულტურითა და სპორტით მსოფლიოს უდიდეს ქვეყნებს არ ჩამორჩება და არც არასოდეს ჩამორჩენია! არ უნდა დაგვავიწყდეს, ოლიმპიზმი აწრთობს და ავაჟკაცებს, აკეთილშობილებს, აფაქიზებს, სულს უხვეწავს ახალგაზრდას.

აქ შური და კინკლაობა რა მოსატანია! სპორტი მარტო სპორტსმენობა არ არის. სპორტი ადამიანის სიცოცხლეა, წრთობაა და, რაც მთავარია, პირველობისთვის დამსახურებული სწრაფვაა, სილამაზეა, მეგობრობაა!

ჩვენო ლაშა-გიორგი, შენ ჩემთვის ვაჟასეული კაი ყმა ხარ, მითოსურ სამყაროში გახვეული, ქართველი ახალგაზრდობის ფიზიკური და სულიერი ძალების ერთიანობის იდეალი. შენ ქართული ჩოხაც დაგშვენდება და ამირანის მშვილდიც. შენნაირი ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის სიდიადეა.

ჩვენს ქვეყანას და, პირადად მე, არც ყამარ-ქალები გვაკლია, არც ამირანები, არც ბადრი და უსუპები, არც ალგეთის მგლის ლეკვები, მაგრამ წლეულს, აგვისტოს თვეში, ოლიმპიურ თამაშებზე, ჩვენო ქართველო ჭაბუკებო და შენ, ჩვენო ოცი წლის ჩემპიონო, "შეგვაზანზარე" (ამ საოცრად მორგებულ ზმნას ერთ ქართველ ჟურნალისტს დავესესხები)!

ჩემო ლაშა, ათეული წლებია, ჩემი ცხოვრება დიდ ქართულ სპორტს გადაენასკვა. ჩემს სულიერ სამყაროში ქართული სპორტი, თავისი სილამაზით, ცხოვრების ძალა გახდა, სიცოცხლე გამიფაქიზა და გამილამაზა, ახალგაზრდული სული შემინარჩუნა... მაგრამ, ჩემო სპორტსმენო ახალგაზრდებო, არ დაგავიწყდეთ, სადაც უნდა იყოთ, ვინც უნდა გახდეთ, არასოდეს დაგავიწყდეთ, მთელი საქართველო თქვენი მიწაა, აქაა თქვენი ფესვები, აქაა თქვენი მიწის ყივილი და ადგილის დედა, აქაა თქვენი ღირსეული წინაპრების საძვალე. თქვენ ერთიანი სამყაროს იდუმალებით მოცული ქვეყნის მართლაც ღირსეული შვილები ხართ.

ჩვენო ლაშა, ჩვენო ფალავანო, ჩვენო შვილო და ძმავ, ბევრისათვის სასურველო გულისწორო, საქართველოს მომავალო დღეო, უბედნიერესია ის ქართული ოჯახი, სადაც შენ დაიბადე. უბედნიერესია შენი დედ-მამა. უბედნიერესია ის დედა, რომელმაც ძუძუ გაწოვა.

უბედნიერესია შენი ძმა, შენი ბექა-ბექარი! მაგრამ გაფრთხილდი, ბედნიერებას შენარჩუნება უნდა! ჩვენ გვჯერა, შენ, ჩვენი ოცი წლის მზეჭაბუკი, შენეული სიდინჯით ამ დიდებასა და ბედნიერებას გაუფრთხილდები და შენი გამარჯვებებით ბევრჯერ "შეგვაზანზარებ" (ოჰ, როგორ უხდება ეს ზმნა ასეთ აღმაფრენებს!).

ვწერ და სიამაყისა და სიხარულის ცრემლები მომდის... მახსენდება დიდი ქართველი მწერლის, კრიტიკოსის, მთარგმნელის, ესეისტის, ქართული სპორტის უდიდესი შემფასებლის, გერონტი ქიქოძის სიტყვები: "ერთი უმშვენიერესი სანახაობა მზის სხივებში გახვეული ვაჟკაცია".

შენ კი, ჩვენო ლაშა, მთელი საქართველო გაახვიე მზის ულამაზეს სხივებში. აფერუმ შენს მოგებას!

ჩვენო ლაშა, ჩვენო ფალავანო, ჩვენო მორკინალ-მოჭიდავევ, ჩვენო ოცი წლის ჭაბუკო, მარტო ერთს დავამატებ და ქართველი ქალი, ქართველი დედა, ქართველი ბებია შეგახსენებ დიდი ბერძენი პოეტის, პინდარეს სიტყვებს:

"ვარსკვლავებს შორის ვადიდებთ მზეს, რადგან ყველაზე კეთილშობილურია, გვფენს შუქსა და სითბოს ამ უდაბურ სამყაროში. ასევე, თამაშებს შორის ვადიდებთ უკეთილშობილესს მათში - ოლიმპიურ თამაშებს!"

მედეა როგავა

2012 წელი, 27 აგვისტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა